ნახიდური

სოფელი
ნახიდური
აზერ. Arıxlı
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თემი ნახიდური
კოორდინატები 41°28′11″ ჩ. გ. 44°41′43″ ა. გ. / 41.46972° ჩ. გ. 44.69528° ა. გ. / 41.46972; 44.69528
ადრეული სახელები არუხლო
ცენტრის სიმაღლე 420
მოსახლეობა 3686[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი 1100[2]
საავტომობილო კოდი EEF
ნახიდური — საქართველო
ნახიდური
ნახიდური — ქვემო ქართლი
ნახიდური
ნახიდური — ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნახიდური

ნახიდური[3] (ყოფ. არახლო[4][5]) — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ნახიდურის თემის შემადგენლობაში.[1] მდებარეობს მდინარე ხრამის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 420 მეტრ სიმაღლეზე. ქალაქ ბოლნისიდან დაშორებულია 15 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელ ნახიდურის მოსახლეობა შეადგენს 3686 ადამიანს.

სოფელში შემორჩენილია XVII-XVIII საუკუნეების გუმბათიანი „ყვითელი ეკლესია“, IX–X საუკუნეების ეკლესია, ციკლოპური ციხე. ნახიდურის მიდამოებშია აგრეთვე IX–X საუკუნეების ეკლესია.

ისტორია

1118 წლის 7 აპრილს, ბზობა დღეს დავით აღმაშენებელი ნახიდურს მივიდა და ზატიკი გადაიხადა. დავითს აქ შეატყობინეს ჯავახეთში ბეშქენ II ჯაყელის შემოსეულ თურქ-სელჩუკებთან ბრძოლაში დაღუპვის შესახებ. დავითის თანხმლებ დიდებულებს სომხეთში ლაშქრობისას ზურგიდან სელჩუკების თავდასხმის ეშინოდათ და ლაშქრობის გადადებას სთხოვდნენ, მიუხედავად მათი წინააღმდეგობისა დავითმა მაინც ილაშქრა და თავს დაესხა არაქსის პირას მყოფ სელჩუკებს, მალევე კი ლორეს ციხე-ქალაქი აიღო და საქართველოს შემოუერთა.[6]

დემოგრაფია

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2014[1] 3 686 1873 1813

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. https://web.archive.org/web/20130921054834/http://ufps.org/index.php?option=com_content&task=view&id=35
  3. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 126.
  4. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 17.
  5. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 20.
  6. სამუშია ჯ, დიდგორის ბრძოლა "ძლევაი საკვირველი" თბ., 2021, გვ. 72-73

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!