რგანი — სოფელი საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი რგანი). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, ზღვის დონიდან 750 მეტრი, ჭიათურიდან 8 კილომეტრი. სოფელში დგას XI-XII საუკუნეების წმინდა გიორგის ეკლესია, რომელსაც გააჩნია რამდენიმე ლაპიდარული წარწერა. სოფელში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1316 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
1958 |
947 |
1011
|
2014[1] |
1316 |
645 |
671
|
ლიტერატურა
სქოლიო