ჟორჟი ამადუ

ჟორჟი ამადუ
ბრაზ.-პორტ. Jorge Leal Amado de Faria[1]
დაბადების თარიღი 10 აგვისტო, 1912(1912-08-10)[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15]
დაბადების ადგილი იტაბუნა[4]
გარდაცვალების თარიღი 6 აგვისტო, 2001(2001-08-06)[2] [3] [5] [6] [7] [8] [16] [9] [10] [11] [12] [14] [15] (88 წლის)
გარდაცვალების ადგილი სალვადორი
საქმიანობა მწერალი[4] [17] [18] , ჟურნალისტი[4] , პოეტი, რომანისტი[4] და პოლიტიკოსი[4]
ენა ბრაზილიური პორტუგალიური
მოქალაქეობა  ბრაზილია[4] [17]
ალმა-მატერი Federal University of Rio de Janeiro Faculty of Law
Magnum opus გაბრიელა, დარიჩინი და მიხაკი[4] , დონა ფლორი და მისი ორი ქმარი[4] , ტიეტა აგრესტედან[4] , ქვიშის კაპიტნები[4] და Tereza Batista: Home from the Wars
ჯილდოები კამოენსის პრემია[19] [17] , ჩინო დელ დუკას პრემია[20] , საერთაშორისო ლენინური პრემია "ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის", სტალინის საერთაშორისო პრემია ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის[21] , ნონინოს საერთაშორისო პრემია[22] , Ordem do Mérito Cultural[23] , Grand Officer of the Order of Prince Henry[24] , Grand Officer of the Military Order of Saint James of the Sword[24] , ბრაზილიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[25] , პადუის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[26] , Meritorious Citizen of the Freedom and Social Justice João Mangabeira (CBJM), ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი, honorary doctor of the Sorbonne Nouvelle University[27] [28] , Q126416268?[29] და Juca Pato Prize[18]
მეუღლე სელია გატაი
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა
საიტი jorgeamado.com.br

ჟორჟი ლეალ ამადუ დი ფარია (პორტ. Jorge Amado de Faria; დ. 10 აგვისტო, 1912, იტაბუნა, ბაიის შტატი, — გ. 6 აგვისტო, 2001) — თანამედროვე ბრაზილიელი მწერალი, ბრაზილიური ლიტერატურის კლასიკოსი. აღიარებულია „ბრაზილიური კულტურის მსოფლიო დესპანად“.[30]

ბიოგრაფია

ოჯახი, განათლება

ჟორჟი ამადუ დაიბადა 1912 წელს, ბაიის შტატის ქალაქ იტაბუნას ახლომდებარე ფაზენდა აურისიდიაში, ჟოაო ამადუ დი ფარიასა და ეულალია ლეაოს ოჯახში. მწერლის მამა კაკაოს პლანტაციის მფლობელი იყო. 1914 წელს, ყვავილის ეპიდემიის გამო, ამადუები გადასახლდნენ მეზობელ ქალაქ ილეუსში, სადაც გაიარა მომავალი მწერლის ბავშვობამ. ამის გამო, იგი მთელი ცხოვრება ილეუსელად თვლიდა თავს. საშუალო განათლება ამადუმ ბაიას დედაქალაქ სალვადორ დე ბაიაში, იეზუიტთა კოლეჯში მიიღო[31],  შემდეგ კი რიო დე ჟანეიროს ფედერალური უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში დაეუფლა იურისტის პროფესიას, თუმცა, თავისი განათლებით არასოდეს უმუშავია და მთელი ცხოვრება ლიტერატურას მიუძღვნა.

ლიტერატურული მოღვაწეობის ადრეული ხანა

ამადუ ადრევე ჩაება ლიტერატურულ ცხოვრებაში-14 წლის ასაკიდან უკვე აქტიურად თანამშრომლობდა რამდენიმე ჟურნალთან და იყო ახალგაზრდა ავტორთა ე.წ. "„მეამბოხეთა აკადემიის“ ერთ-ერთი დამაარსებელი[32]. პირველი რომანი, „კარნავალის ქვეყანა“, მწერალმა 18 წლის ასაკში, 1931 წელს გამოაქვეყნა. ორი წლის შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით გამოვიდა „კაკაო“, „ოფლი“, „მკვდარი ზღვა“, „ჟუბიაბა“, „ქვიშის კაპიტნები“, რომელშიც მწერალი ეხებოდა სოციალურ თემებს, რასობრივ საკითხებს. ამ დროიდანვე გამოვლინდა ამადუს ინტერესი აფრო-ბრაზილიური კულტურისა და საზოგადოების ცხოვრებასა და მსოფლმხედველობაზე მისი გავლენის მიმართ.

