დეკლარაციის მიღების დროს, პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის არ აკონტროლებდა ტერიტორიას, რომელზეც პრეტენზიას აცხადებდა.[5] სახელმწიფოს დედაქალაქად გამოცხადდა იერუსალიმი[6], რომელიც 1976 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ კონტროლდებოდა ისრაელის მიერ და 1980 წლიდან აღიარებული იყო ისრაელის დედაქალაქად.
1974 წლის 28 ოქტომბერს რაბათში ჩატარებული არაბული ლიგის სამიტმა პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციას დაუთმო ადგილი, როგორც "პალესტინელი ხალხის ერთადერთი ლეგიტიმურ წარმომადგენელს და დაუდასტურა მხარდაჭერა პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაში " [7]
გამოცხადებული პალესტინის საზღვრები არ არის მითითებული. სახელმწიფოს მოსახლეობისადმი მითითებულია შემდეგი განცხადება: ”პალესტინის სახელმწიფო არის პალესტინელების სახელმწიფო, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი”. სახელმწიფო განისაზღვრება, როგორც არაბული სახელმწიფო: "პალესტინის სახელმწიფო არის არაბული სახელმწიფო, არაბი ერის შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი".
დეკლარაციის გამოცხადების შედეგები
დეკლარაციის მიღებას მოჰყვა პალესტინის ეროვნული საბჭოს წინადადება მრავალმხრივი მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც ეფუძნება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 242 რეზოლუციას.. მოგვიანებით ამ წინადადებას "ისტორიული კომპრომისი" უწოდეს, რადგან იგი გულისხმობდა "ორი სახელმწიფოს" მიღებას, კერძოდ, ის აღარ აყენებდა ეჭვქვეშ ისრაელის სახელმწიფოს ლეგიტიმურობას.[9]პალესტინის დამოუკიდებლობის სსაბჭოს პოლიტიკურ რეზოლუციას თან ახლდა განცხადება, რომლის მიხედვით ისრაელს ევალებოდა ჯარის გაყვანა მხოლოდ "იერუსალიმისარაბული ნაწილიდან" და სხვა "არაბული ტერიტორიებიდან". იასირ არაფატის განცხადებები ერთი თვის შემდეგ ჟენევაში[10][11]შეერთებულმა შტატებმა მიიჩნია საკმარისად დეკლარაციაში გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ღია დიალოგის დასაწყისად. [12]
↑Tom Lansford, Political Handbook of The World., p. 1628. CQ Press, March 2014.
"On April 2, 1989, the PLO's Central Council unanimously elected Arafat president of the self-proclaimed Palestinian state and designated Faruk Qaddumi as foreign minister
↑Madiha Rashid al Madfai, Jordan, the United States and the Middle East Peace Process, 1974—1991, Cambridge Middle East Library, Cambridge University Press (1993). ISBN0521415233.[მკვდარი ბმული] p 21.