ზურაბ ბრაგვაძე

ზურაბ ბრაგვაძე

ზურაბ ბრაგვაძე. არმაზისხევი, 2015. ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის ფოტო
დაბ. თარიღი 17 ივლისი, 1961(1961-07-17)[1]
დაბ. ადგილი ვაზისუბანი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, საქართველოს სსრ, სსრკ[1]
გარდ. თარიღი 29 ნოემბერი, 2023(2023-11-29)[1] (62 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ცნობილია როგორც ქართველი არქეოლოგი, ისტორიკოსი, პროფესორი, არქეოლოგიის პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოს ავტორი.
სამეცნიერო სფერო არქეოლოგია, ისტორია

ზურაბ ბრაგვაძე (დ. 17 ივლისი, 1961, ვაზისუბანი — გ. 29 ნოემბერი, 2023, თბილისი) — ქართველი არქეოლოგი, ისტორიკოსი, პროფესორი, არქეოლოგიის პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოს ავტორი. 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი საქართველოსა და კავკასიის არქეოლოგიის, ისტორიისა და კულტურის სფეროში.[2]

ბავშვობის წლები

ზურაბ ბრაგვაძე 1961 წლის 17 ივლისს გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში დაიბადა. მისმა ბავშვობის წლებმა სწორედ ამ სოფელში განვლო. ზურაბის მამა, დავით ბრაგვაძე პროფესიით ეკონომისტი იყო და მუკუზანის ღვინის ქარხანაში მუშაობდა. დედა - დავარ გოგსაძე პენსიაზე გასვლამდე სოფელ შაშიანის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო.[2]

ზურაბის ახლობლები იხსენებენ, რომ ის ბავშვობიდან ბევრს კითხულობდა, მათ შორის საისტორიო ლიტერატურას. სასკოლო საგნებიდან განსაკუთრებით უყვარდა ისტორია, გეოგრაფია და ქართული ლიტერატურა.[2]

სტუდენტობის წლები

ვაზისუბნის სკოლის დამთავრების შემდეგ ზურაბ ბრაგვაძემ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა, სადაც 1980 წელს ჩააბარა ისტორიის ფაკულტეტზე.[2]

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ზურაბ ბრაგვაძის პედაგოგებს იყვნენ: გიორგი მელიქიშვილი, მარიამ ლორთქიფანიძე, გურამ ლორთქიფანიძე, ოთარ ჯაფარიძე, გივი ჟორდანია, კოტე ანთაძე, ვარლამ დონაძე, უშანგი სიდამონიძე, ნოდარ ასათიანი, ლევან ჭილაშვილი, გურამ გრიგოლია და სხვა ცნობილი მეცნიერები.[2]

1981 წლის ზაფხულში, პირველი კურსის დახურვის შემდეგ ზურაბი კურსელებთან ერთად ჟინვალის არქეოლოგიურ ექსპედიციაში წაიყვანეს. იმ პერიოდში ჟინვალის წყალსაცავის მშენებლობა მიმდინარეობდა, რის შედეგადაც შუა საუკუნეების ნაქალაქარი წყლით უნდა დაფარულიყო. სწორედ ჟინვალის ექსპედიციაში გადადგა მან არქეოლოგიაში თავისი პირველი ნაბიჯები. ამის შემდეგ, ყოველ ზაფხულს, მონაწილეობდა სხვადასხვა ექსპედიციებში, მათ შორის ქობულეთის ფიჭვნარსა და მარტყოფში, თუმცა ყველაზე მეტ დროს ჟინვალის არქეოლოგიურ ექსპედიციაში ატარებდა.[2]

ზურაბ ბრაგვაძე მიიჩნევდა, რომ ჟინვალის ექსპედიციამ განსაკუთრებული როლი ითამაშა მის არქეოლოგად ჩამოყალიბებაში და სწორედ იქ ისწავლა ველზე მუშაობის სპეციფიკა. ის ყოველთვის ემადლიერებოდა ექსპედიციის წევრებს მის მიმართ გამოჩენილი მზრუნველობის გამო. ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოარჩევდა ექსპედიციის ხელმძღვანელს, ცნობილ არქეოლოგს, რამინ რამიშვილს, რომელიც ზურაბს ყოველთვის განსაკუთრებულ ნდობას უცხადებდა და მესამე კურსის სტუდენტს ველზე უბნის ხელმძღვანელობას ანდობდა.[2]

სტუდენტურ წლებში, ზურაბი გატაცებული იყო სპორტითაც და რამდენიმე წლის მანძილზე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელბურთის გუნდის მეკარე.[2]

ზურაბ ბრაგვაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1985 წელს დაამთავრა და მუშაობა დაიწყო საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.[2]

არქეოლოგიური ექსპედიციები

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში მუშაობის დაწყების შემდეგ, 1986-1992 წლებში ზურაბ ბრაგვაძე საირხის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი იყო, რომელიც ჯურხა ნადირაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.[2]

საირხის ექსპედიციის პარალელურად, 1988-1991 წლებში ზურაბ ბრაგვაძე ჭიათურის არქეოლოგიური რაზმის ხელმძღვანელად დაინიშნა და მისი მეთვალყურეობით არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა სოფელ რგანში.[2]

1994-1998 წლებში ზურაბ ბრაგვაძე აღმოსავლეთ კოლხეთის არქეოლოგიურ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში მისი ხელმძღვანელობით არქეოლოგიური ექსპედიციები ჩატარდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში: ჩხარში, ძევრში, ღვანკითში, ასევე სკანდის ციხეზე.[2]

1999-2002 წლებში ზურაბ ბრაგვაძე საჩხერე-ჭიათურა-თერჯოლის მონაკვეთზე ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მშენებლობის დროს არქეოლოგიურ მონიტორინგს აწარმოებდა.[2]

2003-2005 წლებში იყო ყვირილის ხეობისა და ბორჯომ-ახალციხის არქეოლოგიური ექსპედიციების წევრი.[2]

2006 წელს ხელმძღვანელობდა თერჯოლის, ხოლო 2007 წელს ზესტაფონის არქეოლოგიურ ექსპედიციას.[2]

2012-2014 წლებში იყო თრიალეთის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი. 2015-2016 წლებში მონაწილეობა მიიღო მცხეთის არქეოლოგიურ ექსპედიციაში. 2017 წელს იყო თელავის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი. 2018 წელს შიდა ქართლისა და ლეჩხუმის (ხვამლის) არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი. 2017-2018 წლებში მისი ხელმძღვანელობით არქეოლოგიური ექსპედიცია ჩატარდა სვერის ციხეზე. [2]

2017 წელს ზურაბ ბრაგვაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა ტაბახმელის არქეოლოგიური ექსპედიცია.

თავად ზურაბი, ამ გათხრებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. ერთ-ერთ ინტერვიუში, ტაბახმელის გათხრების შესახებ ზურაბი ამბობს:

ვიკიციტატა
„ჩემი განვლილი ექსპედიციებიდან ცალკე მინდა გამოვყო 2017 წლის სრულიად უნიკალური გათხრები ტაბახმელაში. მაშინ შევისწავლეთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბრძოლო სანგარი, სადაც 1921 წლის თებერვალში ცხარე ბრძოლები მიმდინარეობდა რუსი საბჭოთა ოკუპანტების წინააღმდეგ. გამოვავლინეთ ამ ბრძოლების ამსახველი არაერთი არტეფაქტი და უნდა გითხრათ, რომ არქეოლოგიური გათხრების დროს ასეთი ამაღლებული სიამაყის გრძნობა და დიდი წუხილი ერთდროულად არასდროს მქონია. როდესაც ხელით ეხები  ვაზნებს, ჰილზებს,  ქართველ ჯარისკაცთა უნიფორმის ნაფლეთებს,  თვალწინ ცოცხლდება უთანასწორო, მაგრამ თავდადებული ბრძოლები სამშობლოსათვის. მიუხედავად იმისა, რომ 1921 წელი არც ისე შორეული წარსულია, ამ გათხრებმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე და ამაყი ვარ, რომ ქართველი არქეოლოგებიდან პირველს მე მერგო პატივი, არათუ ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობის ბრძოლების ამსახველი არტეფაქტები გამომევლინა, არამედ არქეოლოგიურად პირველს შემესწავლა ზოგადად საბრძოლო ადგილი.[3]

2019-2021 წლებში ზურაბ ბრაგვაძის ხელმძღვანელობით არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობდა სოფელ ითხვისში. ეს გათხრები საკმაოდ სპეციფიკური ხასიათის იყო, რადგან ის მიმდინარეობდა ხელოვნურად გამოწვეული კატასტროფის ადგილზე. არქეოლოგიური გათხრების ადგილზე XX საუკუნის 20-იანი წლებიდან მიმდინარეობდა მანგანუმის მოპოვება. 1987 წელს ტერიტორიაზე არსებული მაღარო ჩაინგრა და 40 ჰექტარი ტერიტორია დაიმეწყრა. დამეწყრილ ტერიტორიაზე მოსახლეობა შემთხვევით პოულობდა არქეოლოგიურ არტეფაქტებს. ამის გამო ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლა გახდა საჭირო, რადგან მეწყრული პროცესები შეუქცევადი ხასიათის იყო. ითხვისის ექსპედიციამ გამოავლინა შუა საუკუნეების (XII-XIII სს.) ნამოსახლარი, მარანი, სხვა მნიშვნელოვანი ნაგებობები და არტეფაქტები. აღსანიშნავია, რომ ეს ამ დრომდე, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი შუა საუკუნეების ყველაზე მასშტაბური ნამოსახლარია.[2]

ზურაბ ბრაგვაძის ხელმძღვანელობით უკანასკნელი არქეოლოგიური ექსპედიცია 2022 წელს, საჩხერეში, თოდაძის ციხეზე ჩატარდა. გათხრების შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი არტეფაქტები, სამარხები და ნაგებობათა ნაშთები. შემდეგ წელს არქეოლოგიური ექსპედიცია უსახსრობის გამო ვერ გაგრძელდა და ზურაბ ბრაგვაძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო ძეგლის სრულყოფილი შესწავლა ვეღარ მოხერხდა.[2]

სამეცნიერო საქმიანობა და პუბლიკაციები

ზურაბ ბრაგვაძის ძირითად კვლევით ინტერესს კოლხეთისა და იბერიის არქეოლოგიის პრობლემები წარმოადგენდა. მათ შორის იყო კოლხეთის სამეფოს გენეზისის პრობლემა, ურთიერთობები რომთან და აქემენიდურ ირანთან, მმართველობის სისტემა კოლხეთსა და იბერიაში. მან ამ საკითხებზე სამი ათწლეულის განმავლობაში არაერთი ნაშრომი გამოაქვეყნა. მნიშვნელოვანი სიცხადე შეიტანა არმაზისხევის პიტიახშთა სახლის გენეალოგიის საკითხში, კოლხეთის სამეფოს წარმოშობის მიზეზების დადგენაში, კოლხეთისა და იბერიის სამეფოების საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხების კვლევაში.[2]

1992 წელს ზურაბ ბრაგვაძემ მერი ინაძისა და ჯურხა ნადირაძის ხელმძღვანელობით საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე: ძვ.წ. V-I საუკუნეების აღმოსავლეთ კოლხეთის ისტორიის ზოგიერთი საკითხი. მომდევნო წელს დისერტაცია წიგნად გამოიცა სათაურით: აღმოსავლეთ კოლხეთი ძვ. წ. V-I საუკუნეებში.[2]

თავისი სამეცნიერო საქმიანობის ფარგლებში, ზურაბ ბრაგვაძემ გამოაქვეყნა 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი საქართველოსა და კავკასიის არქეოლოგიის, ისტორიისა და კულტურის სფეროში; ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულპოლონურ ენებზე. მათ შორის  5 მონოგრაფია და 2  სახელმძღვანელო.[2]

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 2012 წელს ზურაბ ბრაგვაძის ავტორობით გამოცემული „არქეოლოგია“ - პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო არქეოლოგიაში.

1986-2023 წლებში  მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო სიმპოზიუმში ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, პოლონეთში, უნგრეთში, უკრაინაში, რუსეთში, ყაზახეთში, სომხეთში, ირანსა და თურქეთში.

ზურაბი იყო არაერთი წიგნისა, თუ კრებულის თანაავტორი და რედაქტორი. მათ შორის 2013 წელს გამოცემული ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონის ავტორებიდან ერთ-ერთი.

ზურაბ ბრაგვაძე ასევე იყო არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო და სამეცნიერო საბჭოს წევრი და თავმჯდომარე, ასევე სამეცნიერო „არქეოლოგიური ჟურნალის“ მთავარი რედაქტორი; ხელოვნების მუზეუმის „ნარკვევების“  სარედაქციო კოლეგიის წევრი; სამეცნიერო ჟურნალის „იბერია-კოლხეთის“ სარედაქციო საბჭოს წევრი.

2021 წელს გამოიცა ზურაბ ბრაგვაძის მონოგრაფია „კოლხეთი და იბერია-არქეოლოგიური ძიებანი“. წიგნში თავმოყრილია ისეთი საკითხები, როგორებიცაა, კოლხეთისა და ეგეოსური სამყაროს ურთიერთობა, კოლხეთის სამეფოს კავშირები აქემენიდურ ირანთან, კოლხეთის სამეფოს სოციალური და პოლიტიკური ისტორიის საკითხები, კოლხეთისა და იბერიის სამეფოები რომის გლობალურ პოლიტიკურ კონტექსტში, იბერიის პიტიახშების გენეზისის პრობლემა და სხვ.

