მალტას აქვს ხმელთაშუა ზღვის კლიმატი, კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით (Csa),[1][2] ძალიან რბილი ზამთრით და თბილი ზაფხულით. წვიმა ძირითადად ზამთარში მოდის, ზაფხული ძირითადად მშრალია. ტროლ-პაფენის კლიმატის კლასიფიკაციის[3] და ზიგმუნდ/ფრანკენბერგის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით,[4] მალტა მდებარეობს სუბტროპიკულ ზონაში, 35ºN განედზე.
საშუალო თვიური ტემპერატურა და ნალექები მალტაში
|
იან
|
თებ
|
მარ
|
აპრ
|
მაი
|
ივნ
|
ივლ
|
აგვ
|
სექ
|
ოქტ
|
ნოე
|
დეკ
|
|
|
მაქსიმალური ტემპერატურა (°C)
|
16
|
16
|
17
|
20
|
24
|
29
|
32
|
32
|
29
|
25
|
21
|
17
|
Ø
|
23,2
|
მინიმალური ტემპერატურა (°C)
|
10
|
9
|
11
|
12
|
16
|
19
|
22
|
23
|
21
|
18
|
15
|
12
|
Ø
|
15,7
|
|
ნალექები (მმ)
|
99
|
60
|
44
|
21
|
16
|
4,6
|
0,3
|
13
|
59
|
83
|
92
|
109
|
Σ
|
600,9
|
ტ ე მ პ ე რ ა ტ უ რ ა
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
იან
|
თებ
|
მარ
|
აპრ
|
მაი
|
ივნ
|
ივლ
|
აგვ
|
სექ
|
ოქტ
|
ნოე
|
დეკ
|
ნ ა ლ ე ქ ე ბ ი
|
99
|
60
|
44
|
21
|
16
|
4,6
|
0,3
|
13
|
59
|
83
|
92
|
109
|
|
იან
|
თებ
|
მარ
|
აპრ
|
მაი
|
ივნ
|
ივლ
|
აგვ
|
სექ
|
ოქტ
|
ნოე
|
დეკ
|
წყარო: Meteo Climate (1981-2010)
|
ტემპერატურა
საშუალო წლიური ტემპერატურა დღის განმავლობაში დაახლოებით გახლავთ 23 °C (73 °F) და ღამით 16 °C (61 °F). ყველაზე ცივ თვეში – იანვარში – ტიპური მაქსიმალური ტემპერატურა მერყეობს 12-დან 20 °C-მდე (54-დან 68 °F-მდე) დღის განმავლობაში, ხოლო მინიმალური ტემპერატურა მერყეობს 6-დან 12 °C-მდე (43-დან 54 °F-მდე) ღამით. ყველაზე თბილ თვეში – აგვისტო – ტიპური მაქსიმალური ტემპერატურა მერყეობს 28-დან 34 °C-მდე (82-დან 93 °F-მდე) დღის განმავლობაში და მინიმალური 20-დან 24 °C-მდე (68-დან 75 °F-მდე) ღამით.
ზოგადად, აპრილში ტემპერატურა არის 17–22 °C (63–72 °F) დღის განმავლობაში და 10–14 °C (50–57 °F) ღამით. ნოემბერში ტემპერატურა არის 17–23 °C (63–73 °F) დღის განმავლობაში და 11–18 °C (52–64 °F) ღამით. თუმცა, ზამთარში ტემპერატურა ზოგჯერ აღწევს 20 °C-ს (68 °F). მარტში ყოველდღიური მაქსიმალური ტემპერატურა ხშირად აღემატება 20 °C-ს (68 °F)
მალტას აქვს ყველაზე თბილი საშუალო ტემპერატურა ევროპაში. ევროპის კონტინენტის ყველა დედაქალაქს შორის, ვალეტას - მალტის დედაქალაქს აქვს ყველაზე თბილი ზამთარი, სადაც საშუალო ტემპერატურა დაახლოებით არის 16 °C (61 °F) დღის განმავლობაში და 10 °C (50 °F) ღამით. მარტსა და დეკემბერში საშუალო ტემპერატურა არის დაახლოებით 17 °C (63 °F) დღის განმავლობაში და 11 °C (52 °F) ღამით.[5] მალტაში ტემპერატურის დიდი რყევები იშვიათია.
მალტა არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ადგილთაგანი ევროპაში, რომელსაც აქვს USDA გამძლეობის ზონა 11a, ანუ ყოველწლიურად დაფიქსირებული საშუალო აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა არის 4,4-დან 7,2 °C-მდე (39,9-დან 45,0 °F-მდე).
