2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის A ჯგუფის მატჩები 2018 წლის 14-დან 25 ივნისამდე პერიოდში გაიმართა.[1] ამ ჯგუფში წარმოდგენილნი იყვნენ რუსეთი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე და ურუგვაი. საუკეთესო შედეგის მქონე ორმა გუნდმა მერვედფინალში გააგრძელა ასპარეზობა.[2]
ნაკრებები
- შენიშვნები
ცხრილი
მერვედფინალში:
- A ჯგუფის გამარჯვებული შეხვდება B ჯგუფის მეორეადგილოსანს.
- A ჯგუფის მეორეადგილოსანი შეხვდება B ჯგუფის გამარჯვებულს.
მატჩები
ყველა მითითებული დრო ადგილობრივია.[1]
რუსეთი – საუდის არაბეთი
ეს ორი გუნდი მხოლოდ ერთხელ შეხვდა ერთმანეთს, 1993 წელს ამხანაგურ მატჩში, რომელიც საუდის არაბეთმა 4–2 მოიგო.[3]
ეგვიპტე – ურუგვაი
ეს ორი გუნდი მხოლოდ ერთხელ შეხვდა ერთმანეთს, 2006 წელს ამხანაგურ მატჩში, რომელიც ურუგვაიმ 2–0 მოიგო.[3]
რუსეთი – ეგვიპტე
ეს ორი გუნდი აქამდე ერთმანეთს არასდროს არ შეხვედრია.[10]
ურუგვაი – საუდის არაბეთი
ეს ორი გუნდი აქმდე ორჯერ შეხვდა ერთმანეთს. ბოლო ამხანაგური მატჩი 2014 წელს გაიმართა და ანგარიშით 1–1 დასრულდა.[14]
ურუგვაი – რუსეთი
ეს ორი გუნდი ერთმანეთს უკანასკნელად 2012 წელს გამართულ ამხანაგურ მატჩში შეხვდა, რომელიც 1–1 დასრულდა. როგორც საბჭოთა კავშირის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, შვიდი მატჩი გამართა, აქედან ორი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე, ერთი 1962 წელს ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც საბჭოთა კავშირმა 2–1 მოიგო, ხოლო მეორე 1970 წელს მეოთხედფინალში, ურუგვაიმ 1–0 მოიგო.[14]
საუდის არაბეთი – ეგვიპტე
ეს ორი გუნდი ერთმანეთს ექვსჯერ შეხვდა, ბოლო მატჩი 2007 წელს პან-არაბული თამაშების დროს შედგა, მატჩი ეგვიპტის გამარჯვებით 2–1 დასრულდა.[3]
სქოლიო
ინტერნეტ-რესურსები
თარგი:მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2018: ფინალისტები