კატარის გერბი |
---|
|
დეტალები |
---|
დამტკიცდა |
1976 |
კატარის გერბი (არაბ. شعار قطر) — კატარის ეროვნული სიმბოლო. მიღებულია 1976 წელს. მის შუაგულში გამოსახულია ორი თეთრი ურთიერთგადამკვეთი ხმალი, მათ ზემოთ — ლურჯ-თეთრი ტალღები, მასზე მოცურავე აფრიანი ნავი და ორი პალმა, ფონი ყვითელია. გარშემორტყმულია წრით, რომლის ზედა და ქვედა ნახევრები შეფერილია დროშის ფერებში, ზედა — თეთრად, ხოლო ქვედა — ბორდოსფრად. თეთრ ნაწილზე გამოსახულია არაბული წარწერა (دولة قطر — კატარის სახელმწიფო), ბორდოსფერზე — იგივე წარწერის ინგლისური ვერსია.
რესურსები ინტერნეტში