ომარ გოგიაშვილი |
---|
დაბადების სახელი |
ომარ გოგიაშვილი |
---|
დაბადების თარიღი |
22 ოქტომბერი, 1941 (1941-10-22) (83 წლის) თბილისი |
---|
ეროვნება |
ქართველი |
---|
საქმიანობა |
პოლიტიკის მეცნიერი |
---|
მეუღლე(ები) |
მანანა შიხაშვილი |
ომარ გიორგის ძე გოგიაშვილი (დ. 22 ოქტომბერი, 1941, თბილისი) — ქართველი პოლიტიკის მეცნიერი; ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი (1987), პროფესორი (1988), საქართველოს განათლების აკადემიის წევრი და დამფუძნებელი (1996).
ბიოგრაფია
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1964 წელს. 1964-1973 წლებში ეწეოდა კომკავშირულ საქმიანობას; 1973 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1975-1979 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრის გამგე; 1998-2006 წლებში მეცნიერებათა კვლევის ცენტრის დირექტორი; 1984-2005 წლებში საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის რექტორი; 2007-2009 წლებში ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი; 2009 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის პროფესორი; იკვლევს შრომის ორგანიზაციის, სოციალურ, პოლიტიკისა და ქართული პოლიტიკის მეცნიერების აზროვნების საკითხებს.
ბიბლიოგრაფია
- ქართული სახელმწიფოს იდეოლოგები : ილია ჭავჭავაძე და ივანე ჯავახიშვილი (ავტორი). - თბილისი, სახ. უნ-ტის გამ-ბა, 2002.
- პოლიტოლოგია (თანაავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2001.
- ივანე ჯავახიშვილი და ახალი ქართული სახელმწიფოებრიობა : პოლიტოლოგიური ძიებანი (თანაავტორი). - თბილისი, "სამშობლოს" სტ., 1998.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| აკადემიკოსები | |
---|
| წევრ-კორესპონდენტები | |
---|
| საპატიო წევრები | |
---|
| პრეზიდენტი | |
---|
| ვიცე-პრეზიდენტი | |
---|
|
გარდაცვლილი აკადემიკოსები |
---|
| |
| | |
|