აბდალაჰ იბნ ალ-მუქთაფი (არაბ. عبدالله بن المكتفي; უკეთ ცნობილი, როგორც ალ-მუსთაქფი ბილაჰი (არაბ. المستكفي بالله) დ. 905 — გ. სექტემბერი/ოქტომბერი 949 — აბასიანთა სახალიფოს ხალიფა 944-946 წლებში. ტახტზე აიყვანა თურქმა მხედართმთავარმა ტუზუნმა, რომელმაც გადააყენა და დააბრმავა წინა ხალიფა ალ-მუთაქი.
ალ-მუსთაქფი დაამხეს აჯანყებულებმა, რომლებმაც ტახტზე აიყვანეს წინა ხალიფას ვაჟი ალ-მუტი.[1]
ლიტერატურა
- William Muir: The Caliphate, its rise, decline and fall
სქოლიო
- ↑ Али-заде А. Аль-Мустакфи Биллах (333/945-334/946) // Хроника мусульманских государств. — М.: Умма, 2007. — 445 с. — ISBN 5-94824-111-4.