X, x — ლათინური ანბანის ოცდამეოთხე ასო. თანხმოვანი /ks/ ძველ ბერძნულში იწერებოდა ან როგორც ხაი X (დასავლეთ ბერძნული) ან ხი Ξ (აღმოსავლეთ ბერძნული). საბოლოოდ ხაი სტანდარტული გახდა როგორც /kʰ/ (/x/ თანამედროვე ბერძნულში), ხოლო ხი გახდა /ks/. მაგრამ ეტრუსკელებმა X დასავლეთ ბერძნულისგან აიღეს, შესაბამისად ის /ks/ აღნიშნავდა ეტრუსკულში და ლათინურში.