სამწევრისი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ბოლნისის თემში. [1] მდებარეობს მდინარე ბოლნისისწყლის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 640 მეტრზე. ბოლნისიდან დაშორებულია 16 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 299 კაცი.
სოფელში არის ქართული ხუროთმოძღვრების 2 ძეგლი: თეთრი ეკლესია, რომლის ძირითადი ნაწილი X–XI საუკუნეებს მიეკუთვნება. მეორე ეკლესია სოფლის თავში დგას და XVI საუკუნით თარიღდება. აქვე გვხვდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი — მეტივიშვილების სახლი.