ალ-კაიდა

ალ-კაიდას დროშა.

„ალ-კაიდა“ (არაბ. القاعدة, ქართ. ბაზისი, წესი; შეად. ყაიდა; ინგლისური ენიდან გადმოტანილი ვერსიით „ალ-ქაიდა“) — ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციების ქსელი, რომელთაც ბრალად ედებათ ტერაქტების მოწყობა კენიაში, ტანზანიაში, კუძულ ჯერბაზე, შარმ-ელ-შეიხში (23 ივლისი 2005) და აშშ-ში (11 სექტემბერი 2001). ალ-კაიდა ტრანსნაციონალურ ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება და ზოგაგად ასეთი სახის ტერორიზმის პროტოტიპად მოიაზრება.

სტრუქტურა

პაკისტანელი ჟურნალისტი ჰამიდ მირი ალ-კაიდას ყოფილ ლიდერ ოსამა ბინ ლადენთან ინტერვიუზე, 1997 წელი

ალ-კაიდა არ არის ერთიანი სტრუქტურის მქონე ორგანიზაცია. ის უფრო ნაკრებია საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი ისლამისტური ტერორისტული ჯგუფებისა, რომელთაც ნაწილობრივ საერთო მიზნები ამოძრავებენ. ეს ჯგუფები დეცენტრალიზებული ქსელის სტრუქტურის მქონეები არიან და ერთმანეთთან უმრავლეს შემთხვევაში მხოლოდ მეთაურთა პირადი კონტაქტებით არიან დაკავშირებულნი. ჯგუფებს არ გააჩნიათ იერარქიული მმართველობა. მათ ბელადად ჯერ კიდევ საუდის არაბეთში დაბადებული ოსამა ბინ ლადენი ითვლება.

ბევრი სპეციალისტის აზრით ალ-კაიდას არ გააჩნია ერთი ლიდერი, არამედ ამ სახელის ქვეშ მოაზრებულ ყველა ორგანიზაციას თავისი ლიდერი ჰყავს, რომლებიც სხვა ლიდერებზე ნომინალურად დამოკიდებულები ან სულაც დამოუკიდებელნი არიან. ასე რომ ალ-კაიდა შეიძლება ითქვას უფრო იდეაა, ვიდრე სტრუქტურირებული ორგანიზაცია. ამის დასადასტურებლად ექსპერტებს შემდეგი სახის ფაქტორები მოჰყავთ:

  • ყველა ვინც შეძლებს ფუნდამენტალურ-ისლამისტური ტერორისტული ჯგუფის ჩამოყალიბებას შეიძლება ალ-კაიდას წევრად ჩაითვალოს.
  • წევრობისათვის საჭიროა პიროვნებამ ან ჯგუფმა ჩაატაროს წარმატებული ტერაქტი.
  • ალ-კაიდას არ გააჩნია წევრთა სია.
  • ალ-კაიდა არ იცნობს რაიმე სახის შეზღუდვებს ტერაქტების მიზნების დასახელების დროს.
  • ალ-კაიდაზე მიკუთვნებული ტერაქტები ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ ხარისხითა და შესრულების სტილით.

მაგალითად ალ-კაიდას ყველაზე წარმატებულ ოპერაციად ითვლება 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები აშშ-ში, მაშინ როცა იემენში ორი ექიმის მოკვლა წარმატებად ვერ ჩაითვლება. სახელი ალ-კაიდა ერაყის ომის დაწყების შემდეგ დასავლეთის ქვეყნებში და აშშ-ში გადაიქცა ბოროტების, მტრის ისეთ სინონიმად, როგორც იყო კომუნისტი ცივი ომის პერიოდში.

ფინანსები

ალ-კაიდას გააჩნია როგორც ლეგალური და ისე არალეგალური დაფინანსების წყაროები.

ლეგალური წყაროები:

  • შემოწირულობები
  • მულტიმილიონერი ოსამა ბინ ლადენის ქონება

არალეგალური წყაროები:

  • არაბ მილიონერთა საიდუმლო შემოწირულობები.
  • ალ-კაიდას საიდუმლოდ აფინანსებენ ისეთი სახელმწიფოები, როგორებიცაა სუდანი, პაკისტანი და ირანი.

სავარაუდოდ ალ-კაიდას ქონება შეადგენს დაახლოებით ხუთ მილიარდ დოლარს. ალ-კაიდასათვის ტერაქტების ჩატარებისათვის საჭირო ფინანსური საშუალებები რომ გადაეკეტა აშშ-ის მთავრობამ მსოფლიოს ქვეყნებს მიმართა თხოვნით გაეყინათ ორგანიზაციის ლეგალური თუ არალეგალური საბანკო ანგარიშები.

ცნობილი წევრები

ალ-კაიდას დამაარსებლად და შეფად ოსამა ბინ ლადენი ითვლება.

ორგანიზაციის სხვა მეთაურები არიან:

  • ხალიდ შეიხ მუჰამედი
  • მუჰამედ ატა
  • რამზი ბინალშიბჰი
  • აბუ ფარაჯ ალ ლიბი
  • იასირ ალ ჯაზირი
  • აიმან ალ ზავაჰირი
  • აჰმად ხალფამ ალ ღაილანი
  • ფარის ალ საჰრანი
  • აბუ ისა ალ ჰინდი
  • აბუ მუსაბ ალ ზარყავი
  • შარიფ ალ მისრი

სტრატეგიული მიზნები

  • იმ მთავრობათა რეჟიმების დამხობა, რომლებიც ალ-კაიდას მიზნებს არ შეესაბამებიან. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხებათ არაბულ ქვეყნებს, სადაც ალ-კაიდას მიხედვით მხოლოდ მართლმორწმუნეები უნდა ცხოვრობდნენ და საღმრთო რეჟიმი უნდა ბატონობდეს.
  • ისრაელის განადგურება.
  • ბრძოლა აშშ-ის, დასავლური ცივილიზაციის და დემოკრატიული საზოგადოების წინააღმდეგ.

