პარამოსი, პარამო (ესპ.páramo, páramos) — ნეოტროპიკულიეკოსისტემა. წარმოადგენს ტროპიკული ანდების (ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის) მაღალმთის ქსერომორფულ მცენარეულობას (ტყის ზედა საზღვარსა და მუდმივ თოვლს შორის), რომელსაც ქმნის რთულყვავილოვანთა ოჯახის ენდემური Espeletia-ს გვარის სახეობები. გადაჭიმულია კორდილიერა-დე-მერიდიდან (ვენესუელა) ხუანკაბამბას ღრმულამდე (პერუ). აგრეთვე არსებობს ორი ცალკე ოლქი კოსტა-რიკასა და კოლუმბიაში. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარამოსი მდებარეობს სუმაპასაში (კოლუმბია). პარამოსის საერთო ფართობი უდრის 35 000–77 000 კმ².