უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ოდესის არქეოლოგიური მუზეუმი — უძველესი არქეოლოგიური მუზეუმი უკრაინაში, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის, ფილოსოფიის და სამართლის დეპარტამენტის კვლევითი ინსტიტუტი, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამხრეთ კვლევითი ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნაწილი.
მუზეუმის ისტორია
დაარსდა 1825 წელს, როგორც „ოდესის სიძველეების მუზეუმი“ ივანე პავლეს ძე ბლარამბერგის მიერ. მის განვითარებას ხელი შეუწყო 1839 წელს დაარსებულმა ოდესის ისტორიისა და სიძველეების იმპერიულმა საზოგადოებამ, რომელსაც რუსეთის იმპერიის სამხრეთში გათხრების ჩატარების უფლება ჰქონდა.
ხელმძღვანელობა
მუზეუმის პირველი დირექტორი იყო ივანე პავლეს ძე ბლარამბერგი[1][2].
1913-1919 წლებში მუზეუმს ხელმძღვანელობდა ბორის ვასილის ძე ვარნეკე, 1930-1932 წლებში მიხაილო ბოლტენკო, 1936-1937 წლებში — ტიხონ ვნუკოვი, 1959-1961 წლებში — მოსე სინიცინი.
საგამოფენო აქტივობა
მუზეუმის მთავარ ფონდს წარმოადგენს ჩრდილოეთ შავი ზღვის სანაპიროს უძველესი ისტორიული ექსპონატების უდიდესი კოლექცია. აქ ინახება სამხრეთ უკრაინის უძველესი ისტორიის 170 ათასზე მეტი არქეოლოგიური ნიმუში ქვის ხანიდანშუა საუკუნეებამდე, მათ შორის 55 ათასი მონეტა — ძველეგვიპტური ძეგლების ერთადერთი კოლექცია უკრაინაში, უძველესი იშვიათობების უდიდესი კოლექცია ქვეყანაში.
ექსპოზიცია განთავსებულია 10 დარბაზში, 1883 წელს სპეციალურად საჯარო ბიბლიოთეკისთვის აშენებული შენობის 2 სართულზე. უძველესი ქანდაკების საუკეთესო ნიმუშები გამოფენილია შენობის ფოიეში. პირველ ორ დარბაზში გამოფენილია მასალები, რომლებიც მოიცავს პერიოდს ადამიანის გაჩენიდან ძვ. წ. II ათასწლეულამდე. განსაკუთრებით საინტერესოა აღმოჩენები გუმელნიცის, ტრიპოლიეს, უსატოვოს კულტურების დასახლებებიდან და სამარხებიდან, ბრინჯაოს ხანის სამარხები და საგანძურები, როგორიცაა მაგ. ანტონივკის საგანძური.
შავი ზღვის სანაპიროს სტეპებში იმ დროს მცხოვრები სკვითური ტომების კულტურა წარმოდგენილია დასახლებებისა და სამარხების მასალებით, იარაღით, ბრინჯაოს ქვაბებით და სხვა ჭურჭლითა და სამკაულებით. I ათასწლეულის დასაწყისისთვის სკვითები სარმატებმა შეავიწროვეს, ხოლო III-IV საუკუნეებში ჩამოყალიბდა ტომების გაერთიანება, რომლებიც წარმოდგენილია ჩერნიახოვსკის კულტურის ობიექტებით. IX-XI საუკუნეების პერიოდი აისახება ექსპონატებში, რომლებიც წარმოდგენილია კიევის რუსეთის, ბელგოროდის, ფეოდოსიისა და კუნძულ ბერეზანის დასახლებებიდან და ქალაქებიდან.
მუზეუმის „ოქროს ფონდში" გამოფენილია ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული ნამდვილი ნივთები, რომელთაგან უძველესი თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე II ათასწლეულის დასაწყისით. ყურადღებას იპყრობს სკვითური და სარმატული სამარხების დეკორაციები, შუა საუკუნეების მომთაბარეების სამარხები, სლავური ხელოვნების ნიმუშები, ძვ.წ. XV-XIII საუკუნეების უნიკალური, ორყურიანი ოქროს ვაზა.
ეგვიპტური ექსპონატების კოლექცია — სიდიდით მესამეა ყოფილ სსრკ-ში. აქ საინტერესოა ხის და ქვის სარკოფაგები, დაკრძალვის ცერემონიისთვის საჭირო ჭურჭელი, ქვის ფილები და პაპირუსის ფრაგმენტები იეროგლიფებით.
2008 წელს, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის 2008 წლის 22 ოქტომბრის № 1345-რ განკარგულებით, მუზეუმის კოლექციას მიენიჭა „ეროვნული საგანძურის“ სტატუსი.
კვლევითი საქმიანობა
მუზეუმში არის სამეცნიერო ბიბლიოთეკა — 33 ათასი წიგნით და სარესტავრაციო ლაბორატორია.[3]
Л. Д. Федорова. Музей одеського товариства історії та старожитностей // Енциклопедія історії України : у 10 т. / редкол.: В. А. Смолій (голова) та ін. ; Інститут історії України НАН України. — К. : Наукова думка, 2010. — Т. 7 : Мл — О. — С. 111. — 728 с. : іл. — ISBN 978-966-00-1061-1.
С. Б. Охотніков. Одеський археологічний музей // Енциклопедія історії України : у 10 т. / редкол.: В. А. Смолій (голова) та ін. ; Інститут історії України НАН України. — К. : Наукова думка, 2010. — Т. 7 : Мл — О. — С. 544. — 728 с. : іл. — ISBN 978-966-00-1061-1.
С. Б. Охотніков. Одеський археологічний музей НАНУ // Енциклопедія сучасної України / ред. кол.: І. М. Дзюба [та ін.] ; НАН України, НТШ. — К. : Інститут енциклопедичних досліджень НАН України, 2022. — Т. 24 : О. — 944 с. — ISBN 978-966-02-9960-3.
Бойко-Гагарин А., Корпусова И. Монетно-вагові зливки гривні та їх тогочасні підробки з колекції Одеського археологічного музею // Записки отдела нумизматики и торевтики Одесского археологического музея. — № ІІІ. — Одесса: «Ибрис», 2017. — С. 120—132.
Бойко-Гагарін А. С., Кокоржицька Т. М. Орти Сигізмунда ІІІ Вази в колекції Одеського археологічного музею // Записки отдела нумизматики и торевтики Одесского археологического музея. — № ІІІ. — Одесса: «Ибрис», 2017. — С. 107—119.