ამის შემდეგ ედუარდმა მიიღო „ანგლო-საქსების მეფის“ ტიტული, მანამდე ეს ტიტული ალფრედ დიდს ეკუთვნოდა. მან ასევე მოჭრა მონეტა, რომელიც გამოიყენებოდა მთელი ინგლისის მასშტაბით, გარდა ნორთუმბრიისა. ედუარდის მეტსახელი „უფროსი“ პირველად გამოიყენა ვულფსტანმა 996 წელს, რომ ის ედუარდ წამებულისაგან განესხვავებინათ.