პუერტო-პადრე — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, ლას-ტუნასის პროვინციაში. მდებარეობს პროვინციის ჩრდილოეთ სანაპირო რეგიონში, ესტუართან, რომელიც პუერტო-პადრეს უბეზე იშლება.
პუერტო-პადრე წისქვილების (ფაბრიკების) სახელითაა ცნობილი. მისი ისტორია XVI საუკუნიდან იწყება. XIX საუკუნის შუა წლებში მან პატარა ქალაქიდან ინდუსტრიულ ცენტრად გარდაქმნა დაიწყო, აშენდა პირველი შაქრის გადამამუშავებელი ფაბრიკა. ქალაქი დიდი როლს თამაშობდა კუბის დამოუკიდებლობისათვის ომში. დღეისათვის გარკვეულწილად ტურისტული ცენტრია.
დემოგრაფია
2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 93 705 ადამიანს შეადგენდა.[1] 1 178 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 79,5 ადამიანი კმ²-ზე.[2]
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო