ლეონ II (ლათ: Flavius Leo Junior) (დ. 467— გ. 17 ნოემბერი, 474) — აღმოსავლეთ რომის იმპერატორი 474 წელს. ლეონ I-ის შვილიშვილი, ზენონის ვაჟი.
ტახტზე ავიდა შვიდი წლის ასაკში. თანამმართველად ჰყავდა მამამისი ზენონი. გარდაიცვალა უცნობი ავადმყოფობით, 10 თვის შემდეგ. ისტორიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მოწამლული იყოს დედამისის არიადნეს მიერ.
ლიტერატურა
- ვ. ასათიანი, „ბიზანტიური ცივილიზაცია“, გვ. 479, თბ., 2006 წელი.