მორდვეთის ტურიზმი

მორდვეთის ტურიზმირუსეთის ტურიზმის ნაწილი მორდვეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

რესპუბლიკაში ტურიზმის მართვას ხელმძღვანელობდა მორდვეთის რესპუბლიკის სპორტის, ფიზიკური კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო, [1]შემდეგ —მორდვეთის რესპუბლიკის კულტურის, ეროვნული პოლიტიკის, ტურიზმისა და საარქივო საქმეთა სამინისტრო.

ტურიზმის განვითარების ისტორია მორდვეთში

2014 წელს მორდვეთში შემუშავდა საინვესტიციო პროექტი, „ჩემპიონთა ქალაქი“ სარანსკში ტურისტული და რეკრეაციული კლასტერის შესაქმნელად. პროექტი პერსპექტიულად აღიარა ტურიზმის ფედერალურმა სააგენტომ. შედეგად, იგი შეიტანეს ფედერალურ მიზნობრივ პროგრამაში — „შიდა და შემომავალი ტურიზმის განვითარება რუსეთის ფედერაციაში“. რესპუბლიკაში შიდა ტურიზმის განვითარების, ეროვნული ტურისტული პროდუქტის პოპულარიზაციისა და ტურიზმის სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეიქმნა მორდვეთის ტურისტული საინფორმაციო პორტალი და რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო ჟურნალ Status-თან ერთად. ამოქმედდა პროექტი სახელწოდებით Go to Mordovia („წადი მორდოვიაში“), რომელიც გულისხმობდა რეპორტაჟების სერიის მომზადებას მორდვეთის რეგიონების ტურისტული პოტენციალის შესახებ. [2]

2016 წელს სარანსკი შევიდა რეგიონთაშორისი „დიდი ვოლგის“ მარშრუტში რომელიც განვითარდა ვოლგის ფედერალური ოლქის შემადგენლობაში შემავალი ყველა რეგიონის, რესპუბლიკისა და ტერიტორიის მახასიათებლების გათვალისწინებით და ისტორიული და კულტურული გამდიდრების მიზნით. ამ მარშრუტის ფარგლებში, სარანსკში ყოფნისას ტურისტებს საშუალება ექნებათ მოინახულონ თეოდორე უშაკოვის ტაძარი, ს. ერიზის სახელობის მორდვეთის სახვითი ხელოვნების რესპუბლიკური მუზეუმი, მაკაროვსკის მონასტერი და დააგემოვნონ ეროვნული სამზარეულოს კერძები. [3] 2016 წელს სარანსკმა მე-18 ადგილი დაიკავა 2015 წელს ყველაზე იაფი ტურისტული ადგილების რეიტინგში რუსეთში. რეიტინგი შედგენილია Travel.ru სერვისის მიერ. მისი შედგენისას ექსპერტები ეყრდნობოდნენ სასტუმროებისა და აპარტამენტების დაჯავშნის მონაცემებს 2015 წლის 1 თებერვლიდან 31 დეკემბრის ჩათვლით რუსეთის ას ყველაზე პოპულარულ ქალაქსა და კურორტზე ჯავშნების რაოდენობის მიხედვით. [4]

2017 წელს, კონკურსის „მორდვეთის რესპუბლიკის ტურისტული სუვენირის“ შედეგების შეჯამების ფარგლებში, ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მიერ კულტურის, ეროვნული პოლიტიკის, ტურიზმისა და საარქივო საქმეების სამინისტროსთან ერთად წარმოადგინეს სარანსკისა და მორდვეთის ახალი ტურისტული რუკა, რომელიც შეიქმნა რეგიონის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს შორის უფასო გავრცელების და ძირითად ტურისტულ ობიექტებზე, კოლექტიური განსახლების ადგილებში, კვების დაწესებულებებში, რკინიგზისა და ავტობუსის სადგურებში, აეროპორტებში, მუზეუმებში, ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში განთავსების მიზნით. [5]

