დეივიდ დათუნა (ინგლ.David Datuna; დ. 10 თებერვალი, 1974, თბილისი — გ. 24 მაისი, 2022, ბოსტონი) — ამერიკელი ხელოვანი წარმოშობით საქართველოდან, რომელიც 1999 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ნიუ-იორკში.[1][2] მისი ნამუშევრებიდან ყველაზე მეტად ცნობილია „მილიონების ხედვის“ სერიები (Viewpoint of Millions), რომლებიც სხვადასხვა უნიკალური ხედვიდან იკვლევენ კულტურული იდენტობის წყაროებსა და მნიშვნელობებს.[1][2][3][4]
დათუნას ხელწერის ტექნიკა „მილიონების ხედვაში“, გამოიხატება პოზიტიური და ნეგატიური ოპტიკური ლინზების კავშირით, რომლებიც ფენა-ფენა დადებული, მოხატული და კოლაჟირებული დიდი მასშტაბის სურათის წინ მაგრდებიან.[3] შერეული მედია პალიტრა ხშირად მოიცავს ფოტოსურათებს, გაზეთების სათაურებს, ჟურნალების ამონაჭრებს, ფერებსა და ნახატებს.[3][4] პრიზმული ზედაპირი თან მალავს და თან წარმოაჩენს მის უკან არსებულ ნაშრომს, ხოლო თვითონ ლინზები ინდივიდუალური იდენტობის, ილუზიის, აღქმნის, დანაწევრებისა და გაერთიანების სიმბოლოებს წარმოადგენენ.[3][4] „მილიონების ხედვის" სერიის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენენ პორტრეტები, დროშები და სიმბოლოები.[4]
დეივიდ დათუნა დაიბადა 1974 წლის 10 თებერვალს, თბილისში. 1999 წლიდან მუდმივად ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში.[7]Business Insider-ის და სხვა მრავალი გამოცემის თანახმად დეივიდ დათუნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და ძვირადღირებული მხატვარია. მისი ნამუშევრები მრავალი ქვეყნის პირველი პირის, ცნობილ კერძო და საბანკო კოლექციებსა და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში მოიპოვება. მხატვრის ნამუშევრებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დროშებს. თავად ხელოვანის თქმით, დროშები მისთვის არა მხოლოდ ქვეყნის სიმბოლო, არამედ ერთგვარი განცალკევებული ორგანიზმია. ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი „საქართველო — მილიონთა იმედი“ მან საქართველოს მიუძღვნა.[7]
სპეციალური პროექტები
2011 წლის სექტემბერში, მოსკოვის ხელოვნების ფესტივალზე, დათუნას ვლადიმერ პუტინის პორტრეტი — „პუტინი — მონა ლიზა“, რომელიც მონა ლიზას მინიატურული სურათებისგან იყო გაკეთებული, ანონიმ ბიზნესმენზე 269 000 აშშ დოლარად გაიყიდა.[8]
ისევ 2011 წლის დეკემბერში, ამჯერად SCOPE ხელოვნების შოუ-ზე მაიამიში, დათუნას კიდევ ერთი ნამუშევარი „სტივ ჯობსი / აინ რენდი" 210 000 აშშ დოლარად გაიყიდა,[9] რომლის შედეგადაც ნამუშევარი ფესტივალზე მთელი წლის განმავლობაში გაყიდულ ნამუშევრებს შორის ყველაზე ძვირადღირებული ნიმუში გამოდგა.[6]
