ესპანეთის ჩემპიონები ფეხბურთში არიან ესპანეთის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის გამარჯვებულები, რომელსაც ეწოდება პრიმერა დივიზიონი. ჩემპიონატი 1929 წლიდან ტარდება.
ყველაზე მეტჯერ ჩემპიონატი მოგებული აქვს „რეალ მადრიდს“, რომელიც 33-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. მას 25 ტიტულით „ბარსელონა“ მოყვება.