სარანსკი 2018 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი იყო. მატჩების ჩასატარებლად აშენდა 45 000 ადგილიანი სტადიონი Mordovia Arena, რომელიც ჩემპიონატის შემდეგ გადაკეთდა 26 000 ადგილიან სტადიონად და სპორტულ და კულტურულ ცენტრად, სადაც განთავსდა მაღაზიები, სუპერმარკეტები, რესტორნები, ჩოგბურთის კორტები, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნები. ქალაქის ცენტრში, მდინარე სარანკას სანაპიროზე აშენდა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე განთავსებული იყო 22 ტურისტული საინფორმაციო მაგიდა. იქ გულშემატკივრებს შეეძლოთ მიეღოთ ინფორმაცია ტრანსპორტის მუშაობის, კულტურული პროგრამისა და FIFA Fan Fest-ის განრიგის შესახებ.

მორდვეთის ტურიზმის სახეობები

ღონისძიებების ტურიზმი

მორდვეთის რესპუბლიკაში ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა დონის მრავალი ღონისძიება, დაწყებული სოფლის ფოლკლორული ფესტივალებიდან ცნობილ საერთაშორისო ფესტივალებამდე: რუსული დრამატული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი „თანამემამულეები“, ხალხური ხელოვნების ფესტივალი „შუმბრატი მორდოვია!“ ეროვნული ფოლკლორის ფესტივალები „აქშა კელუ“ და „რასკენ ოზქსი“ და მრავალი სხვა. [6]

ერზიის ტრადიციული დღესასწაული „რასკენ ოზქსი“ აღდგა 1999 წელს, როგორც ეთნიკური კულტურის ფესტივალი და მას შემდეგ ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება მორდვეთის ბოლშეიგნატოვსკის რაიონის სოფელ ჩუკალის მახლობლად. მორდვეთის რესპუბლიკის მეთაურის ბრძანებულებით (დათარიღებული 2004 წლის 17 ივნისი No. 80-UG), რასკენ ოზქსი, აკშა კელუსთან, ველენ ოზკთან, საბანტუისთან და სლავური ლიტერატურისა და კულტურის დღესთან ერთად, შეტანილია მორდვეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ეროვნული ფოლკლორული დღესასწაულების ჩამონათვალში.

ეთნოკულტურული ტურიზმი

კოჩკუროვსკის რაიონის სოფელ პოდლესნაია ტავლაში არის MUK „ეთნოგრაფიული მუზეუმი „ვ. რომაშკინის სახელობის ეთნო-კუდო.“ მუსიკოსმა და ფოლკლორისტმა ვლადიმერ რომაშკინმა იყიდა პატარა სახლი სოფელ პოდლესნაია ტავლაში. სოფელი ცნობილია ერზიული ხეზე კვეთის ტრადიციით. პოპულარობის მოპოვების შემდეგ რომაშკინი ოცნებობდა სოფლის ეთნოტურისტულ მარშრუტზე და ავრცელებდა ინფორმაციას ტავლინელი ოსტატების მოღვაწეობის შესახებ. მფლობელის სტუმართმოყვარეობის წყალობით, პოდლესნაია ტავლაში მდებარე სახლმა უმასპინძლა საერთაშორისო ფინო-უგრიელ სტუმრებს ესტონეთიდან, უნგრეთიდან, ფინეთიდან, ასევე რუსეთის ფინო-უგრიელი ხალხის დელეგაციებს. ვლადიმერ რომაშკინის დახმარებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ერმეზმა ჩაატარა ხეზე მოჩუქურთმების პირველი რესპუბლიკური სემინარი, შემდეგ კი ფინო-უგრიელთა მერქნის პირველი საერთაშორისო სემინარი „Weisen undokst“ (რუს. „ერთიანი ფესვები“). რომაშკინის სახელობის სახლ-მუზეუმი „ეთნო-კუდო“. ვლადიმერ რომაშკინის ნივთებისა და ქონების ერთპიროვნული მფლობელია. იქ აგრეთვე თავმოყრილია ერზიელი ხალხის მატერიალური კულტურის კოლექციები: საყოფაცხოვრებო ნივთები,ჭურჭელი და ა.შ.