2012 წლის იანვარში, დათუნამ საზოგადოებას კიდევ ერთი მისი ნამუშევარი, მილიონთა ხედვის სერიების ფარგლებში შექმნილი, „მილიონთა ხედვა: ისრაელი ოცნების მიღმა“ წარმოუდგინა პალმ-ბიჩში, ფლორიდაში.[4] ნამუშევარი შედგებოდა ისრაელის დროშისგანტრიპტიხში თანმხლები კასკადური ოპტიკური ლინზებით, რომლებიც წარმოაჩენდნენ ისრაელის წარსულს, აწმყოს და მომავალს.[4] ნაშრომის გაყიდვისგან მიღებული თანხის ნაწილი, გადაერიცხა ისრაელის ებრაულ სააგენტოსა და პალმ-ბიჩის რაიონის ებრაულ ფედერაციას.[4]
2012 წლის მაისში, Global Art Group-მა iTunes-ის მაღაზიისთვის შექმნა მობილურის აპლიკაცია — „ხედვები“ (Viewpoints), რომელიც მომხმარებლებს დათუნას სტილის ნამუშევრების შექმნის საშუალებას აძლევს.[10][11]
2012 წელს, დეივიდ დათუნამ Global Art Group-თან და Mironova Art Gallery-სთან ერთად შემოწირულობის სახით ვოდიანოვას ღია გულის ფონდის (Naked Heart Foundation) საქველმოქმედო აუქციონს რობერტ ინდიანას LOVE სიმბოლოსგან გაკეთებული ნატალია ვოდიანოვას პორტრეტი აჩუქეს.[12] ნამუშევარი 790 000 აშშ დოლარად გაიყიდა.[12] ეს შემოწირულობა „ღია გულის ფონდის“ მიმართ დათუნას მხრიდან მეორე იყო. პირველად 2011 წელს მან ფონდს ინსტალაცია „ქაოტური წარსული“ აჩუქა, რომელიც 100 000 აშშ დოლარზე ძვირად გაიყიდა[12]ირინა ვინერზე, რუსი მილიარდერის, ხელოვნების კოლექციონერის და არსენალის ს.კ.-ის მთავარი თანამფლობელის აიშერ უსმანოვის ცოლზე.[12]
2013 წლის დეკემბერში, დათუნა გახდა მსოფლიოში პირველი მხატვარი, რომელმაც Google-ის სათვალე დაუკავშირა თანამედროვე ხელოვნების ნუმუშს.[13][14] Google-ის სათვალესთან ერთად ადამიანი, რომელიც ნამუშევარს უყურებს, ახალ განზომილებაში ხვდება. დროშა თავის აუდიტორიას ეკონტაქტება, სათვალის ეკრანზე შეკითხვებს იძლევა და მაყურებელს ხელოვნების ნიმუშთან ერთგვარად საუბარი შეუძლია.[7] ნამუშევარის დებიუტი ფლორიდაში, მაიამი-ბიჩზე კერძო წვეულება The New World Symphony-ზე SIME MIA-ს კონფერენციის მსვლელობისას მოხდა.[15][16] ფართო საზოგადოებისთვის წარსადგენად კი ნამუშევარი „მაიამის დიზაინის რაიონში“ (Miami Design District) გადაიტანეს.[17] ღონისძიება 5 დღე გაგრძელდა, რომლის დროს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა 1500-ზე მეტმა ადამიანმა, დათუნას „მილიარდთა ხედვების სერიის“ აშშ-ის დროშა, Google-ის სათვალის მეშვეობით დაათვალიერა.[18][19] ნამუშევარი ასევე გამოფენილი იყო ლინკოლნის ცენტრში (Lincoln Center for the Performing Arts), ნიუ-იორკში[20][21][22] ეს ნამუშევარი „მილიარდთა ხედვის სერიის“ 10 დროშიდან პირველია.[23]
