ბოლნისი (ყოფილი ბოლნის-ხაჩინი) — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი[1] მდებარეობს ქვემო ქართლის ვაკეზე, მდინარე ბოლნისისწყლის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 620 მეტრზე. ბოლნისიდან დაშორებულია 9 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1534 კაცი. სოფელში მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების სახელგანთქმული ძეგლი ბოლნისის სიონი. სოფლის განაპირას მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი წუღრუღაშენი.