მუზეუმში შეიძლება არა მხლოდოდ საგნების ხელით შეხება, არამედ მათი დანიშნულებისამებრ გამოყენებაც.ფესტივალებისა და დღესასწაულების დროს, როდესაც სტუმრები ჩამოდიან, დიასახლისები ამზადებენ საჭმელს ღუმელში, აცხობენ პურს და ბლინებს. მსურველებს შეუძლიათ ღამე გაათიონ, ისაუბრონ მუზეუმის შემქმნელებთან, კურატორებთან და სოფლის მცხოვრებლებთან. მუზეუმი შედის „სულგამოს“ ტურისტულ მარშრუტში და გაიმარჯვა ნომინაციაში „ვოლგის ფედერალური ოლქის რეგიონთაშორისი ტურისტული მარშრუტის საუკეთესო განვითარება“. მონაწილეა მარშრუტის „ეთნიკური მორდვეთი.“

სახლ-მუზეუმი „ეთნო-კუდო“ ატარებს ექსკურსიებს რესპუბლიკის სკოლამდელი დაწესებულებებისა და სკოლებისთვის და მასპინძლობს როგორც კოლექტიურ, ისე ინდივიდუალურ სტუმრებს. იმართება შემდეგი ღონისძიებები: ერზიული და მოქშას სიმღერების რეგიონალური - ყოველწლიური ფოლკლორული ფესტივალი „თორამას ტერდი“ (რუს. „ტორამას ზარი“), 2016 წელს მე-5-ჯერ გაიმართა, იუმორისტული ფესტივალი „კულდორ-კალდორი“); ყრუ-მუნჯების საერთაშორისო - სპორტული ფესტივალი "Tyushtyan nalksemat" (13 მონაწილე სახელმწიფო), ფინო-ურიგური ხეზე მოჩუქურთმების საერთაშორისო სემინარი "Weisen undokst" , პარკის სკულპტურული ფესტივალი „კოი“ (რუს. „ტრადიცია“ ). სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულების „მორდოვიის რესპუბლიკის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის“ ინფორმაციით, 2016 წელს ეთნო-კუდოს სახლ-მუზეუმში ვიზიტების რაოდენობა 164%-ით გაიზარდა.

სოფელ სტარაია ტერიზმორგას ეროვნული კულტურის ცენტრში, ტურისტებს საშუალება აქვთ გაეცნონ მორდველი ხალხის ორიგინალურ კულტურას, ხოლო პოდლესნო-ტავლინსკაიას ექსპერიმენტულ ბავშვთა სამხატვრო სკოლაში მათ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ ხეზე კვეთის მასტერკლასში და სუვენირად წაიღონ „ფინურ-უგრული სამყაროს შვიდი საოცრება“ — ხის სათამაშო. [6]

რომაშკინის სახელობის მუზეუმი „ეთნო-კუდო“, სოფელ სტარაია ტერიზმორგასთან ერთად მორდვეთის რესპუბლიკის ეროვნული კულტურის ცენტრის ნაწილია.

მომლოცველთა ტურიზმი

სარანსკში არის თეოდორე უშაკოვის სახელობის ტაძარი, რომელიც ვოლგის რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი მართლმადიდებლური ეკლესია და მორდვეთის სავიზიტო ბარათია. მორდვეთის დასავლეთით, ტურისტებს შეუძლიათ მოინახულონ სანაქსარის ღვთისმშობლის მონასტერი, სადაც მდებარეობს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ადმირალ ფიოდორ უშაკოვის ნაწილები. სარანსკის ურბანული რაიონის ტერიტორიაზე არის მაკაროვსკის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მონასტრის ანსამბლი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მორდვეთის სულიერ და კულტურულ ცხოვრებაში. ამჟამად იგი წარმოადგენს უმთავრეს მომლოცველთა ცენტრს თვალწარმტაცი ტერიტორიით და 20-ზე მეტი ტაძრით, რომელსაც უწოდებენ „პატარა ათონს.“

