ქალაქის მოსახლეობა 102 ათასი ადამიანია (2003). ქალაქი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მე -6 ადგილზეა.[1]
რას -ალ-ხაიმა მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთით, სპარსეთის ყურის სანაპიროზე. ყურე ქალაქს ორ -ძველ და ახალ ნაწილებად ყოფს. ის თანამედროვე მაგისტრალით უკავშირდება ქალაქ დუბაის. აქვს საერთაშორისო აეროპორტი და საზღვაო პორტი.
კლიმატი
რას- ალ-ხაიმაში ჰავა ტროპიკული, საკმაოდ რბილია. წლის ყველაზე ცხელი დროა ზაფხული, როდესაც ჰაერის ტემპერატურა + 35C აღწევს.
ქალაქის გარეუბანში მდებარეობს მრავალი არქეოლოგიური ადგილი. [3] 1809 და 1819 წლებში რას ალ-ხაიმა სპარსეთის ყურეში ორი ბრიტანული კამპანიის ლოკაციის ადგილი გახდა. ბრიტანულ გემებზე თავდასხმების გამო მას მეტსახელად მეკობრეების სანაპირო შეარქვეს, თუმცა სულთანმა ალ კასიმი ამას უარყოფდა.[4]
მოსახლეობა
ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 115 949 ადამიანია .ის ყველაზე დიდი ქალაქია რას ალ- ხაიმის საამიროში.
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სკოლების გარდა, ქალაქში მდებარეობს რას ალ- ხაიმას აკადემია და ველსპრინგის სკოლა, ფუნქციონირებს ინდური სკოლები. [6] ქალაქში არის კამპუსი უმაღლესი ტექნოლოგიების კოლეჯებისთვის, რას ალ- ხაიმას სამედიცინო და სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი, რას ალ- ხაიმასამერიკული უნივერსიტეტი [7] და მრავალი სხვა კოლეჯი.
ალ ჰამრას გოლფის კლუბი იდეალურია გოლფის მოყვარულთათვის, როგორც დამწყებთათვის, ასევე პროფესიონალებისთვის. გოლფის კლუბში მწვრთნელებისა და ინსტრუქტორების დიდი შემადგენლობაა, რომლებიც მზად არიან ჩაატარონ გოლფის კლასები ნებისმიერი ასაკის მსურველისათვის.
ტურიზმი
არქტიკის ლეგენდის თემაზე 2010 წელს აგებული გასართობი წყლის პარკი Ice Land water park , რომელიც უდიდესია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, პოპულარული დასასვენებელი ადგილია მთელი ოჯახისათვის.
რას ალ-ხაიმას ეროვნული მუზეუმში წარმოდგენილია ჰაჯარის მთების ფოტომასალა, უძველესი სამკაულები და არქეოლოგიური გატხრების დროს აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ექსპონატები.
ისტორიული იერსახე შეინარჩუნა რას- ალ-ხაიმას ძველმა უბანმა.ალ- მანარის სავაჭრო ცენტრი ყველაზე ძველია რას ალ-ხაიმაში. ის დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებში.
↑Al-Qasimi, Sultan Muhammed; Shāriqah), Sulṭān ibn Muḥammad al-Qāsimī (Ruler of (1 January 1988). "The Myth of Arab Piracy in the Gulf". Routledge – via Google Books.
↑Population of the Cities in The United Arab Emiratesworldpopulationreview.com. Retrieved 2020-05-25.