ამადუ ახალგაზრდობიდანვე უდიდესი თანაგრძნობით იყო გამსჭვალული დაბალი სოციალური ფენის ადამიანების მიმართ, რომელთა მძიმე ცხოვრებას და შრომას პლანტაციებში ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობდა. ეს შეხედულებები ნათლად აისახა მის ადრეულ ლიტერატურულ ქმნილებებსა და პოლიტიკურ მრწამსში-მემარცხენე მიმართულების ამადუ ბრაზილიის კომუნისტური პარტიის წევრი გახდა, რამაც მნიშვნელოვნად გაართულა მისი ცხოვრება, განსაკუთრებით 1935 წლიდან, დიქტატორ ჟეტულიუ ვარგასის მმართველობის პირობებში. ამ წელს იგი დააპატიმრეს კიდეც, 1937 წელს მისი ნაწარმოებები საჯაროდ დაწვეს. ბრაზილიასა და პორტუგალიაში მისი წიგნები აიკრძალა, თუმცა, მწერლის პოპულარობას ამან ხელი ვერ შეუშალა-„ჟუბიაბას“ ფრანგულ თარგმანს აღფრთოვანებული გამოხმაურებები მოჰყვა ევროპაში. ალბერ კამიუმ, რომელიც იმხანად უკვე ნობელის პრემიის ლაურეატი და სახელმოხვეჭილი მწერალი იყო, მაღალი შეფასება მისცა რომანს.

პოლიტიკური მოღვაწეობა, განდევნილობა

40-იან წლებში, დიქტატორული რეჟიმის მხრიდან დევნის გამო, მწერალი იძულებული გახდა, ბრაზილია მიეტოვებინა და ურუგვაისა და არგენტინაში ეძებნა თავშესაფარი, თუმცა, წერისათვის თავი მაინც არ დაუნებებია — შექმნა გამოჩენილი ბრაზილიელი პოეტის, რესპუბლიკელისა და აბოლიციონისტის ანტონიუ კასტრუ ალვისისა და თავისი თანამედროვე ბრაზილიელი პოლიტიკოსის, იმხანად პატიმრობაში მყოფი ლუიშ კარლუშ პრესტეშის ბიოგრაფიები („კასტრუ ალვისის ანბანთქება“ (1941), „იმედის მხედარი“ (1942, ესპანურ ენაზე), რაც მკაფიოდ გამოკვეთილ პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. 1945 წელს, ვარგასის მმართველობის დასრულების შემდეგ, ამადუმ მოახერხა ბრაზილიაში დაბრუნება. იგი კომპარტიის სიით აირჩიეს ეროვნულ საკონსტიტუციო ანსამბლეაში. მწერალი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საკანონმდებლო საქმიანობაში, მხარს უჭერდა კანონს აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ. 2 წლის შემდეგ კომუნისტური პარტია არალეგალურად გამოცხადდა და წევრების დევნა დაიწყო. ამადუ ისევ იძულებული გახდა, რომ მიეტოვებინა სამშობლო. ერთხანს იგი საფრანგეთში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, თუმცა 1950 წელს ქვეყნიდან გააძევეს (საფრანგეთში ჩასვლის უფლება ამადუს მხოლოდ 15 წლის შემდეგ დაუბრუნეს, იმხანად საფრანგეთის კულტურის მინისტრის, მწერალ ანდრე მალროს ჩარევის შემდეგ) და ჩეხოსლოვაკიაში მოუწია გადასვლა, შემდეგ კი — სსრკ-ს ეწვია, სადაც 1951 წელს სტალინური პრემია მიანიჭეს.

ლიტერატურული მოღვაწეობის მეორე პერიოდი

1956 წელს ამადუ სამშობლოში დაბრუნდა და სალვადორ-დე-ბაიაში დასახლდა. იგი გამოვიდა პარტიიდან, მიატოვა აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა და მთლიანად ლიტერატურაზე გადაერთო. ამ პერიოდის შემოქმედება ძლიერ ნაყოფიერი და მრავალფეროვანი აღმოჩნდა. სოციალური თემა ამჯერად ბაიის ბუნების, ქალაქების, იქაური საზოგადოების ცხოვრებისა და ტრადიციების აღწერამ ჩაანაცვლა. მწერალი განსაკუთრებული ხატოვანებით ახასიათებდა ქალთა პერსონაჟებს („გაბრიელა, მიხაკი და დარიჩინი, დონა ფლორი და მისი ორი ქმარი, ტერეზა ბატისტა ომიდან შინ ბრუნდება, ტიეტა აგრესტედან), თუმცა, „გაბრიელაში“ ინტიმური თემების მისეულმა  ასახვამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია- მწერალს არაერთხელ დაემუქრნენ შურისძიებით, „ბაიელი ქალების უარყოფითი ტიპაჟის შექმნის“ გამო და, ერთხანს მშობლიურ ქალაქ ილეუსშიც კი აკრძალული ჰქონდა ჩასვლა. ამის მიუხედავად, ლიტერატურულ წრეებში კვლავინდებურად მაღალ შეფასებას აძლევდნენ ამადუს შემოქმედებას. „დონა ფლორი და მისი ორი ქმარი“ ჟაბუტის პრემიით (Prêmio Jabuti) დაჯილდოვდა.

შემოქმედების მეორე პერიოდში ამადუმ რომანებთან ერთად, მოგონებების რამდენიმე წიგნიც გამოსცა. იგი მოღვაწეობდა საბავშვო ლიტერატურის დარგშიც.

აღიარება

მთელი ცხოვრების მანძილზე, ამადუ აქტიურ ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა და მისი ნაწარმოებების მიმართ მკითხველის ინტერესი არასოდეს განელებულა. იგი აირჩიეს ლიტერატურული აკადემიის წევრად, რამდენიმე უნივერსიტეტმა როგორც ბრაზილიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ საპატიო დოქტორის ტიტული მიანიჭა, კანდომბლეს კულტმა კი ამადუ წმინდანად გამოაცხადა.

ამადუს რომანები მის სიცოცხლეშივე 49 ენაზე ითარგმნა და 55 სხვადასხვა ქვეყანაში გამოიცა, საფუძვლად დაედო თეატრალურ დადგმებს და კინოფილმებს.  1984 წელს მწერალს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი მიენიჭა. 1987 წელს სალვადორ-დე-ბაიაში შეიქმნა ჟორჟი ამადუს ფონდი, რომელიც მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის მფარველობას ისახავდა მიზნად, დაარსდა მისი შემოქმედების მუზეუმი, სადაც ამადუს წიგნების სხვადასხვა გამოცემებია გამოფენილი.

საყოველთაო პატივისცემით მოცული მწერალი გარდაიცვალა 2001 წელს, 87 წლის ასაკში, გულის უკმარისობით[33]. მისი ანდერძისამებრ, სხეული დაწვეს და ფერფლი მის ბაღში გაფანტეს.

პირადი ცხოვრება

ამადუ ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველად იგი 20 წლის ასაკში დაოჯხდა მატილდე გარსია როსაზე, რომელთაგანაც ქალიშვილი ეულალია დალილა (ლილა) შეეძინა.  1944 წელს მეუღლეები განქორწინდნენ.

მალე ამადუმ გაიცნო მწერალი და ფოტოგრაფი ზელია გატაი, რომელთანაც გაატარა მთელი დარჩენილი ცხოვრება, თუმცა, ოფიციალური ქორწინება ამადუმ და გატაიმ მხოლოდ 1978 წელს გააფორმეს, როცა უკვე შვილიშვილებიც ჰყავდათ[34]. ამ ქორწინებიდან 1947 წელს დაიბადა ვაჟიშვილი ჟოაო ჟორჟი, რამდენიმე წლის შემდეგ კი-ქალიშვილი პალომა. ამავდროულად, 1949 წელს 14 წლის ასაკში გარდაიცვალა ლილა-ამადუს და გარსია როსას ქალიშვილი.

