ჩვეულებრივ, გვარში გაერთიანებულია მრავალი ან რამდენიმე სახეობა. მაგრამ არის ისეთი გვარებიც, რომლებშიც მხოლოდ თითო სახეობაა (გინკგო — ლათ.Ginkgo biloba, იხვნისკარტა — ლათ.Ornithorhynchus anatinus), მათ მონოტიპური გვარი ეწოდებათ. მახლობელი გვარები ქმნიან ოჯახს. მაგალითად ძახველისა (ლათ.Viburnum) და ანწლის (ლათ.Sambucus) გვარები გაერთიანებულია ადოქსასებრთა (ლათ.Adoxaceae) ოჯახში,[1]ძაღლისა (ლათ.Canis) და მელის (Vulpes) გვარები — ძაღლისებრთა ოჯახში. ზოგჯერ გვარში გამოყოფენ ქვეგვარებს; გვარსა და ოჯახს შორის კი შუალედ კატეგორიას — ქვეოჯახსა და ტრიბას. მაგალითად, ქერისა და ხორბლის გვარები შედის ქერისებრთა ტრიბაში, ხოლო ონდატრისა და წყლის მემინდვრიას გვარები ქმნიან მემინდვრიების ქვეოჯახს.
↑სუხიტაშვილი, კახაბერ. საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (2018). ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2021
Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!