დამატების სახით წიგნში შესულია რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ტაბახმელის ბრძოლების ამსახველი სანგრის არქეოლოგიური კვლევა. მონოგრაფიაში წარმოდგენილი არქეოლოგიური ძეგლები შესწავლილია ზურაბ ბრაგვაძის უშუალო მონაწილეობით.

პედაგოგიური საქმიანობა

ზურაბ ბრაგვაძე ადრეული 1990-იანი წლებიდან ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. 1992-2003 წლებში იყო თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის (მოგვიანებით თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი დოცენტი. 2009 წელს შეუერთდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ამავე უმაღლეს სასწავლებელში იკავებდა საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტის დეკანისა და სამეცნიერო საბჭოს წევრის თანამდებობებს.[2]

1999-2005 წლებში იყო თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოწვეული ლექტორი, 2010 წელს კი საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.[2]

2011 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, სადაც კითხულობდა არაერთ სასწავლო კურსს. მათ შორის იყო: საქართველოს ისტორია, არქეოლოგია, ანტიკური ქვეყნების ისტორია, ძველი აღმოსავლეთის ისტორია, კავკასიის ხალხთა ისტორია, მსოფლიო ცივილიზაციის ისტორია, ევროპის კულტურული მემკვიდრეობა და სხვა.[2]

პროფესორი ზურაბ ბრაგვაძე აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო კვლევით და საგანმანათლებლო პროექტებში, მათ შორის Erasmus + ჟან მონეს პროექტში. როგორც კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ ბრაგვაძე სამეცნიერო და კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობდა სხვა უნივერსიტეტებთან. 2022 წელს მისი მონაწილეობით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მოიპოვა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლების გრანტი პროექტისთვის „საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე: პოლიტიკა, საზოგადოება, დრო, საქართველოს ინტეგრაციის ნარატივები“.

კვლევითი ინსტიტუტები და საჯარო სამსახური

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1986 წლიდან ზურაბ ბრაგვაძემ მუშაობა დაიწყო შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე. 1992 წელს გახდა მუზეუმის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 1993-1994 წლებში იკავებდა მუზეუმის სწავლული მდივნის თანამდებობას.[2]

1994 წელს, ხელოვნების მუზეუმის იმჟამინდელმა დირექტორმა, ნოდარ ლომოურმა ზურაბ ბრაგვაძე წინაქრისტიანული ხელოვნებისა და არქეოლოგიის განყოფილების გამგედ დანიშნა. ამ თანამდებობაზე ზურაბი 2003 წლამდე მუშაობდა. 2003-2004 წლებში კი კვლავ წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე დაბრუნდა. ზურაბი ყოველთვის მადლიერებითა და პატივისცემით იხსენებდა ნოდარ ლომოურთან მის ურთიერთობას და აღნიშნავდა, რომ დიდმა მეცნიერმა განსაკუთრებული გავლენა იქონია მის პროფესიულ განვითარებაზე.[2]

ხელოვნების მუზეუმში მუშაობის პერიოდში ზურაბ ბრაგვაძე მონაწილეობდა მუზეუმის ეგიდით ჩატარებულ არქეოლოგიურ ექსპედიციებში. წინაქრისტიანული ხელოვნებისა და არქეოლოგიის განყოფილების გამგედ მუშაობის პერიოდში კი მუზეუმის არაერთ არქეოლოგიურ ექსპედიციას უხელმძღვანელა. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მუზეუმის არქეოლოგიური ფონდების მოწესრიგების, ისევე როგორც მუდმივმოქმედი ექსპოზიციების, მათ შორის საგანძურის შევსების საქმეში.[2]

მუზეუმში მუშაობის დროს, ზურაბ ბრაგვაძე აქტიურად იყო ჩართული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. 1992-2004 იყო ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს წევრი; 1995-2004 წლებში ხელოვნების მუზეუმის „ნარკვევების“ სარედაქციო კოლეგიის წევრი; 1999-2001 წლებში იყო სამეცნიერო კონფერენცია „წინაქრისტიანული ხანის ქართული ხელოვნება“ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე; 2000-2005 წლებში „არქეოლოგიური ჟურნალის“ მთავარი რედაქტორი.

2004 წელს ზურაბ ბრაგვაძე სამუშაოდ გადავიდა საქართველოს პარლამენტში. ის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტში წამყვანი სპეციალისტის თანამდებობას 2007 წლამდე იკავებდა. როგორც კომიტეტის თანამშრომელმა აქტიური მონაწილეობა მიიღო არაერთი კანონპროექტის შემუშავებასა და კანონის სრულყოფის საქმეში. მათ შორის აქტიურად იყო ჩართული უმაღლესი განათლების რეფორმის პროცესში, რომლის მიზანიც ქართული უმაღლესი განათლების სისტემის ბოლონიის პროცესთან ინტეგრაცია იყო.[2]

2007 წელს ზურაბ ბრაგვაძემ ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. 2006 წლიდან იყო სამეცნიერო ჟურნალ „იბერია-კოლხეთის“ სარედაქციო საბჭოს წევრი.