ტერაქტები

ალ-კაიდაზე მიწერილი უდიდესი შეტევების რუკა:
1. აშშ-ის დროშა პენტაგონი, აშშ – 11 სექტემბერი, 2001 წელი
2. აშშ-ის დროშა მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, აშშ. – 11 სექტემბერი, 2001 წელი
3. თურქეთის დროშა სტამბოლი, თურქეთი – 15 ნოემბერი და 20 ნოემბერი, 2003 წელი
4. იემენის დროშა ადენი, იემენი – 12 ოქტომბერი, 2000 წელი
5. კენიის დროშა ნაირობი, კენია – 7 აგვისტო, 1998 წელი
6. ტანზანიის დროშადარ-ეს სალამი, ტანზანია – 7 აგვისტო, 1998 წელი
26 თებერვალი — ბომბის აფეთქება მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობაში, დაიღუპა 6 და დაშავდა 1,000-მდე ადამიანი.
5 სექტემბერი — ბოჯინკას მუშაობის შეწყვეტა.
13 ნოემბერი — ბომბის აფეთქება აშშ-ის სამხედრო ბაზაზე, დაიღუპა 7 ადამიანი.
25 ივნისი — ტროტილით დატვირთული სატვირთო ავტომობილის აფეთქება აშშ-ის საავიაციო ბაზარზე, დაიღუპა 19 და დაშავდა 64 ადამიანი.
7 აგვისტო — ბომბის აფეთქება აშშ-ის საელჩოს შენობებში ნაირობიში და დარ-ეს-სალამში, დაიღუპა 224 ადამიანი.
12 ოქტომბერი — აფეთქება აშშ-ის გემზე ადენის პორტში, დაიღუპა 17 და დაშავდა 39 ადამიანი.
11 სექტემბერიტერაქტების სერია აშშ-ში, დაიღუპა 3,000 ადამიანი.
13 სექტემბერი — ტერაქტის მცდელობა აშშ-ის საელჩოზე პარიზში დროულად იქნა აღკვეთილი.
23 იანვარიპაკისტანში მოკლულ იქნა ამერიკელი ჟურნალისტი დენიელ პერლი.
17 მარტი — ხელყუმბარის აფეთქება ისლამაბადის ერთ-ერთ ქრისტიანულ ეკლესიაში, დაიღუპა 5 ადამიანი.
11 აპრილი — ბომბის აფეთქება სინაგოგაში კუნძულ ჯერბაზე, დაიღუპა 19 ადამიანი.
8 მაისი — თავდასხმა ფრანგ ინჟინრებზე კარაჩიში, დაიღუპა 14 ადამიანი.
14 ივნისი — ავტომობილში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქება აშშ-ის კონსულტზე კარაჩიში, დაიღუპა 12 ადამიანი.
5 სექტემბერი — ავტომობილში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქება ქაბულში, დაიღუპა 26 ადამიანი და პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ტერაქტს გადაურჩა.
6 ოქტომბერი — აფეთება ფრანგულ ნავთობ-ტანკერზე, დაიღუპა 1 ადამიანი.
12 ოქტომბერი — აფეთქებები დისკოთეკებზე კუნძულ ბალიზე, დაიღუპა 202 ადამიანი.
28 ოქტომბერიამანში მოკლულ იქნა ამერიკელი ეკონომიური დახმარების სპეციალისტი, დაიღუპა 16 ადამიანი.
30 დეკემბერიჯიბლაში მოკლულ იქნა 3 ამერიკელი ექიმი.
12 მაისი — აფეთქება რიადში, დაიღუპა 35 ადამიანი.
14 მაისი — აფეთქება სასამართლოს შენობაში, დაიღუპა 4 ადამიანი.
16 მაისი — 5 აფეთქება საზღვარგარეთულ და ებრაეულ დაწესებულებებში, დაიღუპა 32 ადამიანი.
7 ივნისი — აფეთქება ბუნდესვერის ავტობუსში, დაიღუპა 4 ადამიანი.
5 აგვისტო — აფეთქება ჯაკარტის ერთ-ერთი სასტუმროს წინ, დაიღუპა 12 ადამიანი.
8 ნოემბერი — აფეთქება საუდის არაბეთში, დაიღუპა 18 ადამიანი.
15 ნოემბერი და 20 ნოემბერი — ამ ორი დღის განმავლობაში მომხდარ 4 აფეთქებას სტამბოლში ემსხვერპლა 57 ადამიანი.
11 მარტი — აფეთქებები მატარებლებში მადრიდის გარეუბნებში, დაიღუპა 191 და დაშავდა 1,500-მდე ადამიანი.
7 ოქტომბერი — აფეთქებები ტაბასა და რას-შიტანში, დაიღუპა 34 ადამიანი.
7 ივლისი — აფეთქებები ლონდონის მეტროსა და ავტობუსებში, დაიღუპა 56 და დაშავდა 700-მდე ადამიანი. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა აიღო აიმან აზ ზავაჰირიმ.
23 ივლისი — 3 აფეთქება შარმ-ელ-შეიხში, დაიღუპა 88 ადამიანი.
19 აგვისტო — რაკეტებით დაბომბულ იქნა აშშ-ის სამხედრო გემები და ქალაქი ეილატი.
28 აგვისტო — აფეთქებულ იქნა ბორანი ფილიპინების სამხრეთ რეგიონში, დაშავდა 30 ადამიანი.

იხილეთ ააგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!