მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2002-ის ფინალი გაიმართა 2002 წლის 30 ივნისს, იოკოჰამაში, საერთაშორისო სტადიონზე. ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა დაამარცხა გერმანიის ეროვნული ნაკრები, ანგარიშით 2-0. ორივე გოლი გაიტანა ტურნირის ბომბარდირმა რონალდომ, რითაც მან ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის მეხუთე ტიტული მოუპოვა. ეს ამ გუნდების პირველი მატჩი იყო მსოფლიო ჩემპიონატებზე.
ბრაზილიამ მოიგო ჩემპიონატის შვიდივე მატჩი დამატებითი დროსა და პენალტების სერიის გარეშე, რაც მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდია. გერმანიამ წააგო მეოთხე ფინალური მატჩი, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. ამავე დროს, ეს მატჩი იყო ზედიზედ მესამე ფინალი ბრაზილიელი კაფუსთვის, რომელმაც ითამაშა 1994 წლისა და 1998 წლის ფინალებში, რაც მსოფლიო რეკორდია.
გზა ფინალამდე
ორივე გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა საკუთარ ჯგუფებში. გერმანიამ მშრალად მოიგო პლეი-ოფის ეტაპი, ბრაზილია კი ამ ეტაპზე გაუშვა მხოლოდ ერთი გოლი ინგლისისგან.
გერმანია
ჩემპიონატის დაწყებამდე გერმანიას დააკლდა რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმის გამო. მათ შორის იყო გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი სებასტიან დაისლერი, რომელმაც ავსტრიასთან ამხანაგური მატჩის დროს მიიღო მუხლის ტრავმა. [1] ამავე მიზეზით დააკლდნენ ნაკრებს მველები იენს ნოვოტნი, კრისტიან ვერნსი და ნახევარმცველი მეჰმეთ შოლი.[1]
გერმანია მოხვდა ჯგუფში ირლანდიის ნაკრებთან და დაბალრეიტინგიან საუდის არაბეთის და კამერუნის ნაკრებებთან.[2] გერმანია არ მოიაზრებოდა ტურნირის ფავორიტებს შორის ევრო 2000-ს ჩაგდების შემდეგ.
გერმანიამ მოიგო პირველივე მატჩი საუდის არაბეთის წინააღმდეგ 8-0. მიროსლავ კლოზემ შეასრულა ჰეტ-თრიკი. გერმენელთაგან ექვსმა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი.[3] მეორე მატჩში ირლანდიის წინააღმდეგ გერმანია იგებდა 1-0-ს მთელი მატჩის განმავლობაში, მაგრამ ირლანდიელმა რობი კინმა გაათანაბრა მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე.[4]გერმანიას სჭირდებოდა გამარჯვება მესამე მატჩში ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად. გერმანიამ მარტივად მოიგო 2-0 და კლოზემ გაიტანა მეხუთე გოლი ტურნირზე.[5] გერმანიამ დაიკავა პირველი ადგილი 7 ქულით[2]
მერვედფინალში გერმანია შეხვდა პარაგვაის ნაკრებს, რომელიც გავიდა მეორე ადგილზე B ჯგუფში. მატჩის ერთადერთი გოლი გაიატანა ოლივერ ნოივილმა 88-ე წუთზე.[6] მეოთხედფინალში გერმანია შეხვდა აშშ-ის ნაკრებს. მატჩის ერთადერთო გოლი 38-ე წუთზე გაიტანა მიხაელ ბალაკმა[7] ნახევარფინალში გერმანიას დაუპირისპირდა ტურნირის თანამასპინძელი სამხრეთ კორეის ნაკრები. მატჩის 71-ე წუთზე ბალაკმა მიიღო ტურნირზე მეორე ყვითელი ბარათი და შესაბამისად, დისკვალიფიკაცია შემდეგ მატჩში.[8] ოთხი წუთის შემდეგ მანვე გაიატანა გამარჯვების გოლი და გერმანია გავიდა ფინალში.[8]
ბრაზილია
წინა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიამ მიაღწია ფინალამდე, მაგრამ დამარცხდა საფრანგეთის ნაკრებთან 0-3. 2002 წლის ჩემპიონატზე გუნდს უკვე ახალი მწვრთნელი ჰყავდა ლუიშ ფელიპე სკოლარის სახით. სკოლარი ნაკრებს უფრო აგრესიული სტილით ათამაშებდა, რაც განსხვავდებოდა ბრაზილიის ნაკრების წინა წლების დახვეწილი სტილისგან. ნახევარმცველმა ჟუნინიო პაულისტამ ჩემპიონატის დაწყებამდე ინტერვიუში განაცხადა რომ გუნდიცა და გულშემატკივარიც პესიმისტურად იყო განწყობილი მომავალი ჩემპიონატის მიმართ.[9]
ბრაზილიამ პირველივე მატჩში თურქეთის ნაკრებთან პირველმა გაუშვა გოლი. პირველი ტაიმი თურქეთმა ჰასან შაშის გოლით მოიგო.[10]რონალდომ გაათანაბრა 50-ე წუთზე. 86-ე წუთზე საჯარი მო მოედანში ლუიზაოს წაქცევისთვის ალფაი ოზალანი გააძევეს, ხოლო რივალდომ გაიტანა პენალტი.[10] ბრაზილიამ გაცილებით მარტივად მოიგო მეორე მატჩი ჩინეთის წინააღმდეგ 4-0. გოლები გაიტანეს რობერტო კარლოსმა, რივალდომ, რონალდინიომ და რონალდომ. ამათგან სამი გოლი პირველივე ტაიმში გავიდა.[11] ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ბრაზილიამ 5-2 დაამარცხა კოსტა-რიკა. რონალდომ გაიტანა დუბლი.[12] ბრაზილიამ დაიკავა პირველი ადგილი 9 ქულით და 11 გატანილი გოლით.
მერვეფინალში ბრაზილია შეხვდა H ჯგუფის მეორეადგილოსან ბელგიას და დაამარცხა ის 2-0. გოლები გაიტანეს რივალდომ 67-ე და რონალდომ 87-ე წუთებზე.[12] მეოთხედფინალში ინგლისის წინააღმდეგ ბრაზილიამ მიიღო ადრეული გოლი მაიკლ ოუენისგან 23-ე წუთზე.[13] რივალდომ პირველივე ტაიმში გაათანაბრა, მეორე ტაიმში კი რონალდინიომ დააწინაურა ბრაზილია. მანვე გოლიდან შვიდ წუთში მიიღო წითელი ბარათი. ბრაზილიამ მოახერხა ანგარიშის შენარჩუნება. ნახევარფინალში ბრაზილიის მეტოქე კვლავ თურქეთი იყო. მეორე ტაიმის დასაწყისშივე რონალდომ გაიტანა მატჩის ერთადერთი გოლი.
დეტალები
სტატისტიკა
საერთო[14]
სტატისტიკა
|
გერმანია
|
ბრაზილია
|
გოლი |
0 |
2
|
დარტყმა |
12 |
9
|
დარტყმა კარში |
4 |
7
|
ბურთის ფლობა |
56% |
44%
|
კუთხური |
13 |
3
|
ჯარიმა |
21 |
19
|
თამაშგარე |
1 |
0
|
ყვითელი ბარათი |
1 |
1
|
მეორე ყვითელი ბარათი |
0 |
0
|
წითელი ბარათი |
0 |
0
|
მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული
|
ბრაზილია მეხუთე წოდება
|
სქოლიო