ვანათი, ყოფილი მიგირლო, მიღირლო — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში (ქვემო ქართლის მხარე), ბოლნისის მუნიციპალიტეტში (რაჭისუბნის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს მდ. ფოლადაურის (მაშავრის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 510 მ-ზე, ბოლნისიდან 6 კმ-ში.
სოფელი მიგირლო ჩამოყალიბდა XIX საუკუნის II ნახევარში ქვემო ქართლის (ბორჩალოს) აზერბაიჯანულენოვანი მომთაბარეების ბინადარი ცხოვრების წესზე გადასვლასთან დაკავშირებით.[2] დღევანდელი სოფლის სიახლოვეს ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე (XVIII ს.) აღნიშნულია ადგილი „ვანათი“, რის მიხედვითაც ეს სახელი ეწოდა სოფლის დასავლეთით, მინდორზე შემორჩენილ ადრეული შუა საუკუნეების სამეკლესიანი ბაზილიკის ნანგრევებს,[3] 1991 წელს კი — თავად სოფელ მიგირლოს.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 510 ადამიანი.