ვატიკანის მუზეუმები (იტალ.Musei Vaticani) — მსოფლიოში უდიდესი მუზეუმი, მდებარეობს ვატიკანში. დააარსა რომის პაპმაიულიუს II-მ XVI საუკუნეში. 2007 წელს მუზეუმებს დასათვალიერებლად ეწვია 4.310.083 ტურისტი.
მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ვატიკანის მუზეუმს ხშირად ძარცვავდნენ, ხშირად ზარალდებოდა ომის გამო, მაინც ერთ-ერთი საუკეთესო და უდიდესი ისტორიის მქონე მუზეუმია. ყოველთვის ემატებოდა და ყოველთვის ივსებოდა კოლექცია, დაწყებული რენესანსის ეპოქიდან. დღეს ერთ-ერთი ყველაზე ფართო კომპლექსის მქონე მუზეუმია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ პინაკოთეკას, პიუს-კლემენტის, რაფაელის და სიქსტის კაპელას განყოფილებებს.