ეკოლოგიური ტურიზმი

თემნიკოვსკის რაიონში მდინარე მოქშას მარჯვენა ნაპირზე,წიწვოვან-ფოთლოვანი ტყეების და ტყე-სტეპების ზონის საზღვარზე მდებარეობს პიოტრ  სმიდოვიჩის სახელობის მორდვეთის სახელმწიფო ნაკრძალი. 2013 წლის დეკემბრიდან მორდვეთის ნაკრძალი არის რუსეთის ტურისტული ოპერატორი, რომელიც სტუმრებს სთავაზობს ექსკურსიისა და საგანმანათლებლო ტურების რამდენიმე ვარიანტს, მათ შორის სპეციალურად აღჭურვილი ეკოლოგიური ბილიკების გასწვრივ. ასევე შეშაძლებელია სასტუმროს დაჯავშნა სახლებში ნაკრძალის კორდონებში. სოფელ პუშტაში მდებარეობს მორდვეტის სახელმწიფო ნაკრძალის ბუნების მუზეუმი, რომელიც შეიცავს ფლორისა და ფაუნის ნიმუშებს და ფოტოებს.

ნაკრძალში შემუშავებულია მთელი რიგი მარშრუტები: „გაიცანი მორდვეთის ნაკრძალი!“ ნაკრძალის ფლორისა და ფაუნის ტიპიური წარმომადგენლების და წყალსაცავების ეკოსისტემის გასაცნობად. ფუნქციონირებს დიდი სადამკვირვებლო მოედანი, სადაც სტუმრები გადაჰყავთ ნავით „წინაპრების გზით“ ძველი მორდოველების ლეგენდებისა და მითების გასაცნობად.

სოფლის ტურიზმი

2012 წელს, რუზაევსკის მუნიციპალური ოლქის მუნიციპალური ავტონომიური ინსტიტუტის „ახალგაზრდული პოლიტიკისა და ტურიზმის ცენტრის“ ბაზაზე აგროტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ასოციაციის ინიციატივით შეიქმნა სოფლის ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი რესპუბლიკური საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ მორდოვეთის კარ-მოდამო.“ 2013 წელს მოეწყო ტურისტული მარშრუტი სოფლებში შიშკეევო — სტრელეცკაია სლობოდა — ოგარევო, რომელიც მოქმედებდა როგორც სოფლის ტურიზმის საჩვენებელი ადგილი ამ მხარეში. სოფელ შიშკეევოში განვითარდა საექსკურსიო მარშრუტი აბატისის ხაზის გასწვრივ და აღდგა პურის გამოცხობის, თიხისგან სათამაშოებისა და კერძების შექმნის ტრადიციები.

2014 წელს შემუშავდა პროექტი მორდვეთის აგროტურისტული კლასტერის შესაქმნელად, რის შედეგადაც სამი სოფელი გაერთიანდა აგროტურისტულ მარშრუტად და დაიწყო ტურისტების მიღება. [7]

ლიტერატურა

  • Емельянова Н.А. Охраняемые природные территории республики Мордовия как объекты рекреации и туризма // Инженерные технологии и системы. — 2008. — № 1. — С. 150—153.რუს.
  • Емельянова Н. А., Жулина М. А., Карасев А. С. и др. Территориальная организация туризма в Республике Мордовия: моногр. / под общ. ред. М. А. Жулиной. Саранск : Изд-во Мордов. ун-та, 2017. 272 с.; რუს.
  • Туристско-рекреационный потенциал Республики Мордовия : учеб. / Н. А. Емельянова, М. А. Жулина, В. М. Кицис [и др.]; под общ. ред. М. А. Жулиной. Саранск : Изд-во Мордов. ун-та, 2017. 188 с. რუს.
  • Жулина М. А., Емельянова Н. А., Кусерова и др. Перспективные направления развития туризма в Республике Мордовия // Природно-социально-производственные системы регионов компактного проживания финно-угорских народов: сборник. -Саранск, 2012. — С. 55-63.რუს.
  • Жулина М. А. Аспекты формирования региональной программы развития туризма Республики Мордовия / М. А. Жулина, М. И. Фирстов, Н. Е. Нехаева // Вестник НИИ гуманитарных наук при Правительстве Республики Мордовия. — 2013. — № 2 (26). — С. 35-43. რუს.
  • Жулина М. А. Потенциал Республики Мордовия для создания этнических туров / М. А. Жулина, Ю. С. Терехова // Географические проблемы сбалансированного развития староосвоенных регионов. сб. научных ст. Междунар. научно.-практ. конф. — Брянск: Брянский гос. ун-т, 2012. — С 74-79. რუს.
  • Чугунова О. А. Формирование туристского образа Республики Мордовия в региональных средствах массовой информации // Природно-социально производственные системы регионов компактного проживания финно-угорских народов: межвуз. сб. науч. трудов. — Саранск: Изд-во Мордов. ун-та, 2012. — С. 85.რუს.
  • Республика Мордовия. Отдых и туризм: Проспект туристического агентства «Юнион». Саранск: Мордов. кн. изд-во, 2006. 44 с. რუს.

