ერევნის პეტრე-პავლეს ეკლესია (სომხ. Սուրբ Պողոս-Պետրոս Եկեղեցի) — სომხური ეკლესიის ტაძარი ერევანში აშენებული V - VI საუკუნეებში. ტაძარი 1931 წელს დაანგრიეს იმჟამინდელი აბოვიანის ქუჩაზე კინოთეატრ "მოსკოვისთვის" ადგილის გასათავისუფლებლად.
ისტორია
სომეხი ისტორიკოსის ქარო ღაფადარიანის მიხედვით, პეტრეს-პავლეს ტაძარი უდიდესი იყო ძველ ერევანში. სინამდვილეში, როდესაც ახლად არჩეულმა კათალიკოსმა აბრაჰამ I-მა დვინში საეკლესიო კრება მოიწვია, მან ერევნიდან ორი მღვდელმთავარი მიიპატიჟა. ამან შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ იმჟამად ერევანში სულ მცირე ორი დიდი ეკლესია მაინც უნდა ყოფილიყო. XVII საუკუნის მოგზაურმა ჟან შარდენმა ერევანში მოგზაურობის შემდეგ აღნიშნა, რომ ერევანში არაერთი ეკლესი იყო. თუმცა პეტრე-პავლეს ეკლესიას ის არ მოიხსენიებს.
1679 წელს სომხეთში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ ეკლესიის გარკვეული ნაწილიც შეიწირა. თუმცა დანგრეული ნაწილი მალევე აღადგინეს. [1]
ამის შემდეგ 1931 წლამდე ამ ტაძრის შესახებ დადასტურებული ფაქტები არ მოიძიება.
დანგრევა
1931 წელს საბჭოთა რეჟიმის პერიოდში ეკლესია დაანგრიეს და მისი კედლებით, რამდენიმე ხაჩქარითდა ეკლესიის სხვა ნაწილებით კინოთეატრი "მოსკოვი" ააშენეს.
გალერეა
ლიტერატურა
- Karo Ghafadaryan, Երևանի միջնադարյան հուշարձանները, վիմական արձանագրությունները (Monuments and lapidary inscriptions of Medieval Yerevan), 1975, Yerevan
- Yervand Shahaziz, Հին Երեվանը (Old Yerevan), Mughni Publishing, 2003, Yerevan
სქოლიო