ვიქტორია-დე-ლას-ტუნასი ან უბრალოდ ლას-ტუნასი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, ლას-ტუნასის პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს პროვინციის ცენტრში, ჰავანიდან 512 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით, კამაგუეისა და ოლგინის პროვინციებს შორის. კვეთს კარეტერა-სენტრალის ავტომაგისტრალი.
ქალაქი დაარსდა 1759 წელს.
ეკონომიკა
ლას-ტუნასის ეკონომიკა სოფლის მეურნეობას, ძირითადად კი შაქრის ლერწამს ეყრდნობა. მნიშვნელოვანია მესაქონლეობაც, აწარმოებენ რძესა და ხორცს. ბოლო დროს იზრდება საერთაშორისო ტურიზმის როლი.
დემოგრაფია
2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 187 438 ადამიანს შეადგენდა.[1] 891 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 210,4 ადამიანი კმ²-ზე.[2]
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო