ვარსკვლავური გზა: ორიგინალური სერიალი (ინგლ. Star Trek: The Original Series, TOS) — სამეცნიერო ფანტასტიკური ტელესერიალი, რომელმაც დაუდო სათავე „ვარსკვლავურ გზას“, შექმნილია ჯინ როდენბერის მიერ. პრემიერა გაიმართა 1966 წლის 8 სექტემბერს. სერიალი შედგება სამი სეზონისა და 80 სერიისგან. სერიალი დასრულდა 1969 წელს, თუმცა მოგვიანებით გამოვიდა მისი გაგრძელება ანიმაციური სერიალის სახით. სერიალის მიხედვით გადაღებულია ექვსი სრულმეტრაჟიანი ფილმი.
თავდაპირველად სერიალი გამოდიოდა სახელწოდებით: „ვარსკვლავური გზა“ (ინგლ. Star Trek), მოგვიანებით „ვარსკვლავური გზის“ სხვა სერიალების გამოსვლის შემდეგ სერიალს ეწოდა „ორიგინალური სერიალი“ (ინგლ. The Original Series).
სერიალში მოქმედება მიმდინარეობს XXIII საუკუნეში (2264—2269 წლები) და მოგვითხრობს პლანეტების გაერთიანებული ფედერაციის კოსმოსურ ხომალდ USS ენტერპრაიზ NCC-1701_ის ხუთწლიანი სამეცნიერო-კვლევითი მისიის შესახებ, კაპიტან ჯეიმზ კირკის მეთაურობით.