ლიტორალის პროვინცია (ესპ. Litoral) — ეკვატორული გვინეის 7-დან ერთ-ერთი პროვინცია. ფართობი — 6665 კმ², 2015 წლის აღწერის წინასწარი მონაცემებით მისი მოსახლეობა შეადგენს 366 130 ადამიანს.[1][2][3], იგი ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე პროვინციაა ქვეყანაში. ადმინისტრაციული ცენტრი — ბატა, რომელიც ასევე კონტინენტური გვინეის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრიცაა.
გეოგრაფია
მდებარეობს ეკვატორული გვინეის კონტინენტური ნაწილის დასავლეთში. გადაჭიმულია ჩრდილოეთით მდებარე კამერუნის სახელმწიფო საზღვრიდან, სამხრეთით მდებარე გაბონის სახელმწიფო საზღვრამდე. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ცენტრო-სურის პროვინციას. ეკვატორული გვინეის კონტინენტური პროვინციებიდან ერთადერთია, რომელიც გადის ატლანტის ოკეანეზე.
ადმინისტრაციული დაყოფა
პროვინცია დაყოფილია 7 მუნიციპალიტეტად:
ლიტერატურა
სქოლიო