დღის სინათლე
მალტაში ზამთრის დღეები არც ისე მოკლეა, როგორც ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში დღის სინათლის საშუალო დრო 10,3 საათი[6] (შედარებისთვის: ლონდონში,[7] მოსკოვსა[8] და ვარშავაში[9] დღის სინათლის საშუალო დრო 8 საათია). წლის უმოკლეს დღეს - 21 დეკემბერს - მზე ამოდის დაახლოებით 7:00 საათზე და ჩადის დაახლოებით 17:00 საათზე. წლის ყველაზე გრძელ დღეს - 21 ივნისს - მზე ამოდის დაახლოებით 5:30-ზე და ჩადის დაახლოებით 20:30-ზე.[10]
დღის სინათლის საშუალო დრო[11]
დრო
|
იან
|
თებ
|
მარ
|
აპრ
|
მაისი
|
ივნ
|
ივლ
|
აგვ
|
სექ
|
ოქტ
|
ნოე
|
დეკ
|
დღე
|
10
|
10.8
|
11.9
|
13
|
14
|
14.5
|
14.3
|
13.5
|
12.3
|
11.2
|
10.2
|
9.8
|
ბინდი/ღამე
|
14
|
13.2
|
12.1
|
11
|
10
|
9.5
|
9.7
|
10.5
|
11.7
|
12.8
|
13.8
|
14.2
|
ზღვის ტემპერატურა
ზღვის საშუალო წლიური ტემპერატურა არის 20 °C (68 °F) (ყველაზე მაღალი წლიური ზღვის ტემპერატურა ევროპაში). ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით 6 თვეში ზღვის საშუალო ტემპერატურა აჭარბებს 20 °C (68 °F). მაისში და დეკემბერში - გარდამავალ თვეებში - საშუალო ტემპერატურა დაახლოებით არის 18 °C (64 °F). აპრილის მეორე ნახევარში, რომელიც არის ზაფხულის/დასვენების სეზონის დასაწყისი, ზღვის საშუალო ტემპერატურაა 17 °C (63 °F). ზღვის ყველაზე მაღალი ტემპერატურაა 27 °C (81 °F) აგვისტოს შუა მე-3 კვირაში. აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში ტემპერატურა ეცემა 26°C-მდე (79°F), ხოლო სექტემბრის მეორე ნახევარში 25°C-მდე (77°F). დაახლოებით ოქტომბრის შუა რიცხვებში ის ეცემა 24 °C-მდე (75 °F), ხოლო ოქტომბრის ბოლო კვირაში ეცემა 23 °C-მდე (73 °F). ნოემბრის დასაწყისში ტემპერატურა ეცემა 22 °C (72 °F) (2010 წლის მონაცემები).[12]
ზღვის საშუალო ტემპერატურა MaltaWeather.com-ის მიხედვით
იან
|
თებ
|
მარ
|
აპრ
|
მაისი
|
ივნ
|
ივლისი
|
აგვ
|
სექ
|
ოქტ
|
ნოემ
|
დეკ
|
წელიწადი
|
15,4 °C (59,7 °F)
|
14,9 °C (58,8 °F)
|
15,0 °C (59,0 °F)
|
15,9 °C (60,6 °F)
|
17,5 °C (63,5 °F)
|
21,1 °C (70,0 °F)
|
24,1 °C (75,4 °F)
|
25,8 °C (78,4 °F)
|
25,2 °C (77,4 °F)
|
23,2 °C (73,8 °F)
|
20,6 °C (69,1 °F)
|
17,4 °C (63,3 °F)
|
20 °C (68 °F)
|
ზღვის საშუალო ტემპერატურა seatemperature.org-ის მიხედვით
იან
|
თებ
|
მარ
|
აპრ
|
მაისი
|
ივნ
|
ივლისი
|
აგვ
|
სექ
|
ოქტ
|
ნოემ
|
დეკ
|
წელიწადი
|
16,1 °C (61,0 °F)
|
15,4 °C (59,7 °F)
|
15,4 °C (59,7 °F)
|
16,3 °C (61,3 °F)
|
18,7 °C (65,7 °F)
|
22,6 °C (72,7 °F)
|
25,5 °C (77,9 °F)
|
26,1 °C (79,0 °F)
|
25,5 °C (77,9 °F)
|
23,4 °C (74,1 °F)
|
21,2 °C (70,2 °F)
|
18,1 °C (64,6 °F)
|
20 °C (68 °F)
|
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო