შარლ ერმიტი (ფრანგ. Charles Hermite; დ. 24 დეკემბერი, 1822, დიეზი, ლოთარინგია, საფრანგეთი ― გ. 14 იანვარი, 1901, პარიზი) — ფრანგი მათემატიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1856), პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი (1869).
მრავალი გამოკვლევა აქვს კლასიკური ანალიზის, ალგებრისა და რიცხვთა თეორიის საკითხებზე. მისი ძირითადი შრომები დაკავშირებულია ელიფსურ ფუნქციათა თეორიასა და მის გამოყენებასთან. დაამტკიცა e რიცხვის ტრანსცენდენტურობა; შემოიღო განსაკუთრებული სახის კვადრატული ფორმები, რომლებიც მის სახელს ატარებს.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო