სან-პედრო-დე-ტოტორას პროვინცია (ესპ. Provincia de San Pedro de Totora) — პროვინცია ბოლივიაში, ორუროს დეპარტამენტის ჩრდილოეთ ნაწილში. დედაქალაქია ტოტორა.
სან-პედრო-დე-ტოტორა ერთ-ერთია ორუროს დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. ჩრდილოეთით ესაზღვრება ლა-პასის დეპარტამენტი. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 50 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 45 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 1 412 კმ²-ს შეადგენს.
პროვინცია შედგება მხოლოდ ერთი მუნიციპალიტეტისაგან, რომელიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.
17°54′ ს. გ. 67°45′ დ. გ. / 17.900° ს. გ. 67.750° დ. გ. / -17.900; -67.750
ატაუალპა · კარანგასი · სერკადო · ედუარდო ავაროა · ლადისლაო-კაბრერა · ლიტორალი · პუერტო-დე-მეხილიონესი · ნორ-კარანგასი · პანტალეონ-დალენსე · პოოპო · სახამა · სან-პედრო-დე-ტოტორა · საუკარი · სებასტიან-პაგადორი · სუდ-კარანგასი · ტომას-ბარონი