მერი ქართრაიტი

დამა მერი ქართრაიტი
ინგლ. Mary Cartwright
დაბ. თარიღი 17 დეკემბერი 1900
დაბ. ადგილი ეინჰო ნორთჰემპტონშირი ინგლისი გაერთიანებული სამეფო
გარდ. თარიღი 3 აპრილი 1998
გარდ. ადგილი კემბრიჯი ინგლისი გაერთიანებული სამეფო
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
 დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა მათემატიკოსი
მუშაობის ადგილი The Alice Ottley School[1] , Wycombe Abbey School[1] , გირტონის კოლეჯი[2] და კემბრიჯის უნივერსიტეტი[2]
ალმა-მატერი წმ. ჰიუს კოლეჯი, ოქსფორდი
სამეცნიერო ხელმძღვანელი გოდფრი ჰაროლდ ჰარდი
განთქმული მოსწავლეები უოლტერ ჰეიმანი შეილა სკოტ მაკინტაირი
მამა Rev William Digby Cartwright[3]
ჯილდოები სსწ ბრიტანეთის იმპერიის ორდენი ედინბურგის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი (1968) სილვესტერის მედალი (1964)
გავლენა მოახდინეს
ცნობილია როგორც ქართრაიტის თეორემის შემქმნელი

დამა მერი ლუსი ქართრაიტი (სამეფო საზოგადოების წევრი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენი, ედინბურგის სამეფო საზოგადოების წევრი; დ. 17 დეკემბერი, 1900 — გ. 3 აპრილი, 1998)[4]ბრიტანელი მათემატიკოსი. ჯონ იდენსორ ლიტლვუდთან ერთად ქართრაიტი პირველი მათემატიკოსი იყო, რომელიც ისეთ საკითხს შეისწავლიდა, რაც მომავალში ქაოსის თეორიის სახელით გახდა ცნობილი.[5] ქართრაიტმა შესასწავლი პრობლემის გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი იპოვა, რომელიც შემდეგში პეპლის ეფექტის მაგალითად განიხილეს.

ადრეული წლები და განათლება

ქართრაიტი აინჰოში, ნორთჰემპტონშირში დაიბადა. მამამისი, უილიამ დიგბი ქართრაიტი ვიკარი იყო. დიდი ბებიის, ჯეინ ჰოლბეხის ხაზით იგი პოეტ ჯონ დონისა და უილიამ მომფსენის შთამომავალი იყო.[6][7] მას ორი უფროსი და ორი უმცროსი დედმამიშვილი ჰყავდა: ჯონი (დ. 1896), ნაიჯელი (დ. 1898), ჯეინი (დ. 1905) და უილიამი (დ. 1907).[8]

ქართრაიტმა დაწყებითი განათლება ლიმინგტონის უმაღლეს სკოლაში (1912-1915) მიიღო, შემდეგში ბოსკომბში, გრეიველის სკოლაში (1915-1916) სწავლობდა, 1916-1919 წლებში კი სალისბიურიში გოდოლფინის სკოლაში ირიცხებოდა.[9]

1923 წელს ქართრაიტმა წმინდა ჰიუს კოლეჯი პირველი კლასის ხარისხით დაასრულა. იგი პირველი ქალი იყო, რომელმაც ლექციების საბოლოო ხარისხი მიიღო. შემდეგში ქართრაიტი ვუსტერში ალის ოტლის სკოლასა და ბუკინგემშირში უიკომბის სააბატოში ასწავლიდა, ხოლო 1928 წელს ოქსფროდში დაბრუნდა ფილოსოფიიდ დოქტორის წოდების მოსაპოვებლად.

ქართრაიტს სადოქტორო კვლევისას გოდფრი ჰაროლდ ჰარდი ხელმძღვანელობდა. 1928-1929 წელს ჰარდი პრინსტონის უნივერსიტეტში ასწავლიდა, რის გამოც ქართრაიტს ე. ს. ტიტქმარში ხელმძღვანელობდა. მისი თეზისი „სპეციალური ტიპის ინტერგრალური ფუნქციების ნულები“ ჯონ იდენსორ ლიტლვუდმა გამოიკვლია, რომელსაც მეცნიერი პირველად 1930 წელს ზეპირ გამოცდაზე შეხვდა. მომავალში ქართრაიტი ლიტლვუდთან ერთად აქტიურად მუშაობდა.

1930 წელს ქართრაიტი გირტონის კოლეჯში (კემბრიჯი) გადავიდა, სადაც თავის სადოქტორო თეზისზე მუშაობა გააგრძელა. ლიტლვუდის ლექციებზე დასწრების შემდეგ ქართრაიტმა მის მიერ დასახული ერთ-ერთი პრობლემა ამოხსნა. მის მიერ შემუშავებულ თეორემას დღეს ქართრაიტის თეორემა ეწოდება. თეორემის გასამყარებლად მეცნიერმა ახალი მიდგომა, ლარს ალფორსის მიერ შემოღებული გამოყენებითი ტექნიკა - კონფორმალური გეომეტრია გამოიყენა.[10]

კარიერა

კარიერის მანძილზე ქართრაიტმა მათემატიკურ კონცეფციებთან დაკავშირებით 90-ზე მეტი სტატია დაწერა. მისმა წვლილმა გააღრმავა ისეთი თემები, როგორებიცაა ბორელის სიჩქართა მიმართულებები, ანალიტიკური ფუნქციები, ინტეგრალურ ფუნქციათა ნულები, მაქსიმუმი და მინიმუმი მოდული და სხვ.[11]

1936 წელს ქართრაიტი გირტონის კოლეჯში მათემატიკური კვლევების დირექტორი გახდა, ხოლო 1938 წელს ახალი პროექტი წამოიწყო, რომელმა უმთავრესი გავლენა იქონია მისი კვლევის მიმართულებაზე. სამეცნიერო და სამრეწველო კვლევების დეპარტამენტის რადიო კვლევის საბჭომ წარადგინა მემორანდუმი ცენტრალურ დიფერენციალურ განტოლებათა შესახებ, რომელიც რადიო მოდელირებასა და სარადარო სამუშაოებს ეხებოდა.