სქოლიო

  1. Государственное и муниципальное управление в сфере туризма : учебник / коллектив авторов; под общ. ред. Е. Л. Писаревского. — М. : Федеральное агентство по туризму, 2014. — 192 с.. ციტირების თარიღი: 2020-05-17
  2. В Мордовии продолжается активная работа над развитием туристического потенциала. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-13. ციტირების თარიღი: 2020-06-13
  3. Саранск стал участником «Великого Волжского пути». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-13. ციტირების თარიღი: 2020-06-13
  4. Саранск вошел в топ-20 самых экономичных городов России для путешественников!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-13. ციტირების თარიღი: 2020-06-13
  5. Создана первая бесплатная туристская карта Саранска и Мордовии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-13. ციტირების თარიღი: 2020-06-13
  6. 6.0 6.1 Федеральное Агентство по туризму. Мордовия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-18. ციტირების თარიღი: 2020-05-17
  7. Методическое пособие «Сельский туризм как средство развития сельских территорий» / Лебедева И. В., Копылова С. Л. — Москва: АНО «АРСИ», 2018. − 164 с.. ციტირების თარიღი: 2020-06-13

Read other articles:

artikel ini perlu dirapikan agar memenuhi standar Wikipedia. Tidak ada alasan yang diberikan. Silakan kembangkan artikel ini semampu Anda. Merapikan artikel dapat dilakukan dengan wikifikasi atau membagi artikel ke paragraf-paragraf. Jika sudah dirapikan, silakan hapus templat ini. (Pelajari cara dan kapan saatnya untuk menghapus pesan templat ini) ReadyBoost adalah fitur sistem file Fat32 yang ada di sistem operasi Windows. Fitur ini bisa bekerja dengan menggunakan flash memory, drive USB 2....

 

أيداهو سبرينغز     الإحداثيات 39°44′33″N 105°30′52″W / 39.742456°N 105.514391°W / 39.742456; -105.514391  تاريخ التأسيس 1859  تقسيم إداري  البلد الولايات المتحدة[1]  التقسيم الأعلى مقاطعة كلير كريك  خصائص جغرافية  المساحة 5700000 متر مربع5.701125 كيلومتر مربع (1 أبريل 2010)[...

 

Pour les articles homonymes, voir On ne choisit pas sa famille. On ne choisit pas sa famille Christian Clavier à l'avant-première du film. Données clés Réalisation Christian Clavier Scénario Christian ClavierMichel Delgado Acteurs principaux Christian ClavierJean RenoMuriel Robin Sociétés de production Les Films du kiosqueOuille Productions Pays de production France Genre Comédie Durée 103 min Sortie 2011 Pour plus de détails, voir Fiche technique et Distribution On ne choisit pas ...

تُشير معالجة اللغة إلى الطريقة التي يستخدم بها البشر الكلمات للتعبير عن الأفكار والمشاعر، وعن كيفية معالجة هذه الرسائل وفهمها. تُعتبر معالجة اللغة مقدرةً فريدة خاصة بالبشر لا يمكن إنتاجها بنفس الفهم القواعدي أو النظام حتى لدى أقرب أقارب البشر من الرئيسيات.[1] طوال الق...

 

Diogo de Sousa, bispo do Porto e arcebispo de Braga Diogo de Sousa, bispo do Porto e arcebispo de Braga Nascimento 1461Figueiró dos Vinhos Morte 1532 Sepultamento Sé de Braga Cidadania Reino de Portugal Ocupação padre Religião Igreja Católica [edite no Wikidata] Retrato de D. Diogo de Sousa. Túmulo de D. Diogo de Sousa  Nota: Se procura por homónimos, veja Diogo de Sousa. Diogo de Sousa (c. 1461-1532) foi bispo do Porto de 1496 a 1505 e de seguida arcebispo de Braga desde ess...

