ხრეითი — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდ. ბუჯის (ჩოლაბურის
მარცხენა შენაკადი) ზემოთში, ზღვის დოინიდან 920 მეტრი. ჭიათურიდან — 18 კმ., ქუთაისიდან — 88 კმ., თბილისიდან — 198 კმ. სოფელში მოქმედებს საჯარო სკოლა.
ეტიმოლოგია
სოფლის სახელში გამოიყოფა დაბოლოება „ითი“ და ფუძე „ხრე“ ანუ „ღრე“, რაც შემორჩენილია სიტყვებში: კლდე-ღრე, ტყე-ღრე. ესე იგი ხრეითი კლდიან, ღორღიან ადგილს ნიშნავს.
ისტორია
წყაროებში პირველად იხსენიება XVI საუკუნეში. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მესიმინდეობა და მეხილეობა.
გეოგრაფია
სოფელი მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ბუჯის (ჩოლაბურის მარცხენა შენაკადი) ზემოთში. ზღვის დონიდან 920 მეტრი, ჭიათურიდან 18 კილომეტრი. სოფლის ჩრდილოეთით მდებარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის უმაღლესი მწვერვალი საწალიკე (1996 მ.).
დემოგრაფია
სოფელში 1820-იან წლებში ცხოვრობდა 100-120 ადამიანი. მოჰყავდათ სიმინდი, ფეტვი, ქერი, მისდევდნენ მევენახეობას.[2]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1644 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
2706 |
1363 |
1343
|
2014[1] |
1644 |
827 |
817
|
ღირსშესანიშნაობები
სოფელში არის მთამსვლელების სიმონ, ალიოშა და ალექსანდრა ჯაფარიძეების სახლ–მუზეუმი., ფეოდალური ხანის ორი ციხე-დარბაზი, ზეცხის წმინდა გიორგის ეკლესია, მარიამწმინდის ეკლესია. ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი[4].
ლიტერატურა
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ჟაკ ფრანსუა გამბა, „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“, გვ. 124 — „განათლება“, თბილისი, 1987
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ დვალაშვილი გ., ხანდოლიშვილი ლ. და სხვები, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, თბ., 2017, გვ. 10