ზაზა შეყილაძე

ზაზა შეყილაძე
დაბადების თარიღი 17 ნოემბერი, 1963 (1963-11-17) (61 წლის)
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა გენერალური აუდიტორის მოადგილე

ზაზა შეყილაძე (დ. 17 ნოემბერი, 1963) — ქართველი ეკონომისტი და ფინანსისტი. საქართველოს გენერალური აუდიტორის მოადგილე 2023 წლის 11 აპრილიდან.[1]

ბიოგრაფია

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1985 წელს. ამავე უნივერსიტეტში 1988 წელს მიიღო მაკროეკონომიკის მაგისტრის ხარისხი.

2014-2023 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ხელმძღვანელობდა სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტს. 2002-2008 წლებში კი, მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში (კონტროლის პალატაში) მთავარი კონტროლიორის თანამდებობა ეკავა.

1988-1991 წლებში ზაზა შეყილაძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო, 1991-1994 წლებში კი ყვარლის რაიონის გამგეობაში ხელმძღვანელი თანამდებობები (პრეფექტის მოადგილე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე) ეკავა. 1994 -1996 წლებში, ის სს „აგრომრეწვბანკის“ ყვარლის განყოფილების მმართველი იყო, 1996–2000 წლებში კი, სს „გაერთიანებული ქართული ბანკის“ გურჯაანის რეგიონალურ ფილიალს ხელმძღვანელობდა. 2008-2014 წლებში, საქმიანობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, სადაც სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობდა. აქვს საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!