ჟორჟი ამადუს შვილიშვილია რეჟისორი სესილია ამადუ[35], რომელმაც 2011 წელს გადაიღო „ქვიშის კაპიტნების“ ეკრანიზაცია[36]

შემოქმედება

  • „კარნავალის ქვეყანა“ (O País do Carnaval, რომანი, 1931)
  • „კაკაო“ (Cacau, რომანი, 1933)
  • „ოფლი“ (Suor, რომანი, 1934)
  • „ჟუბიაბა“ (Jubiabá, რომანი, 1935)
  • „მკვდარი ზღვა“ (Mar morto, რომანი, 1936)
  • „ქვიშის კაპიტნები“ (Capitães da areia, რომანი, 1937)
  • „ზღვის სანაპირო“ (A estrada do mar, პოეტური კრებული, 1938)
  • „კასტრუ ალვისის ანბანთქება“ (ABC de Castro Alves, ბიოგრაფია, 1941)
  • „იმედის მხედარი“ (O cavaleiro da esperança, ბიოგრაფია, 1942)
  • „უკიდეგანო მიწები“ (Terras do Sem-Fim, რომანი, 1943)
  • „ილეუსის წმინდა გიორგი“ (São Jorge dos Ilhéus, რომანი, 1944, ქართული თარგმანი — „ქალაქი ილეუსი“, 1977)
  • „ყოველთა წმინდანთა ბაია“ (Bahia de Todos os Santos, გზამკვლევი, 1944)
  • „წითელი მოსავალი“ (Seara vermelha, რომანი, 1946, ქართული თარგმანი — „მეწამული ყლორტები“, 1977)
  • „ჯარისკაცის სიყვარული“ (O amor do soldado, პიესა, 1947)
  • „მშვიდობის სამყარო“ (O mundo da paz, გზამკვლევი, 1951)
  • „თავისუფლების ჯურღმულები“ (Os subterrâneos da liberdade, ტრილოგია, 1954)
  • „გაბრიელა, მიხაკი და დარიჩინი“ (Gabriela, cravo e canela, რომანი, 1958, ქართული თარგმანი — „გაბრიელა: ერთი პროვინციული ქალაქის ქრონიკა“, 1968)
  • „კვინკას წყალიფერთხიას ორი სიკვდილი“ (A morte e a morte de Quincas Berro d'Água, რომანი (1959)
  • „ბებერი მეზღვაურები, ანუ შორეული ნაოსნობის კაპიტანი“ (Os velhos marinheiros ou o capitão de longo curso, რომანი, 1961)
  • „ღამის მწყემსები“ (Os pastores da noite, რომანი, 1964)
  • „ოგუნის ნათლია“ (O Compadre de Ogum, რომანი, 1964)
  • „დონა ფლორი და მისი ორი ქმარი“ (Dona Flor e Seus Dois Maridos, რომანი, 1966, ქართული თარგმანი — „დონა ფლორი და მისი ორი ქმარი: ზნეობისა და სიყვარულის ამბავი“, 1980)
  • „სასწაულების ფარდული“ (Tenda dos milagres, რომანი, 1969)
  • „ტერეზა ბატისტა ომიდან შინ ბრუნდება“ (Teresa Batista cansada de guerra, რომანი, 1972)
  • „ზოლიანი კატა და მერცხალი სინია“ (O gato Malhado e a andorinha Sinhá, საბავშვო პროზა, 1976)
  • „ტიეტა აგრესტედან“ (Tieta do Agreste, რომანი, 1977)
  • „მუნდირი, მანტია და ღამის პერანგი“ (Farda, fardão, camisola de dormir, რომანი, 1979)
  • „ფრინველთა ახალი სასწაულები“ (Do recente milagre dos pássaros, მოთხრობები — 1979, სცენარი — 1997)
  • „გრაპიუნა ყმაწვილი“ (O menino grapiúna, მოგონებები, 1981)
  • „ბურთი და მეკარე“ (A bola e o goleiro, საბავშვო ლიტერატურია, 1984)
  • „დიდი ჩასაფრება“ (Tocaia grande, რომანი, 1984)
  • „წმინდანის გაუჩინარება“ (O sumiço da santa, რომანი (1988)
  • „სანაპირო ნაოსნობა“ (Navegação de cabotagem, მოგონებები, 1992)
  • „ამერიკის აღმოჩენა თურქების მიერ“ (A descoberta da América pelos turcos, რომანი, 1994)
  • „ომის საათი“ (Hora da Guerra, ქრონიკები, გამოიცა გარდაცვალების შემდეგ, 2008[37])

