შარჯა (არაბ. الشارقةّ) — არაბთა გაერთიანებული საამიროების სიდიდით მესამე ქალაქი და შარჯის საამიროს ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულზე, სპარსეთის ყურის სანაპიროზე. ქალაქის მოსახლეობა 2008 წლის მონაცემებით 801 004 კაცს შეადგენს.
ქალაქი წარმოადგენს კულტურულ და სამრეწველო ცენტრს. არაბთა გაერთიანებული საამიროების მშპ-ის 7,4 % შარჯაზე მოდის.