მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2018 — ფიფა-სმსოფლიო თასის 21-ე გათამაშება, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ჩატარდა. ტურნირის ფინალური ეტაპი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გრძელდებოდა და მასში 32 ეროვნული ნაკრები მონაწილეობდა. 2018 წლის ჩემპიონატი აღმოსავლეთ ევროპაში ჩატარებული პირველი მუნდიალი იყო.
ადგილი
სტადიონები
ფიფას მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისთვის რუსეთის 11 ქალაქში 12 სტადიონი აშენდა ან განახლდა.
სამარა: სამარა არენა (ადგილების რაოდენობა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას: 45,000). მშენებლობა ოფიციალურად 2014 წლის21 ივლისს დაიწყო. პროექტი 2018 წლის21 აპრილს დასრულდა.
ნიჟნი-ნოვგოროდი: ნიჟნი-ნოვგოროდის სტადიონი (ადგილების რაოდენობა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას: 45,000). ნიჟნი-ნოვგოროდის სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. პროექტი 2017 წლის დეკემბერში დასრულდა.[1]
ვოლგოგრადი: ვოლგოგრად არენა (ადგილების რაოდენობა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას: 45,000). ვოლგოგრადის მთავარი არენა დანგრეული ცენტრალური სტადიონის ადგილას აშენდა, მამაის ყორღანის მემორიალური კომპლექსის ძირში. სტადიონი 2018 წლის 3 აპრილს გაიხსნა.[2]
ეკატერინბურგი: ეკატერინბურგ არენა (ადგილების რაოდენობა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას: 35,000). ეკატერინბურგის ცენტრალური სტადიონი ფიფას მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისთვის განახლდა. განახლებული არენა 35 000 მაყურებელზეა გათვლილი. სტადიონის განახლება 2017 წლის დეკემბერში დასრულდა.
სარანსკი: მორდოვია არენა (ადგილების რაოდენობა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას: 44,000). სრანასკის სტადიონის მშნებლობა 2012 წელს დაიწყო და მისი გახსნა სრულიად რუსეთის სპარტაკიადისთვის იგეგმებოდა, მაგრამ გეგმები გადაიხედა. გახსნის თარიღმა 2017 წლისთვის გადაიწია. არენა პირველ მატჩს 2018 წლის 21 აპრილს უმასპინძლებს.
დონის როსტოვი: როსტოვ არენა (ადგილების რაოდენობა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას: 45,000). სტადიონი მდინარე დონის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. სტადიონის მშენებლობა 2017 წლის 22 დეკემბერს დასრულდა.
კალინინგრადი: კალინინგრადის სტადიონი (ადგილების რაოდენობა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას: 35,000). მშენებლობა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო. 2018 წლის 11 აპრილს ახალი სტადიონი თავის პირველ მატჩს უმასპინძლებს.
ყაზანი: ყაზან არენა (ადგილების რაოდენობა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას: 45,000). სტადიონი 2013 წლის ზაფხულის უნივერსიადისთვის აშენდა. მას შემდეგ მან 2015 წლის საწყალოსნო სპორტის ჩემპიონატსა და 2017 წლის ფიფას კონფედერაციის თასს უმასპინძლა. სტადიონი არის ყაზანის რუბინის საშინაო არენა.
მოსკოვი: სპარტაკის სტადიონი (ადგილების რაოდენობა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას: 45,000). სტადიონი არის მისი სეხნია მოსკოვის სპარტაკის საშიანო არენა. ფიფას მოთხოვნების შესაბამისად, 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობისას სტადიონს ოტკრიტიე არენას ნაცვლად, სპარტაკის სტადიონი ერქმევა. სტადიონმა თავის პირველ მატჩს 2014 წლის 5 სექტემბერს უმასპინძლა.
სოჭი: ფიშტის სტადიონი (ადგილების რაოდენობა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას: 45,000). სტადიონი არის ერთ-ერთი იმ 22 არენიდან რომლებმაც თავისი ისტორიის მანძილზე ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიებს უმასპინძლეს. სოჭი 2014-ის შემდეგ, არენა 2017 წლის ფიფას კონფედერაციის თასისა და 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისათვის განახლდა.
სანქტ-პეტერბურგი: სანქტ-პეტერბურგის სტადიონი (ადგილების რაოდენობა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას: 67,000). სტადიონის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო. პროექტი ოფიციალურად 2016 წლის 29 დეკემბერს დასრულდა.[3] სტადიონმა უმასპინძა 2017 წლის ფიფას კონფედერაციის თასს და ასევე უმასპინძლებს 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატსა და 2020 წლის უეფა-ს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს.
მოსკოვი: ლუჟნიკის სტადიონი (ადგილების რაოდენობა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას: 80,000). ქვეყნის უდიდესი სტადიონი განახლებისთვის 2013 წელს დაიხურა. სტადიონის რეკონსტრუქცია 2017 წლის ნოემბერში დასრულდა.
საბაზო ბანაკები გამოიყენება ჩემპიონატის მონაწილე 32 ნაკრები გუნდის მიერ დასასვენებლად და სავარჯიშოდ. 2018 წლის 9 თებერვალს ფიფამ თითოეული ნაკრების საბაზო ბანაკი გამოაცხადა.[4]