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. https://www.actualidadliteratura.com/jorge-amado-vida-y-obras/
  2. 2.0 2.1 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  3. 3.0 3.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. 4.00 4.01 4.02 4.03 4.04 4.05 4.06 4.07 4.08 4.09 4.10 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 73. — ISBN 978-2-221-06888-5
  5. 5.0 5.1 Encyclopædia Britannica
  6. 6.0 6.1 SNAC — 2010.
  7. 7.0 7.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  8. 8.0 8.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  9. 9.0 9.1 Academy of Arts, Berlin — 1696.
  10. 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  11. 11.0 11.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  12. 12.0 12.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  13. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  14. 14.0 14.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
  15. 15.0 15.1 Munzinger Personen
  16. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  17. 17.0 17.1 17.2 Prêmio Camões de Literatura
  18. 18.0 18.1 TODOS OS VENCEDORES
  19. https://www.epdlp.com/premios.php?premio=Camoes
  20. http://www.fondation-del-duca.fr/prix-mondial
  21. https://www.bbc.com/mundo/noticias/2012/08/120809_amado_jorge_europa_este
  22. https://elcultural.com/Jorge-Amado-luchar-por-la-justicia-y-la-alegria
  23. https://ifacca.org/news/2012/11/05/order-cultural-merit/
  24. 24.0 24.1 Ordens Honoríficas Portuguesas
  25. http://www.educacional.com.br/reportagens/jorgeAmado/parte-06.asp
  26. https://www.rar.ind.br/Imprensa/Detalhes/126/raul-randon-recebe-laurea-honoris-causa-da-it
  27. Journal officiel de la République française, Journal officiel de la République française. Document administratif — 1868. — ISSN 0242-6773
  28. http://www.univ-paris3.fr/les-docteurs-honoris-causa-de-la-sorbonne-nouvelle--90298.kjsp
  29. https://www.univ-lyon2.fr/universite/bourses-prix-et-distinctions/dhc
  30. https://www.faz.net/aktuell/feuilleton/literatur-die-literarische-welt-trauert-um-jorge-amado-132116.html
  31. https://www.britannica.com/biography/Jorge-Amado
  32. http://redeglobo.globo.com/globoteatro/bis/noticia/2013/09/jorge-amado-classicos-adaptados-para-cinema-televisao-e-teatro.html
  33. https://www.faz.net/aktuell/feuilleton/literatur-brasilianischer-schriftsteller-jorge-amado-ist-tot-127648.html
  34. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-15. ციტირების თარიღი: 2019-09-08.
  35. https://www.imdb.com/name/nm0023753/
  36. https://www.imdb.com/title/tt1828148/?ref_=nm_flmg_wr_3
  37. https://www.companhiadasletras.com.br/detalhe.php?codigo=12571

Read other articles:

Ongoing military conflict in Eastern Europe This article is about the invasion that began in 2022. For other invasions, see List of invasions and occupations of Ukraine and List of wars involving Ukraine. Russian invasion of UkrainePart of the Russo-Ukrainian War (outline)Map of Ukraine as of 16 November 2023 (details):   Continuously controlled by Ukraine  Occupied by Russia  Recaptured from Russia Date24 February 2022 – present(1 year, 8 months, 3&#...

 

Зображення було скопійовано з wikipedia:en. Оригінальний опис містив: Summary Cover of the Public Enemy album How You Sell Soul To A Soulless People Who Sold Their Soul?. Fair use rationale This image is of much lower resolution than the original (copies made from it will be of very inferior quality). It does not limit the copyright owner's rights to market or sell the work in any way. This image is used on various websites, so its use on Wikipe...

 

1982 video gameJourney EscapeCover artDeveloper(s)Data AgePublisher(s)Data AgeDesigner(s)J. Ray Dettling[1]Platform(s)Atari 2600ReleaseNA: 1982Genre(s)ActionMode(s)Single-player Journey Escape is a video game developed and manufactured by Data Age in San Jose, California for the Atari 2600 console, and released in 1982.[2] It stars the rock band Journey, one of the world's most popular acts at the time, and is based on their album Escape.[3] Plot From the game's manual...

