პეტერ ჰანდკე (გერმანული წარმოთქმა: [ˈhantkə]; დ. 1942 წლის 6 დეკემბერი) — ავსტრიელი რომანისტი, დრამატურგი, მთარგმნელი, პოეტი, კინორეჟისორი და სცენარისტი. 2019 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „გავლენიანი შემოქმედებისთვის, რომელიც ლინგვისტური გამჭრიახობით ადამიანის გამოცდილების პერიფერიებსა და სპეციფიკას იკვლევს.“[3] მიუხედავად იმისა, რომ ჰანდკეს ღირსეულ ლაურეატად აფასებდნენ, საერთაშორისო დონეზე მისთვის პრემიის მინიჭება დაგმო არაერთმა საჯარო ფიგურამ და აკადემიკოსმა ინტელექტუალმა, მწერალმა თუ ჟურნალისტმა, რისი მიზეზიც ჰანდკეს მიერ სლობოდან მილოშევიჩის მხარდაჭერა იყო.
ჰანდკეს რომანები ძირითადად უკიდურესად ობიექტური ხასიათისაა, მათში ავტორი ექსტრემალურ სიტუაციაში მყოფი პერსონაჟების მდგომარეობას უემოციოდ, აუღელვებლად აღწერს. მწერლის შემოქმედების წამყვანი თემა ყოველდღიური რეალობის და რაციონალური წესრიგის გამანადგურებელი ეფექტები და ძირეული ირაციონალიზმია.[4]
1960-იანი წლების ბოლოს, ჰანდკემ, როგორც ავანგარდული დაჯგუფების წევრმა, აღიარება მოიპოვა პიესებით, მათ შორისაა საზოგადოების შეურაცხყოფა (1966). ჰანდკეს რომანებს შორის გამორჩეულია მეკარის შიში თერთმეტმეტრიანის მოლოდინში (1970). 1971 წელს დედამისის თვითმკვლელობის შემდეგ ჰანდკემ მისი ცხოვრება და ტრაგიკული აღსასრული ასახა მოთხრობაში უსურვილო უბედურება (1972).
ჰანდკე იყო Grazer Gruppe-ის, Grazer Autorenversammlung-ის წევრი და ფრანკფურტის ავტორთა საგამომცემლო სახლის თანადამფუძნებელი. ჰანდკე მუშაობდა რეჟისორ ვიმ ვენდერსთან ერთად, მათი თანამშრომლობით შეიქმნა ფილმის — ბერლინის ცა — სცენარი (1987).
ჰანდკე XX საუკუნის II ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ორიგინალური გერმანულენოვანი ავტორია.[6][7]
ცხოვრება
ადრეული ცხოვრება და ოჯახი
ჰანდკე დაიბადა გრიფენში, ნაცისტურ გერმანიის (დღეს ავსტრიის) პროვინცია გაუ კართინაში.[6] მაამმისი, ერიკ შჩონმენიბანკირი და ვერმახტის ჯარისკაცი იყო, რომელსაც პეტერი ზრდასრულობამდე არ შეხვედრია. დედამისი მარია, კართინიელი სლოვენი, დაქორწინდა ბრუნო ჰანდკზე, ტრამვაის მემანქანესა და ვერმახტის ჯარისკაცზე ბერლინიდან, პეტერის დაბადებამდე.[8] ოჯახი ცხოვრობდა ბერლინისპანკოვის რაიონში 1944-1948 წლებში, რომელიც შემდგომში საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ იყო. მარია ჰანდკეს აქ კიდევ ორი შვილი ეყოლა: პეტერის ნახევარდა და ნახევარძმა. ოჯახი შემდგომში დედამისის ქალაქ გრიფენში დაბრუნდა. პეტერის მიმართ მამამთილი ძალზედ ძალადობრივი იყო, ალკოჰოლიზმის დამსახურებით.[8] ჰანდეს გარემოცვამ განაპირობა მისი განსაკუთრებული დამოკიდებულობა შეზღუდვების მიმართ.
2019 წლის ნოემბრის ოფიციალურმა გამოძიებამ დაამტკიცა რომ ჰანდკემ შეიძლება დაკარგა ავსტრიის მოქალაქეობა, როდესაც იუგოსლავიის პასპორტი და მოქალაქეობა მიიღო 1990-იანი წლების ბოლოს.[16]
ჰანდეკემ სწავლა მიატოვა 1965 წელს,[6] მას შედეგ რაც გერმანულმა გამომცემლობა შუკრამ ვერლაგმა გამოსაცემად მიიღო მისი რომანი Die Hornissen (ჰორნეტები).[18] ჰანდკემ საერთაშორისო ყურადღება 1966 წლის ჯგუფი 47-ის ავანტგარდი ხელოვნების შეხვედრისას, პრინცტონ, ნიუ-ჯერსიში მიიპყრო.[19] ამავე წელს, მისი პიესა საზოგადოების შეურაწყოფა დაიდგა ფრანკფურტის კოშკის თეატრში, კლაუს პეიმანის ხელმძღვანებლობით.[18][19] ჰანდკე გახდა გამომცემლობა გერმ.Verlag der Autoren (ავტორთა გამომცემლობა)-ის თანადამფუძლენებილი 1969 წელს ახალი კომერციული კონცეპტით, რადგანაც იგი მწერლებს ეკუთვნოდა.[20] ის ასევე იყო გრაცერის ავტორთა კრების თანადამფუძნებელი 1973 წელს[21] და მისი წევრი იყო 1977 წლამდე.[10]
ჰანდკეს პირველი პიესა საზოგადოების შეურაწყოფა, რომლის პრემიერაც 1966 წელს ფრანკფურტში შედგა და ჰანდკე ცნობილი გახადა,[19] იყო ერთ-ერთი ექსპერიმენტული პიესა კონვენციური ისტორიის გარეშე.[6] მის მეორე პიესა კასპერში, ჰანდკე კასპერ ჰაუსერის ისტორიას მოექცა როგორც „კონფორმისტურლი სოციალური ზეწოლის ალეგორია“.[19]
ხედვები
1996 წელს, ჰანკეს მოგხაურობის ლიტერატურა Eine winterliche Reise zu den Flüssen Donau, Save, Morawa und Drina oder Gerechtigkeit für Serbien-მა (მოგზაურობა მდინარეებისაკენ: სამართლიანობა სერბეთისათვის) შექმნა სკანდალი, რადგანაც ნაწარმოებში სერბეთი წარმოდგენილი იყო იუგოსლავიის ომების მსხვერპლი. ამავე ნაწარმოებში ჰანდკემ დასავლური მედია გააკრიტიკა ომის გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების არასწორად წარმოდგენისათვის.[22]