აზერბაიჯანმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მეორედ 2009 წელს მიიღო მონაწილეობა. კონკურსზე აზერბაიჯანის წარმომადგენლები არაში და აისელ თეიმურზადე იყვნენ, როგორც დუეტი, მას შემდეგ რაც თეიმურზადე აზერბაიჯანის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ აირჩა.[1][2] თავდაპირველად არაში შერჩეული სიმღერის ავტორი იყო, ხოლო შემდეგ თეიმურზადესთან ერთად სიმღერის შემსრულებლად მიიწვიეს.
İTV-ში წინა წლის 'Land of Fire-ის (ცეცხლის მიწა) მსგავსი მრავლაშემსრულებლიანი ნაციონალური ფინალის გამართვა იგეგმებოდა.[3][4] თუმცა მონაწილეთა სიმცირისა და დაბალი დონის შესრულებების შემდეგ İTV-მ 2009 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის წარმომადგენლის შიდა შერჩევის გზით არჩევა გადაწყვიტა.[5]
2009 წლის 17 იანვარს ცნობილი გახდა, რომ 19 წლის აისელ თეიმურზადე, რიტმ-ენ-ბლუზის მომღერალი 2009 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე აზერბაიჯანის წარმომადგენლად შეირჩა. ის İTV-ის შვიდწევრიანმა ჟიურიმ შეარჩია.[1][2] İTV-ის პრეს-კონფერენცია მომდევნო დღეს გაიმართა, სადაც თეიმურზადე აზერბაიჯანის წარმომადგენლად გამოაცხადეს. 2009 წლის 5 თებერვალს გამოაცხადეს, რომ იმავე ჟიურიმ 30 შეთავაზებული სიმღერიდან ირანელ-შვედი მომღერლის, არაშის სიმღერა Always შეირჩა.[6]
პრომო ტურის დროს აისელ თეიმურზადე და არაში სლოვენიას, რუმინეთსა და შვედეთს ეწვივნენ, შემდეგ კი რეპეტიციებში მოსკოვში ჩავიდნენ.[7] აისელისა და არაშის საერთაშორისო გუნდში შვედი, უკრაინელი, რუსი, გაერთიანებული სამეფოსა და აზერბაიჯანის ექსპერტები შედიოდნენ. აისელ თეიმურზადესა და არაშის ტანსაცმელი შვედმა დიზაინერმა, ლარს ვალინმა შეკერა.[8] მოსკოვში რეპეტიციების დროს აზერბაიჯანის წარმომადგენლებს რუსეთის იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, ვლადიმერ პუტინიც ესტურმა. აზერბაიჯანული დუეტი ფავორიტად მიიჩნეოდა და მრავალი შემფასებელი ფინალურ ხუთეულში მოხვედრასაც უწინასწარმეტყველებდა.[9]
რადგანაც აზერბაიჯანი „დიდი ოთხეულის“ წევრი ან მასპინძელი არ ყოფილა, ორიდან ერთ-ერთ ნახევარფინალში უნდა მიეღო მონაწილეობა. ნახევარფინალების არჩევნების შემდეგ აზერბაიჯანი მეორე ნახევარფინალში მოხდა, რომელიც 14 მაისს გაიმართა. ქვყეანა მე-11 ნომრად წარსდგა. აზერბაიჯანის წარმომადგენლობა ტელემაყურებელთა ხმებით მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ჟიურთა ქულებით მერვე ადგილზე. კომბინირებული ქულებით აზერბაიჯანმა მესამე ადგილი დაიკავა.
აზერბაიჯანმა ევროვიზიის კონკურსის მონაწილე 41 ქვეყნიდან (გარდა აზერბაიჯანისა) 34-მა აზერბაიჯანსაც მისცა ქულები. აზერბაიჯანის მესამე ადგილი დიდ წარმატებად მიიჩნეოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა მეორედ იღებდა მონაწილეობას კონკურსში.
ფინალში აზერბაიჯანმა 207 ქულა დაიმსახურა. საზოგადოების მხარდაჭრით აზერბაიჯანი მეორე ადგილზე გავიდა (253 ქულა), ხოლო ჟიურის ქულებით - მერვე ადგილი (112 ქულა).
აზერბაიჯანელი მოხელეების პროტესტის შემდეგ, ევროვიზიის რუსმა მასპინძლებმა სომხეთის წარმომადგენლების ვიდეოდან ძეგლ We Are Our Mountains-ის გამოსახულება ამოაღებინეს, რომელიც მთიანი ყარაბაღის რეგიონში მდებარეობს. საპასუხოდ, ფონისთვის სომხეთის სატელევიზიო ტელევიზიის მიერ რედაქტირებული სურათი გამოჩნდა.[10] აზერბაიჯანის ვიდეოში სეგონბადისა და პოეტთა მავზოლეუმის ძეგლები, ირანის აზერბაიჯანის ქალაქების, თავრიზისა და ურმიის სიმბოლოები იყო გამოსახული. სომხური მედია უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ევროვიზიამ მთიან ყარაბაღში მდებარე სომხური ძეგლის გამოჩენა აკრძალა, ხოლო ირანული ძეგლების გამოჩენაზე ნება დართო.[11][12][13]
2009 წლის აგვისტოში აზერბაიჯანელთა ნაწილი, რომლებმაც კონკურსში სომხეთის მონაწილეებს დაუჭირეს მხარი, ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრომ ბაქოში დაკითხვაზე დაიაბრა, რომლის დროსაც მათ „არაპატრიოტობასა“ და „პოტენციურ საფრთხეში“ დასდეს ბრალი. სომხეთის მონაწილეობას 43-მა აზერბაიჯანელმა დაუჭირა მხარი.[14]
აზერბაიჯანი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე