ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2022 (ასევე ცნობილი როგორც XXIV ზამთრის ოლიმპიური თამაშები; ჩინ.: 第二十四届冬季奥林匹克运动会) ― საერთაშორისო ასპარეზობა ზამთრის სპორტის მრავალ სახეობაში. ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქია პეკინი, ჩინეთი. თამაშები ოფიციალურად 4 თებერვალს გაიხსნა, თუმცა წინაშესარჩევი ღონისძიებები 2 თებერვლიდან ტარდებოდა.
მასპინძელ ქალაქად პეკინი 2015 წელს კუალა-ლუმპურში გამართულ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 128-ე სესიაზე შეარჩიეს. 2022 წლის ოლიმპიური თამაშები ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშებია ჩინეთში. ზედიზედ მესამედ, ოლიმპიური თამაშები აღმოსავლეთ აზიაში ტარდება (2018 წელს ― ფიონგჩანგში, 2020 წელს ― ტოკიოში). პეკინი პირველი ქალაქია, რომელმაც როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა.
1896 • 1900 • 1904 • 19061 • 1908 • 1912 • (1916)2 • 1920 • 1924 • 1928 • 1932 • 1936 • (1940)2 • (1944)2,3 • 1948 • 1952 • 1956 • 1960 • 1964 • 1968 • 1972 • 1976 • 1980 • 1984 • 1988 • 1992 • 1996 • 2000 • 2004 • 2008 • 2012 • 2016 • 2020 • 2024 • 2028 • 2032
1924 • 1928 • 1932 • 1936 • (1940)2 • (1944)2 • 1948 • 1952 • 1956 • 1960 • 1964 • 1968 • 1972 • 1976 • 1980 • 1984 • 1988 • 1992 • 1994 • 1998 • 2002 • 2006 • 2010 • 2014 • 2018 • 2022 • 2026