მდინარე მაგდალენა (ესპ. Río Magdalena )[ 2] — კოლუმბიის მთავარი მდინარე , მისი სიგრძე შეადგენს 1528 კმ-ს[ 1] და გადის ქვეყნის დასავლეთ ნახევარს. მდინარეს სახელი ბიბლიური მარიამ მაგდალინელის პატივსაცემად ჰქვია. მისი ქვედაწელის უმეტესი ნაწილი გამოიყენება ნაოსნობისთვის, მდინარე მიედინება მდინარე მაგდალენას ხეობაში .
მდინარის აუზი მოიცავს 27.3 მილიონ ჰექტარს , რაც შეადგენს ქვეყნის ტერიტორიის 24%-ს და სადაც მოსახლეობის 66% ცხოვრობს, ასევე ამ ტერიტორიაზე იწარმოება კოლუმბიის მთლიანი შიდა პროდუქტის 86%.[ 3]
ბიოლოგია
მდინარე მაგდალენა
მდინარე მაგდალენა კვეთს სხვადასხვა ტიპის ეკოსისტემებს, როგორებიცაა: პარამოსი მის სათავეებთან, მშრალი ტყეები მისი ხეობის ზედა ნაწილში, წვიმიანი ტყეები მისი დინების შუა ნაწილში და ჭაობნარს მის ქვედა წელში.[ 4] მის აუზში უხვად მინადრობს: კაიმანები , იგუანასებრნი , ვარხვისებრნი და ლოქოსებრნი , თუმცა გადაშენების პირას არიან: Prochilodus magdalenae , კროკოდილი და წითელ-ფეხება კუ .[ 5] ასევე დამატებით საფრთხეს ქმნის ბეჰემოთის ინვაზიური სახეობა , რომელიც თავიდან შემოიყვანა პაბლო ესკობარმა .
სქოლიო