იოანე III დუკა ვატაცე (ბერძ. Ιωάννης Γ΄ Δούκας Βατάτζης; დ. 1192 — გ. 3 ნოემბერი, 1254) — ნიკეის იმპერატორი 1222 წლიდან 1254 წლის 3 ნოემბრამდე.
იოანე III იყო წარმატებული მმართველი. გააძლიერა ჯარი, რამდენიმეჯერ დაამარცხა ჯვაროსნები, იბრძოდა ევროპაში. ბულგარელებთან დადო ზავი. დიდ ყურადღებას უთმობდა ქვეყნის შიდა საკითხებს. მისი მმართველობისას განვითარდა ნიკეის იმპერიის ეკონომიკა, გაიზარდა ცხოვრების დონე. დიდ ყურადღებას აქცევდა ადგილობრივ მრეწველობას. კრძალავდა უცხოური ნაწარმის შემოტანას. მისმა მმართველობამ საფუძველი ჩაუყარა ნიკეის იმპერიის შემდეგ გაძლიერებას, რაც 1261 წელს ბიზანტიელთა მიერ კონსტანტინოპოლის დაბრუნებით დასრულდა. იტანჯებოდა ეპილეფსიით. სიკვდილის წინ დაკარგა მეტყველების უნარი და მალევე გარდაიცვალა. გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ ის წმინდანად შერაცხეს იოანე ვატაცე მოწყალეს სახელით. მისი ხსენების დღეა 4 ნოემბერი მართლმადიდებლური კალენდრით.[2][3]
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო