ვასილ ჩალაძე

ვასილ ჩალაძე
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 9 სექტემბერი, 1913
დაბადების ადგილი სოფ. ნაკიეთი, რაჭის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 2010
გარდაცვალების ადგილი რუსთავი, საქართველო
წოდება პოლკოვნიკი
თანამდებობა
  • რუსთავის ქალაქკომის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგე (1946–1951)
  • რუსთავის ქალაქკომის მეორე მდივანი (1951–1952)
  • რუსთავის ქალაქკომის პირველი მდივანი (1952–1957)
  • საქართველოს კომპარტიის კომიტეტის პასუხისმგებელი ორგანიზატორი.
  • შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
  • თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მდივანი
  • თბილისის ომის, შრომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარე
ბრძოლები/ომები დიდი სამამულო ომი
ჯილდოები ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
რუსთავის საპატიო მოქალაქე

ვასილ დიანოსის ძე ჩალაძე (დ. 9 სექტემბერი, 1913, სოფ. ნაკიეთი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი — გ. 2010 რუსთავი) — ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პოლკოვნიკი, თბილისის ომის, შრომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარე.

ბიოგრაფია

1939 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მალევე დაინიშნა ამავე ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ. 1941 წელს დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლა. დიდი სამამულო ომის დროს, 1941-1942 წლებში, მონაწილეობა მიიღო კარელიის ფრონტზე გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ.

1942 წლის ივლისში საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებით კარელიის ფრონტიდან იგი გადმოიყვანეს ამიერკავკასიის ფრონტის განკარგულებაში ახალჩამოყალიბებულ ქართულ სამხედრო შენაერთებში, სადაც მონაწილეობა მიიღო ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტის ბრძოლებში — დივიზიის პოლიტგანყოფილების უფროსი ინსტრუქტორის, პოლკის კომისრის, პოლკის მეთაურის მოადგილის თანამდებობებზე.

დიდი სამამულო ომის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს გადაიყვანეს რუსთავის ველზე ამიერკავკასიის მეტალურგიული კომბინატისა და ქიმიური ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით დანიშნეს ჯერ რუსთავის ქალაქკომის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგედ, 1951 წელს — ქალაქკომის მეორე მდივნად, ხოლო 1952 წლიდან 1957 წლამდე — პირველ მდივნად.

მალე ვასილ ჩალაძე დაწინაურდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პასუხსაგებ თანამდებობაზე. ერთხანს იმუშავა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო ათეული წლების განმავლობაში — თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მდივნად. ბოლოს თბილისის ომის, შრომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა საბჭოს ჩაუდგა სათავეში.

ჯილდოები

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!