1895 : ივლისი — ვილჰელმ ლეები სამხედრო სამსახურში შევიდა და ჩაირიცხა მე-4 საველე-საარტილერიო პოლკ "კიონიგის" რიგებში, რომელიც სტაციონირებული იყო აუგსბურგში. თავისი ნიჭის წყალობით ლეებმა მალე ბრწყინვალე სამხედრო კარიერა გააკეთა.
1900—1901 : ბოქსერთა აჯანყებასთან დაკავშირებით ჩინეთმა ომი გამოუცხადა ევროპის მთელ რიგ ქვეყნებს. ლეები ჩინეთის წინააღმდეგ ომში აღმოსავლეთ აზიური საველე-არტილერიის პოლკის 1-ლი სამთო ბატარეის ოცმეთაური იყო.
1912 : ლეებმა იქორწინა მარია შროტზე, ბავარიელი კავალერიის გენერლის ასულზე.
მარტი — იგი დაინშნა მე-10 საველე-საარტილერიო პოლკის ბატარეის მეთაურად ერლანგენში.
1915 : გაზაფხულიდან ლეები,როგორც 11-ე ბავარიული ინფანტერიის დივიზიის გენშტაბის 1-ლი ოფიცერი მონაწილეობას იღებდა პირველი მსოფლიო ომის თითქმის ყველა დიდ ბრძოლაში.
ლეები დაჯილდოებულ იქნა ბავარიული "მაქს-იოზეფის სამხედრო ორდენით". ამ ორდენის კავალერობით მას ავტომატურად მიენიჭა "რაინდის" (გერმ. Ritter) ტიტული. ეს ტიტული მემკვიდრეობით არ გადაიცემა.
1918 : ვილჰელმ ფონ ლეებს დაევალა სამხედრო-ისტორიული კვლევების ჩატარება.
1938 : ლეებმა გამოაქვეყნა ნაშრომი "თავდაცვა" (გერმ. "Die Abwehr"), რომლისთვისაც მაშინ საზოგადოებას დიდი ყურადღება არ მიუქცევია, თუმც დღეისათვის ეს ნაშრომი სამხედრო-თეორეტიკოსთა ერთ-ერთი სამაგიდო წიგნია.
თებერვალი — ბლომბერგ-ფრიჩის-სკანდალთან დაკავშირებით ვილჰელმ ფონ ლეები სამსახურიდან დაითხოვეს, რამაც კიდევ უფრო გაადიდა კონსერვატორ-კოთოლიკე ლეების დისტანცია ნაცისტურ ხელისუფლებასთან.
1940 : მიუხედავად ნაცისტური მთავრობისადმი მისი სკეპტიკური დამოკიდებულებისა ლეები აქტიურ მონაწილეობას იღებდა მეორე მსოფლიო ომში. იგი მეთაურობდა "არმიათა ჯგუფ "ც"-ეს (გერმ. Heeresgruppe C) დასავლეთ ევროპაში.
1941—1942 : ზამთარი — მიუხედავად საწყისი წარმატებისა ბალტიისპირეთში ლეებმა ვერ შეძლო ლენინგრადის აღება. ჰიტლერმა მის მიერ შეთავაზებული სტრატეგიული უკანდახევის გეგმა უარყო, რამაც უარყოფითად იმოქმება ამ ორი პიროვნების ურთიერთობაზე.
1942 : იანვარი — მოსკოვთან დამარცხების შემდეგ ჰიტლერმა მთელი რიგი გენერლებისა თანამდებობებიდან მოხსნა. ლეებმა პირადად სთხოვა გათავისუფლება ჰიტლერს, რაც დააკმაყოფილეს და იგი ჰეერის მთავარსარდლობის (გერმ. Oberkommandos des Heeres) რეზერვში გადაიყვანეს. ამიერიდან მას აქტიური სამხედრო როლი აღარ უთამაშია.
1944 : 13 ივლისი — ლეებმა გადაწყვიტა 638 000 რაიხსმარკად დიდი მამულის ყიდვა ბავარიაში, თუმც ჰიტლერმა მას დაასწრო და ეს მამული საჩუქრად გადასცა.
1945 : 2 მაისი — გერმანიის კაპიტულაციამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკელმა ჯარისკაცებმა ვილჰელ ფონ ლეები სამხედრო პატიმრობაში აიყვანეს.
1948 : 27/28 ოქტომბერი - სამხედრო დანაშაულის შემცველი ბრძანებების გატარებისათვის ლეებს ნიურნბერგის ტრიბუნალზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და რაკი 3 წელი ის უკვე პატიმრობაში იჯდა იგი მომდევნო დღესვე გაათავისუფლეს. მიუხედავად იმისა, რომ ტრიბუნალზე შეცდომა მოხდა და ლეები მცდარი საბუთების გამო გაასამართლეს პროცესი მაინც მართებულად იქნა აღიარებული, თუმც ლეების დანაშაული დამტკიცებულ ვერ იქნა.
1954 : იგი ბავარიული "მაქს-იოზეფის-სამხედრო ორდენის" გროსკანცლერად აირჩიეს.