ვატიკანის საიდუმლო არქივი (ლათ.Archivum Secretum Vaticanum) - ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოში მდებარე სახელმწიფო დოკუმენტაციის, პაპის ფინანსური წიგნაკების, ვატიკანის საკანონმდებლო დოკუმენტაციის საცავი. საიდუმლო არქივი ვატიკანის ბიბლიოთეკას მე-17 საუკუნეში გამოეყო, პაპი პავლე V-ის ბრძანების თანახმად. გამომდინარე იქიდან, რომ დოკუმენტთა უმრავლესობა კონფიდენციალურია, 1881 წლამდე არქივი მთლიანად მიუწვდომელი იყო მკვლავართათვის. თუმცა 1881 წელს, პაპმა ლეო XIII-მ მკვლევარებს ნებართვა დართო გაცნობოდნენ ვატიკანის საიდუმლო დოკუმენტაციას. დღესდღეობით, ყოველწლიურად ათასზე მეტი მკვლევარი სარგებლობს ვატიკანის არქივის დოკუმენტაციით.
ლიტერატურა
The Secret Archives of the Vatican. Boston: Little, Brown, 1969 (republished 1996). ISBN 0-7607-0125-3