2012-2013 წლებში მცირე ხნით იკავებდა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობას. 2013-2015 წლებში იყო სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მთავარი სამეცნიერო კონსულტანტი.[2]

მშვიდობის მშენებლობა

სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის გარდა, ზურაბ ბრაგვაძე აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. მათ შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი დამსახურება მშვიდობის მშენებლობის საქმეში, რაც ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგის პროცესში მის დამსახურებას უკავშირდება. ზურაბი ამ საქმეშიც თამამი მიდგომებით  გამოირჩეოდა და მიიჩნევდა, რომ ჩაკეტილი წრის გარღვევა შესაძლებელი იყო. ის იყო ქართველ და აფხაზი/ოსი ისტორიკოსებისა და არქეოლოგების პროფესიულ სფეროში თანამშრომლობის ინიციატორი. ამ ინიციატივას თავიდან ბევრი უყურებდა სკეპტიკურად, რადგან ისტორიასთან დაკავშირებული საკითხები მხარეებს შორის ყოველთვის მეტ პრობლემას წარმოშობდა, ვიდრე დაახლოებას უწყობდა ხელს.[2]

ზურაბ ბრაგვაძის მიდგომებმა და ძალისხმევამ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო და პროფესიულ წრეებში გააჩინა ნდობის ის ხარისხი, რომელიც მანამდე ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო.[2]

2015 წელს, ზურაბ ბრაგვაძის ინიციატივით, აფხაზურ მხარეს გადაეცა ელექტრონული არქივი, რომელშიც თავმოყრილი იყო ინფორმაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე საბჭოთა პერიოდში ჩატარებული არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგების, ხუროთმოძღვრების ძეგლთა აღწერილობისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა მნიშვნელოვანი სფეროების შესახებ. აღნიშნული მასალა აფხაზი მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო, რადგან აფხაზეთის ომის დროს სოხუმში არსებული არქივი დაიწვა, მასალის დედნები კი მხოლოდ თბილისში იყო დაცული. ქართული მხარის მიერ ამ მასალების გადაცემას აფხაზურ სამეცნიერო წრეებში დადებითი გამოხმაურება ჰქონდა.[2]

აფხაზ და ოს კოლეგებთან თანამშრომლობაზე, ისევე როგორც ამ არქივის გადაცემაზე, ზურაბი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს:

ვიკიციტატა
„ვფიქრობ, ეს იყო ჩემი, როგორც საქართველოს  მოქალაქის, ვალი საკუთარი ქვეყნის წინაშე, რათა მცირე  წვლილი შემეტანა გარედან თავსმოხვეული, უაზრო  ომებით გაყოფილი საზოგადოებების დაახლოებისა და ნდობის აღდგენის პროცესში. გეტყვით, რომ ამ ნაბიჯებს აფხაზი და ოსი მეცნიერების, და, ზოგადად, საზოგადოების გარკვეული ფენების მხრიდან, ჩემთვის სასიამოვნო დადებითი რეაქცია მოჰყვა.“

ზურაბ ბრაგვაძე პროფესიონალიზმისა და  გამორჩეული პიროვნული თვისებების გამო განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობდა აფხაზ და ოს კოლეგებს შორის, რასაც მოწმობს, როგორც მშვიდობის მშენებლობის პროცესში მის მიერ მიღწეული შედეგები, ისე მისი გარდაცვალების შემდეგ ოჯახის მიერ მიღებული სამძიმრის წერილები ცხინვალიდან და სოხუმიდან.[2]

ზურაბს არქივი გადასაცემად გამზადებული ჰქონდა ცხინვალელი კოლეგებისთვისაც, თუმცა პროექტის ფორმალურად დასრულება მის სიცოცხლეში ვერ მოესწრო. სიმბოლურად, ოს ისტორიკოსებს, ზურაბის მიერ შეგროვებული არქივი მისმა შვილმა, დავითმა, მამის გარდაცვალების შემდეგ, 2024 წელს გადასცა.[2]

მსგავსი პროექტების რეალიზაციის მიზნით, ზურაბი აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო ინსტიტუტებთან. მისი პროექტებს მხარდაჭერას უწევდნენ: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM), ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამა „ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი“ (COBERM), EU4Dialogue და სხვა. ამ მიმართულებით ზურაბი აქტიურად თანამშრომლობდა შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებთანაც.[2]