 

UK political controversy This article is part of a series aboutBoris Johnson Political positions Electoral history Public image MP for Uxbridge and South Ruislip MP for Henley Editor of The Spectator Mayor of London Mayoralty 2008 mayoral election London Britannia Airport Santander Cycles New Routemaster 2011 riots 2012 mayoral election London Cable Car 2012 Summer Olympics 2012 Summer Paralympics Garden Bridge European Union referendum Brexit causes Vote Leave EU referendum aftermath 2016 le...

2020 Ohio Democratic primary 2020 Ohio Democratic presidential primary ← 2016 April 28, 2020 2024 → ← WYKS →154 delegates (136 pledged, 18 unpledged)to the Democratic National ConventionThe number of pledged delegates won is determined by the popular vote   Candidate Joe Biden Bernie Sanders(withdrawn) Home state Delaware Vermont Delegate count 115 21 Popular vote 647,284 149,683 Percentage 72.4% 16.7% Election results by county ...

 

Largest of the Great Lakes of North America For other uses, see Lake Superior (disambiguation). Lake SuperiorGichi-gami or Anishinaabewi-gichi-gami (Ojibwe)Lake Superior taken from the International Space Station on June 6, 2019Lake SuperiorLake Superior bathymetric map.[1][2][3] The deepest point, roughly off its southeastern shore, is marked with ×.[4] The deep trenches in its eastern part may have originated from tunnel valleys.[5][6]Lo...

 

Artikel ini bukan mengenai Mimi Loma. Mimi LanaMimi Lana, 2012.LahirMimi Rozaiana binti Zainal Abidin21 November 1995 (umur 28)Taiping, Perak, MalaysiaTempat tinggalKuala LumpurPekerjaanAktris, modelTahun aktif2012–kini Mimi Rozaiana binti Zainal Abidin (lahir 21 November 1995)[a] atau lebih dikenali sebagai Mimi Lana (Jawi: ميمي لان) adaah seorang aktris dan model wanita asal Malaysia.[1] Karirnya dimulai setelah menjadi salah satu peserta Dewi Remaja 2014/...

Black Clouds & Silver LiningsAlbum studio karya Dream TheaterDirilis23 Juni 2009 (2009-06-23)DirekamOktober 2008 – Maret 2009 di Avatar Studios, New York CityGenreProgressive metal, progressive rockDurasi75:25LabelRoadrunnerProduserJohn Petrucci, Mike PortnoyKronologi Dream Theater Greatest Hit (...and 21 Other Pretty Cool Songs)(2008)Greatest Hit (...and 21 Other Pretty Cool Songs)2008 Black Clouds & Silver Linings(2009) A Dramatic Turn of Events(2011)A Dramatic Turn of Ev...

 

Brigjen. Pol. (Purn.) Dra. Hj.Nur AfiahM.H.Wakil Kepala Kepolisian Daerah Sumatera BaratMasa jabatan13 Mei 2015 – 20 Juli 2017PendahuluKombes. Pol. Syamsul HidayatPenggantiBrigjen. Pol. Bayu Wisnumurti Informasi pribadiLahir22 Mei 1960 (umur 63)Makassar, Sulawesi SelatanAlma materSekolah Perwira (1984)Karier militerPihak IndonesiaDinas/cabang Kepolisian Negara Republik IndonesiaMasa dinas1984 - 2018Pangkat Brigadir Jenderal PolisiSatuanSDMSunting kotak info • ...

 

Actor from Northern Ireland (born 1952) Liam NeesonOBENeeson in 2012BornWilliam John Neeson (1952-06-07) 7 June 1952 (age 71)Ballymena, Northern IrelandOccupationActorYears active1976–presentWorksFull listSpouse Natasha Richardson ​ ​(m. 1994; died 2009)​PartnerHelen Mirren (1980–1985)[1][2]Children2, including Micheál RichardsonAwardsFull list William John Neeson OBE (born 7 June 1952) is an actor from Northern Ir...

