იაპონიის საიმპერატორო ბეჭედი |
---|
|
დეტალები |
იაპონიის საიმპერატორო ბეჭედი, იაპონიის გერბი (იაპონ. 菊の御紋) — იაპონიის სიმბოლო, რომელზეც გამოსახულია თექვსმეტფურცლიანი ქრიზანთემა. საიმპერატორო ნიშანს ხშირად გერბის სახით იღებენ, თუმცა, როგორც ასეთი, იაპონიას გერბი არ გააჩნია.[1]. ნიშანი მიიღეს 1869 წელს. 1871 წელს მიღებულ იქნა კანონი, რომელიც კრძალავდა ნიშნის გამოყენებას იმპერატორის გარდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს კანონი გაუქმდა.
სქოლიო