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი, ორგანიზაცია, რომლის ეგიდითაც ზურაბი ამ მიმართულებით მუშაობდა, მისი გარდაცვალებას ასე გამოეხმაურა:

ვიკიციტატა
„ზურა ნამდვილად განსაკუთრებული ადამიანი იყო თავისი პროფესიონალიზმით, საქმისადმი ერთგულებითა და პიროვნული თვისებებით. მისი მოღვაწეობა ფასდაუდებელია მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის პროცესში. ის მრავალი თამამი ინიციატივის ავტორი და სულისჩამდგმელი იყო. სამშვიდობო მიმართულებით ზურას მიერ წამოწყებულმა და შესრულებულმა საქმეებმა ნამდვილად მოახდინა გავლენა ნდობის აღდგენის პროცესებზე და სრულიად ახლებური კუთხით წარმოაჩინა ადამიანური შესაძლებლობები ისეთ სფეროებში, რომლებთან შეჭიდებას ადრე ვერავინ ბედავდა. დარწმუნებული  ვართ, რომ მისი ინიციატივები, განხორციელებულიც და მომავალზე ორიენტირებულიც, მრავალი კარგი საქმის წამოწყებას შეუწყობს ხელს.[4]

ოჯახი და გარდაცვალება

ზურაბ ბრაგვაძემ თავისი მეუღლე, ნანა კაპანაძე საირხის არქეოლოგიურ ექსპედიციაში გაიცნო. ქორწინების შემდეგ მათ შეეძინათ დავითი (1988), რომელიც პროფესიით ისტორიკოსია და ანა (1990) — პროფესიით ფსიქოლოგი.

მისი მეუღლე ნანა, ამჟამად საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელია. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 2008 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ზემო იმერეთის შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები“.

ზურაბი ყოველთვის განსაკუთრებული მადლიერებით იხსენებდა ნანას მხარდაჭერას. ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობს:

ვიკიციტატა
„„მე მისი ძალიან მადლიერი ვარ, რადგან გაჭირვების და სირთულეების დროს ყოველთვის ვგრძნობ მის თანადგომას. ბნელ 90-იან წლებში საკუთარი ოქროს სამკაულებიც კი გაყიდა, რომ მე ჩხარის გათხრები მიმეყვანა ბოლომდე და მაშინ აღმოჩენილი ოქროს საყურეები დღეს ხელოვნების მუზეუმის საგანძურშია გამოფენილი.[5]

ზურაბ ბრაგვაძე 2023 წლის 29 ნოემბერს, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე.

გარდაცვალების შემდეგ

2024 წლის 2 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის ისტორიულ შენობაში სტუდენტების ინიციატივითა და უნივერსიტეტის პრეზიდენტის, კახა შენგელიას გადაწყვეტილებით ერთ-ერთ აუდიტორიას ზურაბ ბრაგვაძის სახელი ეწოდა.[6]

ზურაბ ბრაგვაძის სახელობის აუდიტორიის დაფაზე განთავსებული ბიოგრაფიის დასაწყისში აღნიშნულია:

ვიკიციტატა
„განუზომელია ცნობილი ისტორიკოსისა და არქეოლოგის, პროფესორ ზურაბ ბრაგვაძის ღვაწლი და დამსახურება კავკასიის უნივერსიტეტის წინაშე. პროფესორი ზურაბ ბრაგვაძე გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, ინტელექტით, პროფესიონალიზმითა და კეთილშობილებით. იგი დამსახურებული ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობდა კოლეგებსა და სტუდენტებს შორის.[2]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Read other articles:

This is the full list of ranks and rates used in the Russian Federation. Military ranks Deck ranks are used by: Ministry of Defense Navy — Deck personnel only Federal Security Service (FSB) Russian FSB Coast Guard National Guard (FSVNG) National Guard Naval Service Corps Troop ranks are used by: Ministry of Defense Aerospace Forces Air Force Space Forces Aerospace Defense Forces Ground Forces Navy — Naval Infantry, Naval Aviation, Coastal Defense troops, Medical Service, and over-shore se...

 

American monthly periodical (1789-1792) The American Museum (also known as, The American Museum; or Repository of Ancient and Modern Fugitive Pieces &c. Prose and Poetical and The American Museum, or, Universal Magazine) was a monthly American literary magazine published by Mathew Carey in the late-18th century. The American Museum shares with the Columbian Magazine the honor of being the first successful American magazine.[1] Carey established the magazine in Philadelphia, Pennsy...

