რკინის ჯვარი (ორდენი)

რკინის ჯვარი

რკინის ჯვარი (გერმ. Das Eiserne Kreuz) — გერმანული სამხედრო ორდენი, რომელიც დააარსა პრუსიის მეფემ ფრიდრიხ ვილჰელმ III-მა 1813 წლის 10 მარტს.

ფორმა და ისტორიული წარმომავლობა

ორდენის ფორმის ნიმუშად აღებულ იქნა გერმანული ორდენის ჯვრის ფორმა — შავი ჯვარი ტიპური ფართო დაბოლოებებით, ისეთი, როგორსაც გერმანული ორდენის რაინდები თეთრ მოსასხამზე ატარებდნენ XIV საუკუნეში.

ნიმუში თვით მეფე ფრიდრიხ-ვილჰელმ III-მ დახატა, რომელიც საბოლოოდ დაამუშავა კარლ ფრიდრიხ შინკელმა. მას, როგორც წესი, რკინისაგან ამზადებდნენ პრუსიის სამეფო ჩამომსხმელ ქარხანაში.

მნიშვნელობა

«რკინის ჯვრის» მაღალი ხარისხები 1813 წლისთვის წარმოადგენდნენ უმაღლეს გერმანულ სამხედრო ჯილდოებს. ასეთი პატივით სარგებლობდა მხოლოდ ორდენი „პურ ლე მერიტი“, რომელიც მხოლოდ ოფიცრებს ენიჭებოდათ და „შავი არწივის ორდენი“, რომელიც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ მიენიჭებოდა ვინმეს.

რკინის ჯვრის ადრეული ვარიანტები

რკინის ჯვარი მესამე რაიხის დროს

რკინის ჯვარი

II კლასის ჯვარი

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჰიტლერმა აღადგინა „რკინის ჯვარი“, როგორც ორდენი. იგი 1813 წლის მოდელზე ოდვან სქელი იყო, წინა გვერდზე ჰქონდა წარწერა „1939“ და ჯვრის შუაგულში „სვასტიკა“. განსხვავებით პრუსიული ტრადიციისა, ეტარებინათ ორდენი შავ-თეთრ ბაფთაზე, ნაცისტებმა ახალი, შავ-თეთრ-წითელი ბაფთა დააწესეს.

1939-1945 წლებში არსებობდა „რკინის ჯვრის“ 4 საფეხური.

  • რკინის ჯვარი II კლასის (შავ-თეთრ-წითელი ბაფთით)
  • რკინის ჯვარი I კლასის (სარჭით)
  • რკინის ჯვრის რაინდის ჯვარი
  • რკინის ჯვრის დიდი ჯვარი

რკინის ჯვრის რაინდის ჯვარი

რკინის ჯვრის რაინდის ჯვარი ან უბრალოდ რაინდის ჯვარი (გერმ. Ritterkreuz des Eisernen Kreuzes, ან Ritterkreuz) მიენიჭებოდათ მხოლოდ განსაკუთრებული გმირობის ჩადენის შემთხვევაში. არსებობდა ორდენის შემდეგი ხარისხები:


წესისამებრ ორდენს ატარებდნენ ყელზე.

გერმანიის უმაღლესი სამხედრო ჯილდო

ნაცისტური გერმანიის უმაღლესი სამხედრო ჯილდო „რკინის ჯვრის რაინდის ჯვარი ოქროს მუხის ფოთოლით, ხმლებით და ბრილიანტებით“ (გერმ. das Ritterkreuz des Eisernen Kreuzes mit Goldenem Eichenlaub, Schwertern und Brillanten) დაარსდა 1944 წლის 29 დეკემბერს სპეციალურად ერთი კაცისათვის. 1945 წლის 1 იანვრის ახალი წლის ღამეს ადოლფ ჰიტლერმა იგი საზეიმო ვითარებაში გადასცა ჰანს-ულრიხ რუდელს. რუდელი ერთადერთი პიროვნებაა, რომელსაც ეს ორდენი მიენიჭა.

რკინის ჯვარი დღეს

რკინის ჯვარი პოპ კულტურაში

West Coast Choppers-ის რკინის ჯვარი

რკინის ჯვარი პოპულარობით სარგებლობს ბაიკერებში, სკინხედებსა და სხვებში. გერმანული სამხედრო რკინის ჯვარი ძირითადფად ხულიგნური იმიჯის შესაქმნელად ან წინააღმდეგობის და არა-კონფორმისტობის აღსანიშნავად გამოიყენება. სამოციანებში რკინის ჯვარი მიღებული იყო ამერიკელი სერფერების მიერ, რომლებიც მათი მამების მიერ მეორე მსოფლიო ომიდან ჩამოტანილ რკინის ჯვრებს ატარებდნენ. მას ხშირად ასევე გერმანული, განსაკუთრებით ფოლკსვაგენის ფირმის ავტომობილების მფლობელები მათი ავტომობილების წარმომავლობის ხაზგასასმელად გამოიყენებენ. ედ როთმა შექმნა სპეციალური აქსესუარები ჰოთ როდერებისა და ჩოპერებისთვის, მათ შორის პოპულარული სერფერის ჯვარი. არსებობს ამერიკული hardcore-ის შემსრულებელი ჯგუფი სახელწოდებით რკინის ჯვარი. მეტალიკის წამყვანი მომღერალი და გიტარისტი ჯეიმზ ჰეტფილდი იყენებდა რკინის ჯვარს როგორც ემბლემას. ეს ვერსია ცნობილია როგორც - „ESP JH-6 Iron Cross“. დანიელ როსტენი, შვედური ბლეკ-მეტალის ჯგუფის მარდუკის სოლისტი ხშირად იყენებს რკინის ჯვარს სარეკლამო გადაღბებისა და კონცერტების დროს.

წყაროები

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!