Q, q — ლათინური ანბანის მეჩვიდმეტე ასო. სემიტური ბგერა „ქოპ“ (სავარაუდოდ მატყლის თოკი, და ნასესხები ეგვიპტური იეროგლიფისგან) იყო /q/ (უხმო, ქართულის შესატყვისი „ყ“), ბგერა, რომელიც ჩვეულებრივ გვხვდება სემიტურ ენებში, მაგრამ არ არსებობს უმრავლესობა ინდოევროპულ ენებში. ბერძნულში, ნიშანი ქოპა Ϙ სავარაუდოდ აღნიშნავდა რამდენიმე ბგერას, მათ შორის /kʷ/ და /kʷʰ/. გვიანდელი ჟღერადობის ცვლილებების შედეგად ეს ბგერები ბერძნულში შეიცვალა შესაბამისად /p/ და /pʰ/-ით. შესაბამისად, ქოპამ ტრანსფორმაცია განიცადა ორ ასოდ: ქოპა, რომელიც მხოლოდ რიცხვს აღნიშნავდა, და ფი Φ, რომელიც ქართულ „ფ“-ს უახლოვდება და თანამედროვე ბერძნულში /f/ გამოითქმის. ეტრუსკელები Q-ს იყენებდნენ მხოლოდ V-სთან ბგერის /kʷ/ გადმოსაცემად.