 

Prang Sam Yot Prang Sam Yot Phra Prang Sam Yot (Thai: พระปรางค์สามยอด, wörtl. „Drei Heilige Prangs“) sind drei Laterit-Prangs aus der Khmer-Zeit (11. Jahrhundert) in der Altstadt von Lop Buri, Provinz Lop Buri. Die Provinz Lop Buri liegt in der Zentralregion von Thailand. Inhaltsverzeichnis 1 Lage 2 Geschichte 3 Heutige Nutzung 4 Quellen 5 Weblinks Lage Phra Prang Sam Yot liegen auf einem kleinen Hügel im Zentrum der Altstadt von Lop Buri direkt an der Eise...

24時間テレビ 「愛は地球を救う」 > 24時間テレビ 愛は地球を救う19 24時間テレビ 愛は地球を救う19ONE LOVE〜つなげよう!ひとつの愛〜 番組の生放送が行われた日本武道館ジャンル 大型特別番組演出 渥美光三、土屋泰則、財津功/佐藤一(共に総合演出)司会者 徳光和夫永井美奈子(日本テレビアナウンサー)出演者 瀬戸朝香間寛平江角マキコ赤井英和エンディング ...

 

Volvo Car Corporation Logo Rechtsform Aktiebolag ISIN SE0016844831 Gründung 1927 Sitz Torslanda, Göteborg, Schweden Schweden Leitung Jim Rowan, CEO[1] Mitarbeiterzahl 43.000[2] Umsatz 330 Mrd. SEK Branche Automobilindustrie Website www.volvocars.com Stand: 2022 Die Volvo Car Corporation ist ein börsennotierter schwedischer Automobilhersteller. Der Hauptsitz des Unternehmens befindet sich in Göteborg (Schweden). Die Volvo Car Group stellte ursprünglich ein Kerngeschä...

 

حفصة بنت سيرين معلومات شخصية الميلاد 30 هـالبصرة  تاريخ الوفاة 100 هـ الكنية أمّ الهُذيل[بحاجة لمصدر] أقرباء محمد بن سيرين (أخ)  الحياة العملية المهنة محدثة،  وأستاذة جامعية  تعديل مصدري - تعديل   حفصة بنت سيرين، أم الهذيل فقيهة أنصارية.[1] رواياتها من روت ع...

KontraSKomisi untuk Orang Hilang dan Korban Tindak KekerasanSingkatanKontraSTanggal pendirian20 Maret 1998TipeOrganisasi hak asasi manusiaKantor pusatJalan Kramat II/7, Kwitang, SenenLokasiJakarta Pusat, IndonesiaWilayah layanan IndonesiaDewan komisarisBadan PengurusKetua Badan PengurusIndria Fernida[1] (2020-23)Koordinator Badan PekerjaDimas Bagus Arya[1]Tokoh pentingMunir Said ThalibIrwan AhmettCholil MahmudSri SuparyatiAti NurbaitiUsman HamidHaris AzharAfiliasiAAT, FORUM-AS...

 

This article does not cite any sources. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Craigavon ministry – news · newspapers · books · scholar · JSTOR (May 2019) (Learn how and when to remove this template message) Craigavon ministry1st Government of Northern IrelandDate formed7 June 1921Date dissolved24 November 1940People and organisationsHead of stateGeorge V ...

 

Artikel ini mendokumentasikan suatu wabah terkini. Informasi mengenai hal itu dapat berubah dengan cepat jika informasi lebih lanjut tersedia; laporan berita dan sumber-sumber primer lainnya mungkin tidak bisa diandalkan. Pembaruan terakhir untuk artikel ini mungkin tidak mencerminkan informasi terkini mengenai wabah ini untuk semua bidang. Artikel atau sebagian dari artikel ini mungkin diterjemahkan dari 2022 hepatitis of unknown origin in children di en.wikipedia.org. Isinya masih belum aku...

Association of molecules in which a fraction of electronic charge is transferred between them Structure of one part of one stack of the charge-transfer complex between pyrene and 1,3,5-trinitrobenzene.[1] In chemistry, a charge-transfer (CT) complex or electron-donor-acceptor complex describes a type of supramolecular assembly of two or more molecules or ions. The assembly consists of two molecules that self-attract through electrostatic forces, i.e., one has at least partial negative...

 

Below are statistics and records related to Galatasaray. Honours See also: Galatasaray S.K. in European football Domestic competitions Süper Lig Winners (23) (record): 1961–62, 1962–63, 1968–69, 1970–71, 1971–72, 1972–73, 1986–87, 1987–88, 1992–93, 1993–94, 1996–97, 1997–98, 1998–99, 1999–2000, 2001–02, 2005–06, 2007–08, 2011–12, 2012–13, 2014–15, 2017–18, 2018–19, 2022–23 Runners-up (11): 1959, 1960–61, 1965–66, 1974–75, 1978–79, 1985–...

