რომა (ესპ. Roma) — 2018 წლის მექსიკური დრამატული ფილმი, რომლის ავტორი და რეჟისორია ალფონსო კუარონი, რომელიც ასევე გადამღები და თანამემონტაჟეა. ფილმში მოქმედება 1970 და 1971 წლებში მიმდინარეობს. რომა მიჰყვება საშუალო კლასის ოჯახის დიასახლისის ცხოვრებას. ფილმი ნახევრად ბიოგრაფიულია, რომელიც კუარონის მეხიკოს კოლონია ბომათა უბანში აღზრდის ელემენტებსაც შეიცავს. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ იალიცა აპარიციო და მარინა დე ტავირა . [1][2]
2018 წლის 30 აგვისტოს ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა ვენეციის 75-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც მან მოიგო ოქროს ლომი. ფილმი კინოთეატრებში შეზღუდულად ჩაეშვა შეერთებულ შტატებში 2018 წლის 21 ნოემბერს, 2018 წლის 14 დეკემბერს აშშ-სა და სხვა ტერიტორიებზე Netflix–ის სტრიმინგის საშუალებით გადაიცა. [3][4] ფილმმა მიიღო საყოველთაო აღიარება, განსაკუთრებით მოიწონეს კუარონის სცენარი, რეჟისურა და კინემატოგრაფია, ასევე აპარიციოს და დე ტავირას შესრულება. მრავალი კრიტიკოსი და საზოგადოება რომა-ს 2010-იანი წლების ერთ-ერთ უდიდეს ფილმად მიიჩნევს. [5][6][7][8][9][10][11][12][13]
2016 წლის 8 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ალფონსო კუარონი დაწერდა და წარმართავდა პროექტს, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა მექსიკელთა ოჯახზე, რომელიც 1970-იან წლებში მეხიკოში ცხოვრობდა. ფილმის წარმოება დაიწყება 2016 წლის შემოდგომაზე[14] მისივე მწარმოებელი კომპანიის Espertanto Filmoj-ისა [15] და Participant Media-ს მიერ. ფილმის პროდიუსერი იყო კუარონი, გაბრიელა როდრიგესი და ნიკოლას სელისი . რომა გადაიღეს თანმიმდევრობით, რაც იალიცა აპარიციოს (კლეო) აზრით მას ძალიან დაეხმარა.. მას ყველაზე მეტად აშინებდა სანაპიროზე სცენა, რადგან თავისი პერსონაჟის მსგავსად, ცურვა არ შეეძლო. [16]
მსახიობების არჩევის დაწყებამდე აპარიციოს, რომელსაც მცირე ხნით ადრე ჰქონდა დასრულებული დიპლომისშემდგომი ტრენინგი სკოლამდელ განათლებაში, არ ჰქონდა სამსახიობო გამოცდილება ან ოფიციალური გადამზადება მსახიობობაში. მან ხუმრობით აღნიშნა, რომ ერთადერთი ,,მოქმედება", რაც მას ოდესმე გაუკეთებია იყო მშობლებისა და მასწავლებლებისთვის ტყუილის თქმა. [17]
ყაჩაღობა გადასაღებ მოედანზე
2016 წლის 1 ნოემბერს რომა-ს სამსახიობო ჯგუფი ყაჩაღობის სამიზნე გახდა. სტუდიის ცნობით, თავდასხმის დროს ,,ორი ქალი ცემეს, სამსახიობო ჯგუფის ხუთი წევრი საავადმყოფოში მოთავსდა, მობილური ტელეფონები, საფულე და სამკაულები კი - მოიპარეს". ფილმის შემქმნელი ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ ჰქონდათ გადაღების ნებართვა, მაგრამ მოედანზე მყოფი მუშები განაგრძობდნენ საქმიანობას, რის გამოც ჯგუფებს შორის ჩხუბი დაიწყო.[18][19][20][21]
↑Dargis, Manohla. 'Roma' Review: Alfonso Cuarón's Masterpiece of Memory (13 December 2018). ციტატა: „[Roma] centers on a young indigenous woman who works as a maid for a middle-class white family that's falling apart.“ ციტირების თარიღი: 29 December 2018.
↑Kiang, David Fear,Peter Travers,Katie Walsh,Amy Nicholson,Tim Grierson,Jessica. (2019-12-18) The 50 Best Movies of the 2010s. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 2020-12-09.
↑Zilko, David Ehrlich,Eric Kohn,Kate Erbland,Anne Thompson,Zack Sharf,Chris O'Falt,Jude Dry,Tambay Obenson,Christian Blauvelt,Leah Lu,Christian. (2019-07-22) The 100 Best Movies of the Decade. IndieWire. ციტირების თარიღი: 2020-12-09.