2014 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ დეივიდ დათუნა საქართველოს უნიკალური საავტორო სტილით შექმნილ ეროვნულ დროშას ჩუქნის. ნამუშევრის შექმნა სახელად „საქართველო — მილიონთა იმედი“ 1 მილიონ აშშ დოლაზრე მეტი დაჯდა. შორიდან დაკვირვებისას ნამუშევარი მოჩანს როგორც კალეიდოსკოპური სურათი, რომელიც ყველაფერს პატრიოტულ სიმბოლოში აერთიანებს, მაგრამ ახლოდან დაკვირვებისას მნახველი შეძლებს შეამჩნიოს გაზეთების კოლაჟირებული სათაურები პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე, ისევე, როგორც პოპ-კულტურის ვარსკვლავების სურათები.[24]
მისი ამ ნამუშევრის საქართველოსთვის ჩუქებასთან, კერძოდ კი პრეზიდენტისთვის გადაცემასთან დაკავშირებით დეივიდ დათუნამ „ნოვიე ხრონიკის“-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ „პრეზიდენტი ერის ოფიციალური წარმომადგენელია. ამიტომაც დროშას მე ქართველ ხალხს გადავცემ, პირადად კი საყოველთაოდ არჩეულ წარმომადგენელს — გიორგი მარგველაშვილს, ქართველი ხალხისადმი პატივისცემის ნიშნად.“[25]
გამოფენები
2012 წლის ორტომბერში, დათუნას სოლო გამოფენამ „ემბლემა და სურათი“[2] წარმოადგინა პრეზიდენტ ბარაკ ობამას პორტრეტი.[2]
2013 წელს, დათუნამ გახსნა მისი პარიზის გამოფენა „სილამაზე და ძალა“, რომელზეც წარმოდგენილი იყო 15 ნამუშევარი.[5][26]
2013 წლის ოქტომბერში, დათუნამ მოსკოვის გამოფენა „თვალი თვალში“ გახსნა, წითელ მოედანთან ახლოს „ვეტოშნის ხელოვნების ცენტრში“, სადაც რუსეთის სიმბოლოები და პოლიტიკური ფიგურები, როგორიც ვლადიმერ პუტინი და მეფე ნიკოლოზ II-ა რეინტერპრეტირებულ იქნენ ოპტიკური ლინზებით .[3][27][28]
2004 ხელოვანთა ცენტრალური სახლი, მოსკოვი, რუსეთი
2005 „ნა კუზნეცკომ მოსტუ“, ცენტრალურის საგამოფენო დარბაზი, მოსკოვი, რუსეთი
2006 798 ავანგარდული გალერეა, ნიუ-იორკი, აშშ
2008 მანეჟი, საგამოფენო დარბაზი, მოსკოვი, რუსეთი
2008 798 ავანგარდული გალერეა, ნიუ-იორკი, აშშ (სოლო)
2009 მირონოვას გალერეა, კიევი, უკრაინა
2010 არსენალის მუზეუმი, კიევი, უკრაინა
2011 მილიონთა ხედვა, უესტვუდის გალერეა, ნიუ-იორკი, აშშ (სოლო)
2012 პოლიტიკა, მშვიდობა და ვნება, ლონგ-შარპის გალერეა, ინდიანაპოლისი, აშშ
2012 ემბლემა და სურათი, ბირნამ ვუდის გალერეა, ნიუ-იორკი, აშშ (სოლო)
2013 სილამაზე და ძალა, შჩუკინის გალერეა, პარიზი, საფრანგეთი (სოლო)
2013 თვალი თვალში, შჩუკინის გალერეა, მოსკოვი, რუსეთი (სოლო)
2013 მილიარდთა ხედვა Google-ის სათვალესთან ერთად, KIWI-ს სახელოვნობო ჯგუფი და შჩუკინის გალერეა, მაიამი, აშშ
დათუნა ასევე მონაწილეობდა მრავალ თანამედროვე ხელოვნების ფესტივალზე, მათ შორისაა Art Miami, Scope, Los Angeles Art Show, Art Southampton, Art Hamptons, Houston Fine Art Fair, Texas Contemporary, Art Palm Beach, Art Moscow და სხვა.[1][2]
ნამუშევრები
სიყვარული (LOVE) (2007)
სიცოცხლის ყუთი (Box of Life) (2007), ინსტალაცია
აშშ — მილიონთა ხედვა (USA — Viewpoints of Millions) (2007), ინსტალაცია
მოდა მართავს მსოფლიოს (Fashion Rules the World) (2008) ინსტალაცია