 

У Вікіпедії є статті про інші вулиці з такою назвою: Промислова вулиця. Промислова вулицяКиїв Місцевість БортничіРайон ДарницькийЗагальні відомостіПротяжність близько 2,5 кмКоординати початку 50°22′25″ пн. ш. 30°42′38″ сх. д. / 50.3736139° пн. ш. 30.7106056° ...

此條目需要补充更多来源。 (2014年4月16日)请协助補充多方面可靠来源以改善这篇条目,无法查证的内容可能會因為异议提出而被移除。致使用者:请搜索一下条目的标题(来源搜索:勸修寺晴子 — 网页、新闻、书籍、学术、图像),以检查网络上是否存在该主题的更多可靠来源(判定指引)。 日語寫法日語原文勧修寺 晴子假名かじゅうじ はるこ平文式罗马字Kajūji Haruk...

 

坐标:43°37′54″N 70°16′22″W / 43.63167°N 70.27278°W / 43.63167; -70.27278 南波特蘭 南波特蘭(英語:South Portland),位於美國緬因州坎伯蘭縣,是該州的第四大的城市。根據美國2000年人口普查,人口為23,324人。南波特蘭建于1895年。它位于海滨,是波特蘭的港口,可以展望波特蘭天幕和卡斯考湾中的岛屿。由于波特蘭交通非常方便,因此南波特蘭成为当地的商业...

 

Градски стадион ШтипCity Stadium ŠtipFull nameGradski stadion ŠtipLocationŠtip, North MacedoniaOwnerŠtip MunicipalityCapacity4,000SurfaceGrassConstructionRenovated2016TenantsFK Bregalnica Štip City Stadium Štip (Macedonian: Градски стадион Штип) is a multi-purpose stadium in Štip, North Macedonia. It is mostly used for football matches and is currently the home stadium of FK Bregalnica Štip. The stadium holds 4,000 people. It will hold maybe over 10...

Guinea-Bissau Air ForceForça Aérea da Guiné-BissauFounded1974; 49 years ago (1974)Country Guinea-BissauTypeAir forceRoleAerial warfarePart ofRevolutionary Armed Forces of the PeopleHeadquartersBissauInsigniaRoundelAircraft flownTransportCessna 208[1]Military unit The Guinea-Bissau Air Force (Portuguese: Força Aérea da Guiné-Bissau) is the air force arm of the military of Guinea-Bissau. History On leaving Bissalanca by 1973–74, the Portuguese Air For...

 

Maluku Selatan Julukan Burung Maleo Asosiasi Asosiasi Sepak Bola Maluku Pelatih Penampilanterbanyak Pencetak gol terbanyak Seragam kandang Seragam tandang Pertandingan internasional pertamaPapua Barat 1 - 1 Maluku Selatan(Den Haag, Belanda; 23 Juni 2005) Kemenangan terbesarMaluku Selatan 3-1 Chechnya(Den Haag, Belanda; 23 Juni 2005) Kekalahan terburuk Tim nasional sepak bola Maluku Selatan adalah tim resmi dari Republik Maluku Selatan. Mereka tidak bergabung pada FIFA ataupun AFC, dan mereka ...

 

This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) A major contributor to this article appears to have a close connection with its subject. It may require cleanup to comply with Wikipedia's content policies, particularly neutral point of view. Please discuss further on the talk page. (July 2017) (Learn how and when to remove this template message) Some of this article's listed sources may no...

American variety TV series (1948–1971) Toast of the Town redirects here. For the song by Mötley Crüe, see Too Fast for Love. For the radio program, see The Ed Sullivan Show (radio program). The Ed Sullivan ShowLogo used for The Best of the Ed Sullivan Show package of clip shows since the early 1990s.Also known asToast of the Town (1948–55)GenreVarietySketch comedyPresented byEd SullivanNarrated by Bern Bennett Art Hannes Ralph Paul (announcer) Theme music composerRay BlochOpening themeT...

 

Bandshell in Millennium Park in Chicago, Illinois, United States Jay Pritzker PavilionThe Pavilion in October 2022AddressMillennium Park201 E. Randolph StreetChicago, IllinoisUnited StatesCoordinates41°52′59″N 87°37′19″W / 41.88306°N 87.62194°W / 41.88306; -87.62194Parking2218 (shared with Millennium Park)[2]OwnerCity of ChicagoCapacity11,000 (4,000 fixed, 7,000 lawn)[1]Current usePerforming artsConstructionOpenedJuly 16, 2004Years active200...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!