1945 წელს ქართრაიტმა გაამარტივა შარლ ერმიტის მტკიცება იმის შესახებ, რომ Π ირაციონალურია. 1947 წელს იგი სამეფო საზოგადოების წევრად აირჩიეს. ქართრაიტი პირველი ქალი არ ყოფილა, რომელიც საზოგადოების წევრად აირჩიეს, თუმცა იგი პირველი ქალი მათემატიკოსი იყო, რომელიც საზოგადოებას შეუერთდა.[12][13] 1959-1968 წლებში ქართრაიტი კემბრიჯში ფუნქციათა თეორიის რიდერი, ხოლო 1957-1960 წლებში კემბრიჯის უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის პრეზიდენტი იყო. გირტონიდან გადადგომის შემდეგ ქართრაიტი ბრაუნის უნივერსიტეტში 1968-1969 წლებში, ხოლო კლერმონის დამამთავრებელ სკოლაში 1969-1970 წლებში ვიზიტორი პროფესორი იყო.

გარდაცვალება და აღიარება

ქართრაიტი 1998 წელს, კემბრიჯში გარდაიცვალა.[9] იგი პირველი ქალი იყო: რომელსაც სილვესტერის მედალი გადაეცა,[8] რომელიც სამეფო საზოგადოების საბჭოში მსახურობდა,[14][15] და ლონდონის მათემატიკური საზოგადოების (1961-1962) პრეზიდენტად აირჩიეს.

1968 წელს ქართრაიტი დე მორგანის მედლით დაჯილდოვდა და იმავე წელს იგი ედინბურგის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს. 1969 წელს ქართრაიტს დედოფალმა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის დამის წოდება მიანიჭა.

პუბლიკაციები

  • Cartwright, M. L.; Littlewood, J. E. (1945). „On Non-Linear Differential Equations of the Second Order: I. the Equation y¨ − k (1-y 2 )y˙ + y = b λk cos(λl + α), k Large“. Journal of the London Mathematical Society. Wiley. s1-20 (3): 180–189. doi:10.1112/jlms/s1-20.3.180. ISSN 0024-6107.
  • 1956: Integral Functions, Cambridge Tracts in Mathematics and Mathematical Physics No. 44
  • Cartwright, M. L. (1964). „From Non-Linear Oscillations to Topological Dynamics“. Journal of the London Mathematical Society. Wiley. s1-39 (1): 193–201. doi:10.1112/jlms/s1-39.1.193. ISSN 0024-6107.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 https://royalsocietypublishing.org/doi/abs/10.1098/rsbm.1999.0070 — გვ. 22.
  2. 2.0 2.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. Geni.com — 2006.
  4. „Obituary: Mary Cartwright“. The Times. 1998. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-12. ციტირების თარიღი: 2022-03-03.
  5. Freeman J. Dyson, Mary Lucy Cartwright (1900–1998): Chaos theory, pp. 169–177, in Out of the Shadows: Contributions of Twentieth-Century Women to Physics, edited by Nina Byers and Gary Williams, 498 p. (Cambridge University Press, 2006); ISBN 0-521-82197-5
  6. მერი ქართრაიტი — მათემატიკური გენეალოგია
  7. ჯონ ჯ. ო’კონორი და ედმუნდ ფ. რობერტსონი. მერი ქართრაიტი (ინგლისური) — ბიოგრაფია არქივში MacTutor.
  8. 8.0 8.1 O'Connor, J. J.; Robertson, E. F.. Dame Mary Lucy Cartwright. School of Mathematics and Statistics, University of St Andrews. ციტირების თარიღი: 3 April 2019
  9. 9.0 9.1 Former Fellows of the Royal Society of Edinburgh 1783–2002. Royalsoced.org.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 3 მარტი 2022.
  10. DeFuria, Jack. (22 October 2014) Mary Lucy Cartwright. Prezi. ციტირების თარიღი: 8 March 2017
  11. McMurran, Shawnee; Tattersall, James (February 1999). „Mary Cartwright“ (PDF). Notices of the AMS. 46.
  12. Mistress of Girton whose mathematical work formed the basis of chaos theory. Obituaries Electronic Telegraph (11 April 1998). ციტირების თარიღი: 8 March 2017
  13. Walter Hayman (1 November 2000). „Dame Mary (Lucy) Cartwright, D.B.E. 17 December 1900 – 3 April 1998“. Biographical Memoirs of Fellows of the Royal Society. 46: 19–35. doi:10.1098/rsbm.1999.0070. ციტირების თარიღი: 8 March 2017.
  14. Hayman, Walter K. (2000). „Dame Mary (Lucy) Cartwright, D.B.E. 17 December 1900 – 3 April 1998: Elected F.R.S. 1947“. Biographical Memoirs of Fellows of the Royal Society. 46: 19. doi:10.1098/rsbm.1999.0070.
  15. Williams, Mrs. E. M. (October 1966), "Presidential Address: The Changing Role of Mathematics in Education", The Mathematical Gazette 50 (373): 243–254,

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!