Jude ist eine Weiterleitung auf diesen Artikel. Weitere Bedeutungen sind unter Jude (Begriffsklärung) aufgeführt. Porträts namhafter Juden: Judas Makkabäus, Flavius Josephus, Rabbi Akiva, Moses Maimonides, Baruch de Spinoza, Sigmund Freud, Scholem Alejchem, Albert Einstein, Emmy Noether, David Ben Gurion, Marc Chagall, Natalie Portman Das Wort Juden (hebräisch יְהוּדִים jehudim, weiblich יהודיות jehudot; weiblich: Jüdinnen) bezeichnet eine ethnisch-religiöse Gruppe oder...

 

TrawasKecamatanNegara IndonesiaProvinsiJawa TimurKabupatenMojokertoPopulasi • Total31,667 jiwaKode Kemendagri35.16.04 Kode BPS3516040 Luas29,4 km²Desa/kelurahan13 Trawas adalah sebuah kecamatan di Kabupaten Mojokerto, Provinsi Jawa Timur, Indonesia. Luas wilayahnya mencapai 29,4 km² dengan ketinggian rata-rata 700 meter di atas permukaan laut. Kecamatan Trawas terbagi lagi menjadi 13 desa. Desa-desa tersebut dibagi lagi menjadi 29 dusun di dalamnya. Penduduk yang berdo...

 

Persegi[[Image:|220px]]Elements-Sisi dan titik pojok4Simbol Schläfli{ }Diagram Coxeter–DynkinGrup simetriDihedral (D2), [2], (*22), order 4Sudut dalam (derajat)90°Sifatcembung, isogonal, siklik Opposite sudut dan sisi kongruen Persegi atau bujur sangkar adalah bangun datar dua dimensi yang dibentuk oleh empat buah rusuk ( a ) {\displaystyle (a)} yang sama panjang dan memiliki empat buah sudut yang kesemuanya adalah sudut siku-siku. Persegi merupakan turunan dari segi empat yang mempu...

إرني سان جوليان    شعار الاسم الرسمي (بالفرنسية: Erny-Saint-Julien)‏    الإحداثيات 50°35′09″N 2°15′16″E / 50.585833333333°N 2.2544444444444°E / 50.585833333333; 2.2544444444444[1]  [2] تقسيم إداري  البلد فرنسا[3]  التقسيم الأعلى باد كاليه  خصائص جغرافية  المساحة 5.41 كيلومتر م

 

Republik BashkortostanРеспублика Башкортостан (bahasa Rusia)Башҡортостан Республикаһы (Bashkir)—  Republik  — Bendera Lambang Lagu resmi: Başqortostan Respublikahınıñ Däülät gimnı [1] Koordinat: 54°28′N 56°16′E / 54.467°N 56.267°E / 54.467; 56.267Koordinat: 54°28′N 56°16′E / 54.467°N 56.267°E / 54.467; 56.267 Status politikNegara ...

 

Магнитный подшипник Магни́тный подши́пник — элемент опоры осей, валов и других деталей, работающих на принципе магнитной левитации. В результате опора является механически бесконтактной. Различают пассивные и активные магнитные подшипники. Но если активные магнитн...

Municipality in Rhineland-Palatinate, GermanyBrimingen Municipality Coat of armsLocation of Brimingen within Eifelkreis Bitburg-Prüm district Brimingen Show map of GermanyBrimingen Show map of Rhineland-PalatinateCoordinates: 49°58′12″N 06°21′54″E / 49.97000°N 6.36500°E / 49.97000; 6.36500CountryGermanyStateRhineland-PalatinateDistrictEifelkreis Bitburg-Prüm Municipal assoc.Bitburger LandGovernment • Mayor (2018–24) Peter NeysesArea ...

 

 Nota: Para outros significados, veja António José da Silva (desambiguação). António José da Silva Coutinho António José da Silva Nascimento 8 de maio de 1705São João de Meriti Morte 19 de outubro de 1739 (34 anos)— Lisboa Nacionalidade Brasileiro (Brasil Colônia) Ocupação Escritor e dramaturgo Magnum opus Guerras do Alecrim e Manjerona António José da Silva Coutinho (São João de Meriti, 8 de maio de 1705 — Lisboa, 19 de outubro de 1739) foi um escritor e d...