  Polygala californica TaxonomíaReino: Plantae(sin rango): Eudicots(sin rango): RosidsOrden: FabalesFamilia: PolygalaceaeGénero: PolygalaEspecie: Polygala californicaNutt.[editar datos en Wikidata] Polygala californica es una especie de planta fanerógama perteneciente a la familia Polygalaceae, conocida por el nombre común de polygala de California. Distribución y hábitat Es originaria de suroeste de Oregón y el norte y centro de California, donde crece en las sierras co...

 

Artikel ini mengenai sebuah kota di Polandia. Untuk grup musik new wave silakan lihat The Police PolicePolice BenderaLambang kebesaranCountry PolandiaVoivodeshipProvinsi ZachodniopomorskieCountyPowiat PoliceGminaGmina PolicePemerintahan • MayorWładysław DiakunLuas • Total36,84 km2 (1,422 sq mi)Populasi (2006) • Total34.284 • Kepadatan9,3/km2 (24/sq mi)Zona waktuUTC+1 (CET) • Musim panas (DST)UTC+2 (CES...

 

1991 video gameG.I. Joe: A Real American HeroDeveloper(s)KIDPublisher(s)TaxanDirector(s)Motoyuki InoueKuniharu HosodaProducer(s)Ken LobbProgrammer(s)Shōji TakagiArtist(s)AbeKazuhiro IizukaTsutomu OzawaComposer(s)Nobuyuki Shioda Yūsuke TakahamaSeriesG.I. JoePlatform(s)Nintendo Entertainment SystemReleaseNA: January 1991[1]Genre(s)Action, platform, run and gunMode(s)Single player G.I. Joe: A Real American Hero is a 1991 run and gun game published by Taxan for the Nintendo Entertainmen...

This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Xcopilot – news · newspapers · books · scholar · JSTOR (September 2017) (Learn how and when to remove this template message) Screen shot Xcopilot is a Palm Pilot emulator that runs under Unix/X11. It offers emulation of the timer, serial ports, touch pad and LC...

 

МартабакMutabak, مطبق Мартабак по-палембангски, поданный с острым соевым соусом. Индонезия Входит в национальные кухни индонезийская кухня, арабская кухня, индийская кухня Страна происхождения Аравийский полуостров Компоненты Основные тесто Возможные яйца, овощи, зелень, ...

 

English footballer (born 1971) For other people named Lee Harrison, see Lee Harrison (disambiguation). Lee Harrison Personal informationFull name Lee David Harrison[1]Date of birth (1971-09-12) 12 September 1971 (age 52)Place of birth Billericay, EnglandHeight 1.88 m (6 ft 2 in)Position(s) GoalkeeperYouth career Charlton AthleticSenior career*Years Team Apps (Gls)1990–1992 Charlton Athletic 0 (0)1991–1992 → Fulham (loan) 12 (0)1992 → Gillingham (loan) 2 (0)...

2017 single by ArashiTsunaguRegular edition coverSingle by Arashifrom the album Untitled B-side Reach for the sky (Ten made Todoke) Dakishimetai Under the radar Oki ni Mesu mama ReleasedJune 28, 2017 (2017-06-28)Recorded2017GenrePop rock[1]Length31:51[2]LabelJ StormComposer(s)Peter Nord, Kevin Borg, Hirofumi SasakiLyricist(s)paddyArashi singles chronology I'll Be There (2017) Tsunagu (2017) Doors (Yūki no Kiseki) (2017) Tsunagu is the 52nd single by Japanese bo...

 

2001 single by Nas and BraveheartsOochie WallySingle by Nas and Braveheartsfrom the album Nas & Ill Will Records Presents QB's Finest ReleasedJanuary 6, 2001Recorded2000GenreDirty rapLength3:57[1]LabelIll Will Records, Columbia RecordsProducer(s)Ez ElpeeNas singles chronology Thank God I Found You (Make It Last Remix) (2000) Oochie Wally (2001) Rule (2001) The Bravehearts singles chronology Oochie Wally(2001) Quick to Back Down(2003) Oochie Wally is a collaborative single ...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!