 

1998年のイギリスツーリングカー選手権 前年: 1997 翌年: 1999 ボルボのリカルド・リデルがタイトルを獲得した。 1998年のオートトレーダー・RAC イギリスツーリングカー選手権 (1998 Auto Trader RAC British Touring Car Championship) は、イギリスツーリングカー選手権の41年目のシーズン。ボルボ・S40のリカルド・リデルがタイトルを獲得した。日産・プリメーラのアンソニー・レイド...

1826 Rhode Island gubernatorial election ← 1825 April 19, 1826[1][2] 1827 →   Nominee James Fenner Party Democratic-Republican Popular vote 1,731 Percentage 100% Governor before election James Fenner Democratic-Republican Elected Governor James Fenner Democratic-Republican The 1826 Rhode Island gubernatorial election was an uncontested election held on April 19, 1826 to elect the Governor of Rhode Island. James Fenner, the incumbent governor and...

 

Список номинаций и наград Mass Effect Разработчик Mass Effect, BioWare Общее число номинаций и наград Totals 19 14 Источники Mass Effect — компьютерная ролевая игра, разработанная студией BioWare и выпущенная компанией в 2007 году для платформы Xbox 360 и 28 мая 2008 года на персональные компьютеры. На са...

 

Medical procedure that removes a part of the body Medical conditionAmputationAn amputee, seen here running with a blade prosthetic.SpecialtySurgery Physical medicine and rehabilitation Emergency medicine Part of a series onCorporal punishment By place Domestic Judicial School By implementation Amputation Belting Birching Branding Caning Cat o' nine tails Flagellation Foot whipping Knout Paddle Scourge Sjambok Slippering Spanking Strapping Switch Tawse Riding crop Whip By country Afghanistan B...

English poet and writer (1674–1718) Nicholas RowePortrait of Nicholas RowePoet Laureate of the United KingdomIn office1 August 1715 – 6 December 1718MonarchGeorge IPreceded byNahum TateSucceeded byLaurence Eusden Personal detailsBorn20 June 1674Little Barford, Bedfordshire, EnglandDied6 December 1718(1718-12-06) (aged 44)City of Westminster, London, EnglandResting placeWestminster AbbeySpouseAnne Devenish (2nd wife)ChildrenJohn Rowe (from first wife)Charlotte Rowe (from seco...

 

Proposed condition wherein human numbers exceed the carrying capacity of the environment Not to be confused with Population growth. Human overpopulation (or human population overshoot) describes a concern that human populations may become too large to be sustained by their environment or resources in the long term. The topic is usually discussed in the context of world population, though it may concern individual nations, regions, and cities. Since 1804, the global human population has increa...

 

2008 Washington Republican presidential caucuses and primary ← 2004 February 9, 2008 (2008-02-09) (caucus)February 19, 2008 (primary) 2012 → ← WIOH →   Candidate John McCain Mike Huckabee Party Republican Republican Home state Arizona Arkansas Delegate count 16 8 Popular vote 3,228/262,304 2,959/127,657 Percentage 25.9%/49.50% 23.52%/24.09%   Candidate Ron Paul Mitt Romney Party Republican Republican Home ...

Structure of the brain stem For the film, see Medulla Oblongata (film). For other uses, see Medulla (disambiguation). This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Medulla oblongata – news · newspapers · books · scholar · JSTOR (October 2010) (Learn how and when to remove this template message) Medulla obl...

 

Koordinat: 48°55′05″N 2°17′01″E / 48.91806°N 2.28361°E / 48.91806; 2.28361 Asnières-sur-SeineNegaraPrancisArondisemenNanterreKode INSEE/pos92004 /  Asnières-sur-Seine (IPA: [anjɛʁ]) merupakan sebuah komune di pinggiran baratlaut Paris, Prancis. Terletak 7.9 km (4.9 mil) dari pusat kota Paris. Merupakan salah satu kotamadya terpadat di Eropa. Nama Asnières-sur-Seine sebenarnya hanya bernama Asnières. Nama Asnières tercatat untuk pertama...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!